უკრაინის ნაკრების გამარჯვების შემდეგ მინისტრები მთავრობის სხდომაზე საფეხბურთო ფორმით მივიდნენ. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
მანამდე უკრაინის ნაკრებს გამარჯვება ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიულოცა და მეოთხედფინალში, ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში წარმატებები უსურვა.
29 ივნისს უკრაინის ეროვნულმა ნაკრებმა შვედეთის ნაკრებს დამატებით დროში ანგარიშით 2:1 მოუგო და ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა.
imedinews.ge