უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთში „როშენ

უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთში „როშენ"-ის ქარხანა დახურა

access_time2018-10-04 19:00:00


უკრაინელი ჟურნალისტები ჩავიდნენ რუსეთის ქალაქ ლიპეცკში და დარწმუნდნენ, რომ ქვეყნის პრეზიდენტის კომპანია „როშენის“ ქარხანა, რომელიც ამ ქალაქში მდებარეობს,  ნამდვილად დახურულია.


პრესის წარმომადგენლების  ლიპეცკში ჩასვლა  პრეზიდენტის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებების შემდეგ გადაწყდა - კერძოდ, ტელეარხ ТСН-ის ერთ-ერთი პოლიტიკური თოქშოუს მაყურებლებმა პირდაპირ წარადგინეს „როშენის“ შოკოლადი, რომელიც  წარმოებული იყო ლიპეცკში და ყირიმში გაიყიდა.


შოკოლადის გამოშვების თარიღი იყო 2018 წლის 20 სექტემბერი - ანუ მას შემდეგ, რაც პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ რუსეთში არავითარი ბიზნესი აღარ აქვს.


„ორი საამქრო ნამდვილად გაჩერებულია, იქ მხოლოდ დაცვა და რამდენიმე დამლაგებელია. მესამე, მშენებარე საამქრო, რომლის ამოქმედების შემდეგ ლიპეცკის საწარმო გახდებოდა, რუსეთში უმსხვილესი საკონდიტრო ქარხანა იქნებოდა, მაგრამ დაუმთავრებელია. ადგილობრივები კი ამბობენ, რომ დიდი ხანია არ გაუსინჯავთ უკრაინული შოკოლადი“ -  წერს სააგენტო УНИАН.



29 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს ბიზნესი რუსეთში. მისი თქმით, რუსეთში მართლაც ჰქონდა აქტივები, თუმცა ეს იყო ომამდე, ომმა კი ყველაფერი შეცვალა.


პოროშენკოს განცხადებით, ყირიმის ანექსიის შემდეგ, მას  ფაქტობრივად წაართვეს გემთმშენებელი ქარხანა, რომელიც სევასტოპოლში მდებარეობდა, ხოლო საწარმო ლიპეცკში დაყადაღებულია.


„ეს გაკეთდა იმისთვის, რომ შეუძლებელი იყოს ამ ქარხნის გაყიდვა ან ვინმესთვის გადაცემა,“ - განაცხადა პოროშენკომ და დასძინა, რომ ამის გამო „როშენის“ მენეჯმენტმა ქარხნის დახურვა გადაწყვიტა.


საკონდიტრო ჯგუფი „როშენი“ ეკუთვნის უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს, ამჟამად მას მართავს ფონდი  Rothschild Trust.


2015 წლის აპრილში რუსეთის პროკურატურამ  სისხლის სამართლის საქმე აღძრა ლიპეცკის საკონდიტრო ქარხანაში 180 მლნ. რუბლის გაფლანგვის საქმეზე. 2017 წლის ივნისში მოსკოვის ერთ-ერთი რაიონის სასამართლომ  საწარმოს ქონება დააყადაღა, ხოლო ფედერალურმა საგადასახადო სამსახურმა მოითხოვა „როშენ“-ისგან დამალული გადასახადების გადახდა - 150 მლნ. რუბლის ოდენობით.


თავად პოროშენკომ რამდენიმეჯერ  სცადა ლიპეცკის ქარხანის გაყიდვა, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო,  ვერ მოახერხა ამის გაკეთება.

Rbc





დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-09-23 21:00:22
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს.     2. მუნიციპალიტეტების შავი ხვრელი - რატომ...

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა
access_time2021-09-23 18:00:28
23 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.24 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.19 თეთრით 3.6532-მდე გამყარდა, ხოლო ბრიტანულ ფუნტთან 1.36 თეთრით 4.2650-მდე გაუფასურდა. თურქულ ლირასთან ლარი 0.01 თეთრით 0.3601-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან 0.31 თეთრით 1.8322-მდე გამყარდა. 100 რუსულ რუბლთან კი 0.58 თეთრით 4.2872-მდე, ხოლო 1000 სომხურ დრამთან 3.35 თეთრით...

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები
access_time2021-09-23 17:20:01
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს. ეს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ ინფორმირებულ პირებთან კომუნიკაციისა და საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით დაადასტურა. ინვესტორი ელგუჯა ქებურიასთან ერთად ბიზნესმენი ფრიდონ ქათამაძეა, თუმცა მისი წილი კომპანიაში ბევრად მცირე – 18 პროცენტია. ამ პროექტისთვის შპს „ამბასადორ ბათუმი აილენდი“ 2021 წლის ივნისში დააფუძნა ოფშორში,...

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება
access_time2021-09-23 14:30:32
BAG ინდექსის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, წევრებისა და მათი შვილობილი კომპანიების ინვესტიციების ცვლილების ტენდენციასაც აკვირდება. ცხადია, 2020 წელს, მკვეთრად შემცირებული შიდა თუ საგარეო მოთხოვნის, ლოგისტიკური სირთულეებისა და სხვა დაბრკოლებების გათვალისწინებით, კომპანიებმა თავიანთი საინვესტიციო გეგმები მნიშვნელოვნად დააკორექტირეს. მიმდინარე წელს კი, პანდემიის მიუხედავად, ინვესტიციების ზრდის ტემპი კოვიდამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება. ცნობისათვის, 2019 წელს ჯამური ინვესტიციები...

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
access_time2021-09-23 14:55:34
ეკონომიკის ექსპერტმა ვლადიმერ პაპავამ სარეკლამო ბიზნესზე ზეწოლის შესახებ „პრაიმტაიმის“ პრეს–კლუბში განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იმაზე საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია. „ქვეყანაში დღეს წინასაარჩევნო პერიოდია. დაძაბული სიტუაციაა. პოლიტიკურად ცხელი შემოდგომაა. ამ პირობებში არის ხშირი ურთიერთბრალდება. ამაში, სამწუხაროდ, ყვება ბიზნესი. ნუ გვავიწყდება, რომ ცხოვრება არჩევნების შემდეგაც გრძელდება და ეს...


მსგავსი სიახლეები

up