უკრაინის პრეზიდენტთან არსებული საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარედ დავით არახამია დაინიშნება

უკრაინის პრეზიდენტთან არსებული საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარედ დავით არახამია დაინიშნება

access_time2019-06-11 18:30:37


კომპანიების Template Monster და  Weblium-ს დამაარსებელი, ქართული წარმოშობის უკრაინელი მეწარმე  დავით არახამია (ცნობილი ფსევდონიმით დავიდ ბრაუნი) უკრაინის პრეზიდენტთან არსებული საინვესტიციო საბჭოს თავჯდომარე გახდება - იტყობინება საიტი  Ain.ua.


თავად ბიზნესმენმა დაადასტურა ეს გადაწყვეტილება, თუმცა თავად ვლადიმერ ზელენსკის საიტზე ეს  ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის გამოქვეყნებული.


„ეს არ არის პირობითი „ინოვაციების სამინისტრო“, ეს უფრო არის სათათბირო ორგანო, რომლის მიზანიცაა ინვესტორებთან ურთიერთობების დამყარება და მათი სურვილების რეალობად ქცევა. მე დავისახე  ორი მიზანი ამ პოსტზე  - ინვესტიციების ზრდა და სამუშაო ადგილების მატება. თუ 2 წელიწადში მოვახერხებ არსებული მონაცემების გაორმაგებას, ჩავთვლი, რომ ძალიან მაგარი ვარ, - განაცხადა არახამიამ.


მან ასევე განაცხადა, რომ ემზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის - არახამია ამჟამად არის მე-4 ზელენსკის პარტიის „ხალხის მსახური“-ის სავარაუდო საპარლამენტო სიაში. ბიზნესმენმა ასევე დატოვა ყველა თავისი კომერციული პროექტი პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობის გამო.



თუმცა, მისის ძირითადი მიზანი იქნება ინვესტიციების მოზიდვა და საინვესტიციო კლიმატის მკვეთრი გაუმჯობესება.


საინვესტიციო კავშირი  2016 წელს შეიქმნა  და ის დღესაც არის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული საკონსულტაციო ორგანო.


დავით არახამია დაიბადა გაგრაში. 1992 წელს ოჯახთან ერთად გადავიდა უკრაინის ქალაქ ნიკოლაევში. ამჟამად არის ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის Template Monster-ის უკრაინული ფილიალის დამაარსებელი და დირექტორი. ასევე მან შექმნა მოხალისეთა ორგანიზაცია „სახალხო პროექტი“, რომელიც 2014 წლიდან  უკრაინულ ჯარს აქტიურად ეხმარება.


2015 წელს იმდროინდელმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკოს არახამია  დააჯილდოვა ორდენით ქვეყნის წინაში დამსახურებებისთვის. იმავე წელს იგი დაინიშნა შესყიდვების საკითხებში თავდაცვის მინისტრის წარმომადგენლად  .


2019 წლის 5 ივნისს შევიდა ზელენსკის პარტიაში, სადაც საპარლამენტო სავარაუდო სიაში მე-4 ადგილი დაიკავა.



Liga.net






პარლამენტის წინ პოლიციამ სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზი ისროლა

პარლამენტის წინ პოლიციამ სავარაუდოდ  ცრემლსადენი გაზი ისროლა
access_time2019-06-20 23:56:55
პარლამენტის წინ პოლიციელებმა გასროლა განახორვიელეს. სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზი ისროლეს. დემონსტრანტები თანდათან იშლებიან. იქ მყოფები აცხადებენ, რომ სუნთქვა შეუძლებელია. მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები.

პარლამენტთან ვითარება კვლავ დაიძაბა, აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ბოთლები დაუშინეს

პარლამენტთან ვითარება კვლავ დაიძაბა, აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ბოთლები დაუშინეს
access_time2019-06-20 23:06:49
საქართველოს პარლამენტთან მოქალაქეებსა და პოლიციას შორის ვითარება კვლავ დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ცარიელი ბოთლები დაუშინეს. ამასთან, მათ რამდენიმე სპეცრაზმელს ჩაფხუტები და ფარები წაართვეს. ადგილზე დაძაბული ვითარების განმუხტვას პოლიცია ცდილობს. ამასთან, ისმის შეძახილები „საქართველო, საქართველო“.

გიორგი გახარია - თავდასხმას პოლიციასა და პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით

გიორგი გახარია - თავდასხმას პოლიციასა და პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით
access_time2019-06-20 22:49:10
როგორც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი ტრაგიკული შემთხვევა, თავდასხმას პოლიციასა და პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს პარლამენტის შენობაში განუცხადა. „ის, რაც ხდება, არის არა სამწუხარო, არამედ ტრაგედია. რა თქმა უნდა, მიზეზი შეიძლება იყოს ბევრი. ზოგჯერ მიზეზი შეიძლება იყოს სამართლიანი, თუმცა სახელწმიფო ინსტიტუტებზე შეტევა, ან შეტევისკენ მოწოდება, როგორც არ...

არსებული ინფორმაციით, პარლამენტთან დაპირისპირებისას არიან დაშავებულები როგორც აქციის მონაწილეების, ისე პოლიციელების მხრიდან

არსებული ინფორმაციით, პარლამენტთან დაპირისპირებისას არიან დაშავებულები როგორც აქციის მონაწილეების, ისე პოლიციელების მხრიდან
access_time2019-06-20 22:20:57
არსებული ინფორმაციით, პარლამენტთან პოლიციასა და აქციის მონაწილეთა შორის დაპირისპირებისას არიან დაშავებულები. ასევე არაოფიციალური ინფორმაციით, დაშავებულები არიან როგორც აქციის მონაწილეები, ისე სამართალდამცავები. IPN

გიორგი გახარია რუსთაველზე მივიდა - ეს არის სახელისუფლებო ინსტიტუტზე შტურმი

გიორგი გახარია რუსთაველზე მივიდა - ეს არის სახელისუფლებო ინსტიტუტზე შტურმი
access_time2019-06-20 22:09:04
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა. შეიძლება იმ ხალხს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე დგანან შეიძლება აქვთ სამართლიანი პროტესტი, მაგრამ მათ მოვუწოდებ დაემორჩილონ პოლიციას, რადგან ეს არის სახელისუფლებო ინსტიტუტზე შტურმი. მანამდე შსს-მ განცხადება გაავრცელა — შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის...


მსგავსი სიახლეები

up