კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა არ არსებობს. ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა მაქსიმ სტეპანოვმა განაცხადა.
„არაერთხელ ვთქვი, რომ რუსული ვაქცინა არ არსებობს. ისინი ამბობენ, რომ დაარეგისტრირეს ვაქცინა, რომელიც გამოცდის მესამე ეტაპს გადის. აქ უკვე კომენტარიც ზედმეტია, რადგანაც მესამე ეტაპი ყველაზე ხანგრძლივი ეტაპია და ვაქცინის უსაფრთხოების გარანტიის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია“, - აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, უკრაინა Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინების შეძენას აპირებს, რისთვისაც მოლაპარაკებას ამერიკელ დიპლომატებთან აწარმოებს.
imedinews.ge