უკრაინის ეკონომიკურმა განვითარებამ პოლონეთს შესაძლოა პრობლემები შეუქმნას

უკრაინის ეკონომიკურმა განვითარებამ პოლონეთს შესაძლოა პრობლემები შეუქმნას

access_time2020-03-08 20:00:18

ბოლო წლებში პოლონეთში ყოველწიურად იზრდება შრომითი მიგრაცია - 2018 წელს ქვეყანამ მიიღო მეტი შრომითი მიგრანტი არაევროკავშიდან, ვიდრე ნებისმიერმა სხვა სახელმწიფომ.პოლონეთში ძირითადად მიდიან უკრაინელები, თუმცა, შესაძლოა ეს სიტუაცია მალე შეიცვალოს - არაა გამორიცხული, რომ მათი დიდი ნაწილი ან დაბრუნდეს უკან, ან გაემგზავროს გერმანიაში,

 

2014 წლიდან  პოლონეთში ჩამოვიდა თითქმის 2 მლნ. უკრაინელი, და მათ ანგარიშზეა ქვეყნის მშპ-ს ზრდის 11%. უკრაინელებს აქვთ დიდი მნიშვნელობა პოლონეთისთვიც კადრების დეფიციტის დაძლევის თვალსაზრისით.

 

თუმცა, არაა გამორიცხული, რომ ეს რეალობა ჩაბარდეს წარსულს.

 

1 მარტიდან გერმანიამ შეარბილა საიმიგრაციო პროცედურები ევროკავშირის არაწევრი-ქვეყნებიდან კვალიფიცირებული კადრების მოსაზიდად. კიდევ უფრო დიდ შეშფოთებას იწვევს პოლონეთში უკრაინის ეკონომიკის ზრდა, რომელმაც 2019 წელს შეადგინა 3%, და უმუშევრობის შემცირება 9,3%-მდე - ამის შედეგად უკრაინაში იზრდება მოთხოვნა კადრებზე.

 

ხელფასების ზრდამ შეადგინა 16%, ინფლაცია შემცირდა 4,1%-მდე, გრივნა მყარდება, და პოლონურ ზლოტებში დარიცხული ხელფასები ღირს ნაკლები, ვიდრე 1-2 წლის წინ.თუმცა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს ეკონომიკური ზრდა არ იქნება იმდენად ძლიერი, რომ გამოიწვიოს უკრაინიდან შრომითი მიგრაციის საგრძნობი შემცირება.მაგრამ თუ უკრაინული ეკონომიკის ზრდა არ უქმნის საფრთხეს პოლონეთში მუშახელის მოზიდვას, ამას ვერ ვიტყვით გერმანიაზე.

 

ქვეყნის მოსახლეობა ბერდება, სამუშაო ძალა მცირდება, ქვეყანას აკლია მილიონზე მეტი კვალიფიცირებული სპეციალისტი. სიტუაციის გამოსასწორებლად, მთავრობამ შემოიღო ახალი წესები შრომით მიგრანტების მოსაზიდად,

 

პოლონეთში მომუშავე უკრაინელ მიგრანტებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, 70% მიიჩნევს, რომ მათთვის მთავარი პრიორიტეტი არის ხელფასი, ხოლო გერმანიაში ხელფასი ნამდვილად უფრო მაღალია,  ვიდრე პოლონეთში.

 

ასევე აღმოჩნდა, რომ პოლონეთში მცხოვრები უკრაინელების მესამედი ფიქრობს გერმანიაში გადასვლაზე, ხოლო პოლონეთის ცენტრალური ბანკის პროგნოზის მიხედვით, 2024 წლისთვის გერმანიაში გაემგზავრება უკრაინელ მიგრანტთა 25%.

 

თუმცა, სავარაუდოდ, ეს შიშები გადაჭარბებულია - გერმანიის მთავრობის მიერ შემოღებული შეღავათები პირველ რიგში გათვლილია პროფესიული კვალიფიკაციის მქონე და გერმანული ენის მცოდნე სპეციალისტებზე - ამ კრიტერიუმებს კი აკმაყოფილებს პოლონეთში მომუშავე უკრაინელი მიგრანტების მხოლოდ 2,6%.

 

პოლონელი ანალიტიკოსის ქშიშტოფ იგლოტის თქმით, გერმანიაში გახსნილი ახალი შესაძლებლოებები იქნება მიმზიდველი უკრაინელებისთვის მხოლოდ არაკვალიფიცირებული მუშახელისთვის.


 

„ამ შემთხვევაში გერმანია მიიღებს 200 000 შრომით მიგრანტს არაევროკავშირის ქვეყნებიდან, და ეს იქნებიან არა მხოლოდ უკრაინელები“ - განაცხადა მან.

 

დაბრუნდებიან თუ არა უკრაინელები სამშობლოში?

 

ვარშავაში მდებარე ქარხანა Delphi Technologies აწარმოებს სათადარიგო ნაწილებს ევროპის ავტოკონცერნებისთვის. საწარმო გაიხსნა სექტემბერში, და იქ უკვე მუშაობს ბევრი უკრაინელი. მათი დიდი ნაწილი თეორიულად არ გამორიცხავს დაბრუნებას სამშობლოში, თუმცა არა დღეს და ხვალ - ხელფასები უკრაინაში კვლავაც დაბალია, სიტუაცია კი - არასტაბილური.

 

„უკრაინასთან შედარებით აქ ბევრად უკეთესი სიტუაციაა, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური“  -  ამბობენ ისინი.

 

სააგენტო EWL-ის გამოკითხვის თანახმად, უკრაინელ მიგრანტთა 90% საბოლოო ჯამში გეგმავს სამშობლოში დაბრუნებას, მხოლოდ 10% კატეგორიულად გამორიცხავს ასეთ შესაძლებლობას.

 

განწყობები განსხვავებულია ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში -მაგალითად, პროგრამისტები ძირითადად რჩებიან უკრაინაში, რადგანაც ისინი მუშაობენ დისტანციურად, და შემოსავალსაც არ უჩივიან.

 

საკადრო სააგენტოების მონაცემებით, ამ დროისთვის უკრაინელებს იყენებს პოლონური კომპანიებს 20%, ბოლო დროს კი იცვლება მათი დაქირავების მოდელი და პრიორიტეტები. მაგალითად, 2014 წელს უკრაინელთა 40% მუშაობდა პოლონეთის სოფლის მეურნეობაში, 2018-ში კი - ეს მაჩვენებელი შემცირდა 8%-მდე, სამაგიეროდ 12%-დან 39%-მდე გაიზარდა მრეწველობაში დასაქმებული უკრაინელი შრომითი მიგრანტის დასაქმება,  28%-დან  33%-დე  - მომსახურეობის სფეროში, 14%-დან 21%-მდე - მშენებლობაში.

 

შრომითი მიგრანტების გადინებისგან ყველაზე მეტად ზარალდებიან დაბალანაზღაურებადი დარგები.

 

„ადამიანები ჩამოდიან აქ დიდი მოლოდინებით ხელფასების, პირობების, და კორპორატიული შეღავათების კუთხით, და ამიტომაც ხშირად უარს ამბობენ მათთვის შეუფერებელ სამუშაოზე. მაგალითად, ხორცის გადამუშავების დარგში უკრაინელების ნაცვლად დღეს ძირითადად მუშაობენ აზიელი მიგრანტები“ - განაცხადა კშიშტოფ ინგლოტმა.

 

როგორც უკვე ითქვა, ასევე იცვლება შრომით მიგრაციის მოდელი - სულ უფრო მეტი უკრაინელი ჩამოდის პოლონეთში დიდი ხნით, მაშინ, როდესაც ადრე მეტი იყო შედარებით მოკლევადიანი მიგრაცია.

 

„ოფიციალურად ყოფილი საბჭოთა კავშირის მოქალაქეებს შეუძლიათ პოლონეთში ვიზის გარეშე მუშაობა წელიწადში 6 თვე. ეს მარტივი სისტემაა, მაგრამ ამავე დროს წამგებიანი როგორც მიგრანტებისთვის, ასევე დამსაქმებლებისთვის. მათ უწევთ ჩამოსული მიგრანტების ტრენინგებზე ფულის დახარჯვა, ნახევარი წლის შემდეგ კი ისინი ტოვებენ ქვეყანას“  - ამბობს დასაქმების სააგენტოს EWL-ს დირექტორი ანჯეი კორკუსი.

 

ამის გამო, ქვეყანაში გამარტივდა სამუშაო ვიზების გაცემის პროცედურა  - 2019 წელს ნება 3 წლამდე პოლონეთში დარჩენის უფლება მიიღო 330 000 უკრაინელმა, რაც 92 000-ით მეტია, ვიდრე 2018 წელს.

 

ასევე გაიზარდა ეს მაჩვენებელი სხვა ქვეყნების მოქალაქეთა მიმართ - ბელორუსიის (ზრდა 7 900 ადამიანი) და საქართველოს (+4600).

 

ეს აძლევს მიგრანტებს მეტი სტაბილურობის შეგრძნებას და საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლების საშუალებას.

 

მეტიც, 2019 წელს გაიზარდა უკრაინელების და ბელორუსების მიერ გახსნილი კომპანიების რაოდენობა, რაც ადასტურებს იმას, რომ სულ უფრო მეტი შრომითი მიგრანტი უკავშირებს საკუთარ მომავალს პოლონეთს.

 


თეგები:
უკრაინა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up