ზელენსკის თქმით, მან ღიად მიმართა მეწარმეებს. “მე მათ ვუთხარი, რომ ეს ქვეყანა მათ დიდი ხნის განმავლობაში “აჭმევდა”. დროა, ახლა ისინი დაეხმარონ უკრაინას.”
პრეზიდენტის განცხადებით, თანხა წავა ცალკე ფონდში, რომელსაც მთავრობა შექმნის.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტის შეხვედრა ბიზნესმენებთან 16 მარტს შედგა. შეხვედრაზე განიხილებოდა ფულადი დახმარების გამოყოფის საკითხი, რომლითაც მეწარმეებს შეუძლიათ დაეხმარონ ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ საჭირო ღონისძიებების განხორციელებას.
“კერძოდ, საუბარი ეხებოდა ვირუს-ტესტების შესყიდვასა და მიწოდებას, აგრეთვე საჭირო სამედიცინო, თავდაცვითი და სადეზინფექციო რესურსების შესყიდვას”, – აცხადებს ზელენსკი.
IPRESS.GE