უკრაინის ომამდე რუსეთმა თავისი რეალური სახე საქართველოსთან ომში აჩვენა - ჩანაწერი ევროსაბჭოს რეზოლუციაში

უკრაინის ომამდე რუსეთმა თავისი რეალური სახე საქართველოსთან ომში აჩვენა - ჩანაწერი ევროსაბჭოს რეზოლუციაში

access_time2023-01-24 23:30:49

უკრაინის ომამდე რუსეთმა თავისი რეალური სახე საქართველოსთან ომში აჩვენა. ქართული დელეგაციის მეშვეობით ამ შინაარსის ჩანაწერი გაჩნდა სტრასბურგის რეზოლუციაში, რომელშიც ჩასწორებები ბოლი წუთს შეიტანეს და უკრაინასთან ერთად რუსეთის სამიზნედ საქართველო და მოლდოვა გამოაცხადეს.


პირველად ერთიანი პოზიციით - კენჭისყრის წინ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებს ხელს საქართველოს დელეგაცია სრული შემადგენლობით აწერს: ოპოზიციაც და მმართველი პარტიაც. ერთიანობის შედეგი სახეზეა - ქართველების ძალისხმევით "რეიკიავიკის სამიტის რეზოლუციაში" რუსეთის პირველ მსხვერპლად საქართველოა გამოცხადებული. რუსეთზე კი გარკვევით წერია, რომ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიით მან ყველა საერთაშორისო ნორმა დაარღვია.



ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში კი ამ წუთებში დებატები იწყება, მთავარი თემა კი რეიკიავიკის სამიტისთვის მისაღები რეზოლუციაა. დოკუმენტი, სამიტის წინ ევროპელი ლიდერებისთვის გაკეთებული ერთგვარი გზავნილია იმაზე, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს ევროპა რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის გამო არსებულ კრიზისს. დებატებს ესწრება საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც. ხელახლა უნდა გავიმეოროთ ჩვენი პატივისცემა უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და არა მხოლოდ უკრაინის მიმართ, არამედ იგივე პატივისცემა გამოვხატოთ საქართველოსა და მოლდოვის მიმართაც. ვითხოვთ რუსეთის ჯარის დაუყოვნებლივ გაყვანას იმ ტერიტორიებიდან, რომლებიც რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს," - განაცხადა სოციალ-დემოკრატიული პოლიტიკური ჯგუფის წევრმა ტიტუს კორლატეანიმ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დებატების დაწყებამდე.


rustavi2.ge

თეგები:
ევროსაბჭო



რუსულმა ბანკებმა კრიზისული წელი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგით დაასრულეს

რუსულმა ბანკებმა კრიზისული წელი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგით დაასრულეს
access_time2023-01-28 09:00:43
2022 წლის კრიზისული წლის შედეგების მიხედვით, რუსეთის ბანკების მოგება 2022 წელს 11,8-ჯერ შემცირდა 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ის 2,4 ტრილიონი რუბლიდან 203 მილიარდ რუბლამდე დაეცა. ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურ ბანკზე დაყრდნობით...

სანქციებში არსებული „ხვრელი“ - ემბარგოს მიუხედავად ტანკერები რუსეთიდან ევროპაში ნავთობის გადატანას აგრძელებენ

სანქციებში არსებული „ხვრელი“ - ემბარგოს მიუხედავად ტანკერები რუსეთიდან ევროპაში ნავთობის გადატანას აგრძელებენ
access_time2023-01-28 10:00:53
დეკემბრიდან მოქმედი ემბარგოს მიუხედავად, ევროპული ტანკერები აგრძელებენ რუსული ნავთობის ევროპაში გადატანას. ამის შესახებ გამოცემა Investigate Europe -ზე დაყრდნობით უკრაინული მედია წერს.     როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროკავშირისთვის რუსული ნავთობის მიწოდების აკრძალვა ძალაში 5 დეკემბერს შევიდა, თუმცა მას შემდეგ ევროპულმა ტანკერებმა...

ტერაქტი იერუსალიმში - სინაგოგასთან მომხდარ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა

ტერაქტი იერუსალიმში - სინაგოგასთან მომხდარ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა
access_time2023-01-28 00:45:35
შვიდი ადამიანი დაიღუპა აღმოსავლეთ იერუსალიმში, ებრაული უბნის ნევე იააქოვის სინაგოგასთან მომხდარი ტერაქტის შედეგად. ინფორმაცია ამის შესახებ ისრაელის პოლიციის პრესსამსახურმა გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, ტერორისტებმა სინაგოგასთან სროლა დაიწყეს, საპასუხო სროლის შედეგად ერთი მათგანი მოკლეს, დანარჩენებმა მიმალვა მოახერხეს. პოლიცია რაიონში ჩხრეკას ატარებს, რათა გამოირიცხოს ახალი თავდასხმების შესაძლებლობა. სამართალდამცავები თავდამსხმელების მანქანასაც...

სექტორს კიდევ ერთი მილიარდერი ბანკი დაემატა

სექტორს კიდევ ერთი მილიარდერი ბანკი დაემატა
access_time2023-01-28 00:30:00
საბანკო სექტორმა დაკრედიტების ზრდა დააპაუზა. 01.01.2023-ის მდგომარეობით წლიური (Y.Y) ზრდა 4%-ია, კურსის ცვლილების ეფექტით (გამორიცხვით...

სომხეთში შესვლა უკვე ელექტრონული პირადობის მოწმობით არის შესაძლებელი - შეთანხმება ძალაში შევიდა

სომხეთში შესვლა უკვე ელექტრონული პირადობის მოწმობით არის შესაძლებელი - შეთანხმება ძალაში შევიდა
access_time2023-01-27 23:55:49
საქართველო-სომხეთის საზღვრის გამარტივებული გადაკვეთის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა.   „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე 26 იანვარს გამოქვეყნებული მთავრობის დადგენილების თანახმად ამიერიდან ორივე ქვეყნის მოქალაქეებს სახელმწიფოთაშორისი საზღვრის გადაკვეთა ელექტრონული პირადობის მოწმობებით შეეძლებათ.   საქართველოს მოქალაქეებისთვის სომხეთი გახდა მესამე ქვეყანა, სადაც შესვლისთვის პასპორტი არ არის საჭირო. ანალოგიური რეჟიმი მოქმედებს თურქეთსა...


მსგავსი სიახლეები

up