უკრაინის პარლამენტმა მიიღო კანონი ოლიგარქების შესახებ

უკრაინის პარლამენტმა მიიღო კანონი ოლიგარქების შესახებ

access_time2021-09-23 23:30:00

უკრაინის პარლამენტმა საბოლოო მოსმენით მიიღო კანონი ოლიგარქების შესახებ. მედიის ინფორმაციით, კანონი მიზნად ისახავს განსაზღვროს რა არის ოლიგარქი, შექმნას ოლიგარქების რეესტრი და მასში შემავალ პირებს აუკრძალოს პოლიტიკური პარტიების დაფინანსება ან პრივატიზაციაში მონაწილეობა.


კანონპროექტს უკრაინის 450-ადგილიან პარლამენტში 279 კანონმდებელმა დაუჭირა მხარი. კანონი პირველი მოსმენით ივლისში მიიღეს. ის ძალაში ქვეყნის პრეზიდენტის მიერ ხელის მოწერის შემდეგ შევა.


უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის გუნდი ვარაუდობს, რომ პრეზიდენტის პირველ თანაშემწესა და მეგობარზე, სერგეი შაფირის ავტომობილზე თავდასხმის მიზეზი, შესაძლოა, კანონის მიმართ უკმაყოფილება და ბრაზი გამხდარიყო.



ipn.ge




თეგები:
ოლიგარქები



„საპენსიო საკითხებზე პოლიტიკოსებმა კომერციული ბანკის სახით, „განტევების ვაცი“ იპოვეს და ყველა მასზე ცდილობს ხელის შეწმენდას“ - გიორგი კაპანაძე

„საპენსიო საკითხებზე პოლიტიკოსებმა კომერციული ბანკის სახით, „განტევების ვაცი“ იპოვეს და ყველა მასზე ცდილობს ხელის შეწმენდას“ - გიორგი კაპანაძე
access_time2021-10-21 16:00:47
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ (აფბა) მიმართვა გაავრცელა და  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან და...

ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო

ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო
access_time2021-10-21 11:55:49
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკისგან 6 მილიონი ევრო მიიღო. თანხა მთლიანად ამ სეგმენტის გაჯანსაღებასა და განვითარებას, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ზიანის შემცირებასა და სწრაფ რეაბილიტაციას მოხმარდება.   სესხი ევროპის საინვესტიციო ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ინიციატივის ნაწილია, რომელიც საქართველოში ამ სეგმენტისთვის დაფინანსების ხელმისაწვდომობისა და ადგილობრივი საბანკო სექტორის...

თბილისში ამერიკული ჰოსპიტალი გაიხსნა

თბილისში ამერიკული ჰოსპიტალი გაიხსნა
access_time2021-10-21 15:00:35
American Intercontinental Healthcare Group-ის ოპერატორობით თბილისში მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ გაიხსნა, რომელიიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მხარდაჭერით საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებით შეიქმნა. პროექტის განხორციელებისთვის გაწეული პირდაპირი ინვესტიცია 50 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.    ჯანდაცვის სექტორისთვის სტრატეგიული ობიექტი წარმოდგენილია 183 საწოლით და სხვადასხვა მიმართულების განყოფილებით, რომელიც...

„კრისტალმა“ ბიზნეს პროცესების მართვის ახალი სისტემა დანერგა

„კრისტალმა“ ბიზნეს პროცესების მართვის ახალი სისტემა დანერგა
access_time2021-10-21 09:55:18
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ ციფრული ტრანსფორმაციისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას აგრძელებს. სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს ძირითადი ბიზნეს პროცესების მართვის ახალი სისტემა - „ალტას“ პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის დანერგვაც კომპანიამ წარმატებით დაასრულა. „ალტას“ პროგრამული უზრუნველყოფა, რომლითაც მანამდე არსებული ძირითადი ბიზნესპროცესების მართვის სისტემა ჩანაცვლდა, გაცილებით მოქნილი და საბანკო სფეროში აპრობირებულია...

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-10-20 21:00:05
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. ინტერნეტ–გადახდების რაოდენობა 100%-ით გაიზარდა - როგორ შეცვალა პანდემიამ მომხმარებლის ქცევა კოვიდ პანდემიის ფონზე საბარათე ოპერაციებისა და ბარათით გადახდების მაჩვენებლები რადიკალურად შეიცვალა, რადგან პანდემიის დასაწყისში ვირუსის შემანელებელ ერთ-ერთ ფაქტორად...


მსგავსი სიახლეები

up