უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირს მოუწოდებს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ვაქცინების შეძენაში დაეხმაროს.
„ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ვაქცინების ერთობლივი შესყიდვებისა და მიწოდების დაჩქარების კუთხით“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვის პრეზიდენტთან შეხვედრისას.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მან ეს საკითხი მაია სანდუსთან დეტალურად განიხილა.
„ვაქცინის მიღება ძალზე მნიშვნელოვანია ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ყველა ქვეყნისთვის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
30 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ ხელშეკრულება გააფორმა ვაქცინების მწარმოებელ ჩინურ კომპანია Sinovac Biotech-თან.
imedinews.ge