უკრაინული ხორბლით დატვირთული ოთხი გემი უკრაინის პორტებიდან კვლავ გავიდა. ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრო იტყობინება.
უწყების ინფორმაციით, ოთხ ბორტზე - MUSTAFA NECATI, STAR HELENA, GLORY და RIVA WIND-ზე თითქმის, 170 000 ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქტია განთავსებული.
„მას შემდეგ, რაც პორტებმა დაამუშავეს გემების პირველი ქარავნის ორგანიზება, ეტაპობრივად გადავდივართ სამუშაოების მასშტაბურ მოცულობებზე და უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, რომ პორტებმა შეძლონ თვეში, მინიმუმ, 100 გემის გაყვანა.
ჩვენ ასევე ვგეგმავთ იუჟნის პორტის სრულ ინტეგრირებას ინიციატივის განხორციელებაში, უახლოეს მომავალში. ჩვენ ველით, რომ ამის წყალობით, შევძლებთ მყიდველებისთვის კიდევ უფრო დიდი ქარავნების გაგზავნას, თვეში მინიმუმ 3 მილიონ ტონამდე“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა.
გემები იტალიის, ჩინეთისა და თურქეთის პორტებში იგზავნება.
წყარო: bpn.ge