უკრაინის რადამ კრიპტოვალუტის ლეგალიზებისა და რეგულაციის კანონი ერთხმად დაამტკიცა

უკრაინის რადამ კრიპტოვალუტის ლეგალიზებისა და რეგულაციის კანონი ერთხმად დაამტკიცა

access_time2021-09-09 16:50:00

CNBC-ის ცნობით, უკრაინა მეხუთე ქვეყანა გახდა, რომელმაც კრიპტოვალუტის ლეგალიზების კანონი მიიღო. უკრაინის პარლამენტმა თითქმის ერთხმად მიიღო კანონი, რომელიც კრიპტოვალუტას აკანონებს და არეგულირებს.


„კანონპროექტი 2020 წელს შეიმუშავეს და ახლა ის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მაგიდისკენ მიემართბა,“ - იუწყება CNBC.


აქამდე კრიპტოვალუტა უკრაინაში ე.წ. ნაცრისფერ სამართლებრივ ზონაში არსებობდა. მოსახლეობას ვირტუალური ვალუტის შეძენისა და გადაცვლის უფლება ჰქონდა, მაგრამ კრიპტოვალუტის კომპანიები და ბირჟები სამართალდამცავი ორგანოების მუდმივი დაკვირვების ობიექტები იყვნენ. Kyiv Post-ის თანახმად, ხელისფლება მაშინვე „საბრძლო პოზიციაზე“ დგებოდა, როცა საქმე ვირტუალურ ფულს ეხებოდა, რადგან მას თაღლითობად მიიჩნევდა. სამართალდამცავი ორგანოები კრიპტობიზნესის დარბევასა და ყოველგვარი საფუძვლის გაარეშე, ძვირადღირებული აპარატურის კონფისკაციას ეწეოდნენ.


მაგალითად, აგვისტოში უკრაინის უშიშროების სამსახურმა (SBU) დაბლოკა ქსელი, რომელსაც „კრიპტოვალუტის საიდუმლო ბირჟას“ უწოდებდნენ და დედაქალაქ კიევში მუშაობდა. SBU აცხადებდა, რომ ეს ბირჟა ფულის გათეთრებას უწყობდა ხელს და გარიგებების ანონიმურობას უზრუნველყოფდა.


ახალი კანონმდებლობა ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტის მფლობელების თაღლითობისგან დაცვას ითვალისწინებს. უმაღლესმა რადამ, პირველ რიგში, კრიპტოვალუტის სამყაროს ძირითადი ტერმინოლოგიის განსაზღვრა დაიწყო. პრეზიდენტის ხელმოწერის შეთხვევაში, ვირტუალური აქტივების, ციფრული საფულეებისა და პირადი გასაღებების პირობები უკვე უკრაინის კანონმდებლობით იქნება გამყარებული.



სალვადორისგან განსხვავებით, სადაც ბიტკოინი უკვე გადახდის ოფიციალური საშუალებაა, უკრაინის კრიპტოკანონი ბიტკოინს გადახდის ფუნქციას არ ანიჭებს და ეროვნულ ვალუტა გრივნასთან თანაბარ დონეზე არ აყენებს.


„თუმცა კენჭისყრა რადაში ყოფილი ბირთვული „დერჟავის“ ბიტკოინზე გადასვლისკენ სწრაფვაა,“ - იუწყება CNBC. მას Kyiv Post-ის მონაცემები მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, 2022 წლისთვის ქვეყანა ბიზნესისა და ინვესტორებისთვის კრიპტოვალუტის ბაზრის გახსნას გეგმავს. მაღალი რანგის სახელმწიფო ჩინოვნიკები თავის კრედიტს კრიპტოვალუტაში სილიკონის ველის ინვესტორებისთვის და ვენჩურული კაპიტალის ფონდებისთვის არეკლამებენ.


გასულ თვეს აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის დროს, პრეზიდენტი ზელენსკი „ვირტუალური აქტივების ინოვაციური ლეგალური ბაზრის,“ როგორც ინვესტიციების გაყიდვის საშუალების განვითარებაზე საუბრობდა. ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი, მიხაილო ფედოროვი აცხადებს, რომ ქვეყანა თავის საგადასახადო ბაზრის მოდერნიზაციას ეწევა, რომ ეროვნულმა ბანკმა ციფრული ვალუტის გამოშვება შეძლოს.


„ბიტკოინის ეროვნულ კანონმდებლობაში შეტანით უკრაინა ქვეყნების გრძელ სიას შეუერთდა,“ - იუწყება CNBC და ასეთ ქვეყნებად სალვადორს, კუბას, აშშ-ს, გერმანიასა და პანამას ასახელებს.



bpn.ge







ომის ზღვარზე - რუსეთი უკრაინის საზღვართან ჯავშანტექნიკის რაოდენობას ზრდის

ომის ზღვარზე - რუსეთი უკრაინის საზღვართან ჯავშანტექნიკის რაოდენობას ზრდის
access_time2022-01-20 19:00:25
რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმის ალბათობა ამ დრომდე ნარჩუნდება. მძიმე ტექნიკა და 100 ათასზე მეტი ჯარისკაცი მოსკოვს მეზობელი ქვეყნის საზღვრიდან არ გაჰყავს და კონტიგენტს თითქმის ყოველდღე ცოცხალი ძალითა თუ ჯავშანტექნიკის დამატებითი ერთეულებით ავსებს. დასავლეთი პუტინს სანქციებით ემუქრება, წარსულის გამოცდილება აჩვენებს, რომ კრემლში სანქციების არ ეშინიათ, თუმცა სანქციებსაც გააჩნია, ერთია ალუმინის მომპოვებელი საწარმოს მეწილისთვის ვიზის არ მიცემა და მეორე საერთაშორისო საბანკო გადარიცხვების...

20 იანვარი - ლარის კურსი უმეტეს ვალუტასთან მიმართებით გამყარდა

20 იანვარი - ლარის კურსი უმეტეს ვალუტასთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-01-20 18:00:08
20 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.15 თეთრით 3.0825- მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0800 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.50 თეთრით 3.4980-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.02 თეთრით 4.1990 -მდე, 1000 სომხურ დრამთან კი 1.36 თეთრით 6.3946-მდე, 100 რუსულ რუბლთან 0.66 თეთრით 4.0305-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.08 თეთრით 1.8160-მდე გამყარდა.  თურქულ ლირასთან 0.14 თეთრით 0.2293-მდე...

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2022-01-20 21:00:32
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. თბილისი - 190 მლნ ლარი, ბათუმი - 105 მლნ ლარი, ქუთაისი - 30 მლნ ლარი - მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურული გეგმები საქართველოს მთავრობამ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია წარადგინა. ბიუჯეტის განახლებული ვერსია ხარჯების ზრდას...

„აირზენას“ შეძენით ჩინური და არაბული კომპანიები არიან დაინტერესებული

„აირზენას“ შეძენით ჩინური და არაბული კომპანიები არიან დაინტერესებული
access_time2022-01-20 20:00:00
„საქართველოს ეროვნული ავიაკომპანიის „აირზენას“ შესაძენად უკვე არის დაინტერესება ჩინური და არაბული კომპანიის მხრიდან“. ამის შესახებ „ჯორჯიან ეარვეისის“ ყოფილმა დირექტორმა, „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯის“ დამფუძნებელმა რომან ბოკერიამ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, ხელშეკრულებით არაბული კომპანიის დასახელება არ შეუძლია, რაც შეეხება ჩინურ მხარეს, ბოკერიას თქმით, „აირზენას“ შეძენით დაინტერესებულია სინჩუანის პროვინციის...

ქეთევან დედოფლის გამზირი იკეტება - სრული რეაბილიტაცია დაიწყო

ქეთევან დედოფლის გამზირი იკეტება - სრული რეაბილიტაცია დაიწყო
access_time2022-01-20 14:55:00
ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები რამდენიმე ეტაპად წარიმართება, პირველ ეტაპზე კი ქეთევან დედოფლის გამზირზე მიწისქვეშა კომუნიკაციები განახლდება. „ვიწყებთ ქეთევან დედოფლის გამზირის სრულ რეაბილიტაციას. ინფრასტრუქტურული პროექტი...


მსგავსი სიახლეები

up