უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შეთავაზებულ კანონპროექტებს საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის 90 დღით გახანგრძლივების შესახებ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესაბამისი კანონპროექტები უმაღლეს რადას 12 აგვისტოს წარუდგინა.
შეგახსენებთ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 24 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებებს ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საერთო მობილიზაციის გამოცხადების შესახებ. 22 მაისს უმაღლესმა რადამ უკრაინაში საომარი მდგომარეობა და საერთო მობილიზაცია კიდევ 90 დღით, 2022 წლის 23 აგვისტომდე გაახანგრძლივა.