უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი: ჩინეთი არ იყენებს აბრეშუმის გზას

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი: ჩინეთი არ იყენებს აბრეშუმის გზას

access_time2019-07-18 19:00:28


რუსეთის მიერ შემოღებული სატრანზიტო შეზღუდვების გამო უკრაინული ექსპორტი 3 წლის მანძილზე ცენტრალურ აზიაში 10-ჯერ  შემცირდა.


ჩინეთი არ იყენებს დიდი აბრეშუმის გზას და ძირითადად ახორციელებს სატვირთო გადაზიდვებს ყაზახეთის, რუსეთისა და ბელორუსიის გავლით - განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვიქტორ დოვგამა.


„ჩინელებთან მიმდინარე მუდმივი მოლაპარაკებების მიუხედავად, ახალი აბრეშუმის გზა ჯერჯერობით არ მუშაობს. ამ ეტაპზე ის რჩება ჩინეთისთვის სათადარიგო მარშრუტად, თანაც პეკინი მას კარგად იყენებ რუსეთთან ვაჭრობაში უკეთესი პირობების მისაღებად  და ტარიფების შესამცირებლად,“ - ამბობს მინისტრი.


თუმცა, მისი თქმით, დერეფანი მაინც ვითარდება, თუნდაც მოსალოდნელზე დაბალი ტემპებით.


„ყოველდღე ჩერნომორსკიდან დადის 2 ბორანი - 150-20 ვაგონი და ეს მხოლოდ ბორნები. არის კიდევ სატვირთო გემები, სადაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით საქონლის გადაზიდვის მაჩვენებელი 2-ჯერ მეტია. ჩვენ ვაგზავნით იმ მარშრუტის ტვირთებს, რომლების ტრანზიტიც აკრძალა რუსეთმა. სამწუხაროდ, ეს ტვირთები ჩერდება ყაზახეთში, და არა ჩინეთში,“ - განაცხადა მინისტრმა.



მისი თქმით, ტვირთების ტრანსპორტირების ღირებულებას ზრდის ასევე უკრაინაში ცენტრალური აზიიდან იმპორტის ძალან დაბალი დონე, შესაბამისად, სატვირთო შემადგენლობები თითქმის ცარიელი ბრუნდება უკან, რაც ზრდის დანახარჯებს - ეს ძალიან ძვირი სიამოვნებაა და ამცირებს შუა აზიის ბაზრების მიზიდულობას უკრაინელი მეწარმეებისთვის.


„ადრე ჩვენ გვქონდა დიდი საექსპორტო ბაზრები შუა აზიაში - ძირითადად დიდი რაოდენობით ვაგზავნიდით კვების პროდუქტებს. დღეს ამ მიმართულებაზე მოძრაობს ორი ბორანი - შავ  და კასპიის ზღვებში. ეს 2-ჯერ უფრო ძვირია, ვიდრე იყო რუსეთის გავლით, თანაც საჭიროებს მეტ დროს. ზოგიერთი პროდუქტი, მაგალითად Roshen-ის, ხშირად ვერ უძლებს ამხელა გზას და ფუჭდება,“ - ამბობს დოვგანი.


მისი თქმით, დღეს აღმოსავლეთის მიმართულებით  ერთ დღეში უკრაინიდან დადის 66 სატვირთო ვაგონი, მაშინ, როდესაც რუსეთის მიერ შემოღებულ სანქციებამდე ეს მაჩვენებელი აღწევდა 600-ს.


„2016 წლიდან, იმის შემდეგ, რაც რუსეთმა ჩაკეტა ტრანზიტი, უკრაინული ექსპორტი შუა აზიაში 10-ჯერ შემცირდა და ქვეყანა ყოველდღიურად კარგავს კონკურენტუნარიანობას ამ ბაზრებზე,“  - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.


მისი თქმით, სატრანსპორტო ხარჯების ზრდის გამო გაძვირებული უკრაინული პროდუქცია შეცვალა უფრო იაფმა რუსულმა.


პირველი სატვირთო მატარებელი უკრაინიდან შია  აზიაში აბრეშუმის გზის მარშრუტით ჩავიდა 2016 წლის 1 თებერვალს, თუმცა ქვეყანა   მარშრუტს ოფიციალურად 2017 წლის ნოემბერში შეუერთდა.


Correspondent.ua






რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს წელს რთველი?- „კომპანიები ნაკლებ ყურძენს ჩაიბარებენ“

რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს წელს რთველი?- „კომპანიები ნაკლებ ყურძენს ჩაიბარებენ“
access_time2019-08-17 18:00:58
ღვინის ეროვნული სააგენტო ვარაუდობს, რომ წელს ღვინის მწარმოებლებმა, შესაძლოა, ნაკლები ყურძენი შეისყიდონ. სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა ამ ვარაუდს ივნისის ბოლოს განვითარებული პოლიტიკური მოვლენებს უკავშირებს და ამბობს, რომ ეს იყო იმის მიზეზიც, რომ ქართული ღვინის ყველაზე დიდ ბაზარზე ექსპორტი შემცირდა.   შეგახსენებთ, 2019 წლის ივლისში საქართველოდან რუსეთში 3 550 264 ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე (4 542 496) 21.8%–ით,...

ქვეშეთი-კობის მაგისტრალი - რუსული საფრთხე თუ სარგებელი საქართველოსთვის?

ქვეშეთი-კობის მაგისტრალი - რუსული საფრთხე თუ სარგებელი საქართველოსთვის?
access_time2019-08-17 20:00:57
რუსეთის მიერ ქვეშეთი-კობის ჩქაროსნული მაგისტრალის სამხედრო დანიშნულებით გამოყენების გამორიცხვა არ შეიძლება, თუმცა, სამხედრო საფრთხეზე მეტად, ეკონომიკური...

სამი პუტინი: მემკვიდრე, ოფიცერი, იმპერატორი

სამი პუტინი: მემკვიდრე, ოფიცერი, იმპერატორი
access_time2019-08-17 16:00:29
„ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად“.                                                                                        ...

„პოზიტიური მესიჯებით ცდილობენ დაასტაბილურონ ლარი. ადამიანები კი სხვა მდგომარეობას აწყდებიან ქუჩაში - საწვავის, პროდუქტის გაძვირებას..."

„პოზიტიური მესიჯებით ცდილობენ დაასტაბილურონ ლარი. ადამიანები კი სხვა მდგომარეობას აწყდებიან ქუჩაში - საწვავის, პროდუქტის გაძვირებას...
access_time2019-08-17 14:00:48
“როგორც არ უნდა ვისაუბროთ სხვადასხვა ფაქოტრებზე და შეცდომებზე, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ლარის კურსის ვარდნას იწვევს არის ის, რომ ჩვენი ეკონომიკა არ იზრდება იმ დოზით, რა დოზითაც ლარს სჭირდება გასამყარებლად. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ 2004-2012 წლები, როცა ლარი მყარდებოდა“, - ამბობს გია ჯანდიერი, „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცეპრეზიდენტი, რომელიც არც წინა ხელისუფლების შეცდომებზე საუბრისგან იკავებს თავს, თუმცა, თვლის, რომ მაშინდელი ეკონომიკური ზრდის ტემპი...

საქართველოში სასტუმროების ფასი 10%-ით დაეცა

საქართველოში სასტუმროების ფასი 10%-ით დაეცა
access_time2019-08-17 12:00:09
მიუხედავად მოლოდინებისა, რომ წელს, ზაფხულის სეზონზე ტურისტების შემოდინება შემცირდებოდა, რაც საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახებოდა, ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის მე-2 კვარტალში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.2 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან...


მსგავსი სიახლეები

up