უკრაინის ახალ პრეზიდენტს  „ტრამპის ეფექტი“ ელის

უკრაინის ახალ პრეზიდენტს „ტრამპის ეფექტი“ ელის

access_time2019-04-22 20:00:50


მაშ ასე, უკრაინას  ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კომიკოსი და მსახიობი ვლადიმერ ზელენსკი.


მისი დამანგრეველი გამარჯვების მიზეზი გახდა ის, რომ უკრაინული საზოგადოება ნათლად დარწმუნდა იმაში, რომ დღეს არსებული პოლიტიკური სისტემის რეფორმა შეუძლებელია და ის უნდა დაინგრეს.


უნდობლობამ მიაღწია ისეთ მაღალ წერტილს, რომ უკვე ძირმომპალი სისტემის დასანგრევად ბულდოზერის როლის შესრულება უკრაინელმა ამომრჩეველმა მიანდო მსახიობს და შოუმენს, რომელიც ჰპირდება, რომ ყველაფერს გაასწორებს მიწასთან, და ააშენებს „ახალ სახლს, სადაც ცხოვრება იქნება თბილი და მყუდრო ყველასთვის“.


პეტრო პოროშენკო, რომელიც საპრეზიდენტო ვადის დასაწყისში  უკრაინელებს „ახლებურად ცხოვრებას“ დაპირდა, თავის უფლებამოსილება ასეთი არქაული ლოზუნგით დაასრულა - „ჯარი, ენა, რწმენა“.


თუმცა, ერთია არჩევნებში მოგება, მეორე კი  - გაცემული დაპირებების შესრულება. კერძოდ, ერთ-ერთი  ეხება მშვიდობის დამყარებას ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში.


ზელენსკის თქმით, ის უარს იტყვის კონფლიქტის დარეგულირების უკვე არსებულ მინსკის ფორმატზე  და  აშშ-ს და ბრიტანეთს მასთან შეერთებას შესთავაზებს. ასევე ახალი პრეზიდენტი  მხარს უჭერს აშშ-ს წარმომადგენლის კურტ უოლკერის გეგმას, რომელიც ითვალისწინებს გამყოფი ხაზის შექმნას და კონფლიქტის ზონაში საერთაშორისო სამშვიდობო ძალების შეყვანას.


მისი თქმით, დონბასში მშვიდობის გასაღები რუსეთში დევს, შესაბამისად, ის მზადაა კრემლთან მოსალაპარაკებლად.


თუმცა, გაურკვეველია, როგორც შეუწყობს ხელს კონფლიქტის დარეგულირებას აშშ-ს და ბრიტანეთის  მოლაპარაკებების ფორმატში ჩართვა, მაშინ, როდესაც მათი ურთიერთობები მოსკოვთან სავსეა დაძაბულობით და უნდობლობით?  შეიძლება პირიქითაც მოხვდეს - ვაშინგტონის და ლონდონის წარმომადგენლების გამოჩენა მოლაპარაკებების მაგიდასთან გაართულებს კომპრომისული გადაწყვეტილებების მიღებას.


რთულად გამოიყურება  დონბასში საერთაშორისო სამშვიდობო ძალების შეყვანის საკითხიც, რადგანაც ამის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციით, რომელშიც, როგორც ცნობილია, რუსეთს აქვს ვეტოს უფლება.


მშვიდობის დამყარება იყო ზელენსკის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება, რადგან  უკრაინელები ძალიან დაიღალნენ ომისგან.  სწორედ „მშვიდობის პარტიის“ წევრად თავის წარმოჩენით მან ხმების დიდი ნაწილის დამატება შეძლო. ეს მაშინ როდესაც, პოროშენკო გამოდიოდა უფრო რადიკალური რიტორიკით, თუმცა, მან ვერ დაერწმუნებინა უკრაინელები იმაში, რომ ცოტა ხანში რუსული ტანკები  კიევის მიმართულებით დაიძვრებოდა.



ზელენსკის კიდევ ერთი თეზისი ეხება ურთიერთობებს ევროკავშირთან და ნატოსთან. ის აცხადებს, რომ ამ ორ ორგანიზაციაში უკრაინის შესვლის მომხრეა, თუმცა, ეს საკითხი ქვეყნის მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს.


„ამ საკითხებზე უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი და უკრაინელმა ხალხმა თავად  გადაწყვიტოს სად შევიდეს და სად არა. ევროკავშირთან დაკავშირებით ყველაფერი ასე თუ ისე გასაგებია, რადგანაც დღეს უკრაინაში ძალიან ძნელია იყო ევროკავშირში შესვლის წინააღმდეგი, მაგრამ ნატოზე ბევრი კითხვა არსებობს. მთელი ეს წლები მოსკოვი ამბობს, რომ არ დაუშვებს უკრაინის შესვლას ალიანსში და  გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ გამორიცხოს ამის შესაძლებლობა,“ - ამბობდა მომავალი პრეზიდენტი.


მისი თქმით,  კრემლს გააჩნია დიდი გავლენა დონბასელ სეპარატისტებზე, ამიტომ ის გააკეთებს ყველაფერს, რომ  კონფლიქტის დარეგულირება ნატოში შესვლაზე უარის თქმას დაუკავშიროს.


ამ სიტუაციაში მთავარი კითხვაა რამდენად მზადაა უკრაინული საზოგადოება და ახალარჩეული პრეზიდენტი  რუსეთთან ამ ტიპის კომპრომისზე წასასვლელად.


თუმცა, მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი თემა დღევანდელ უკრაინაში არის ეკონომიკა. ამ მხრივ ზელენსკის გააჩნია მოქმედებების სტანდარტული ლიბერალური ხერხები.


კერძოდ, მისი ეკონომიკური სტრატეგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თეზისია  „ნულოვანი დეკლარაცია“, რომელიც გულისხმობს კაპიტალების ლეგალიზაციას ბიუჯეტში თანხის მხოლოდ 5%-ის გადახდის გზით.


ასევე ის საუბრობს იაფ დაკრედიტებზე და ინვესტორების მოზიდვაზე - პრობლემა მხოლოდ იმაშია, რომ ის არ ამბობს, რატომ უნდა მოვიდნენ ინვესტორები მაინც და მაინც უკრაინაში.



ზელენსკის დაპირება კორუფციის დამარცხების და ძალოვანი სტრუქტურების ეკონომიკურ პროცესებში ჩაურევლობის თაობაზე არაა საკმარისი არგუმენტი იმისთვის, რომ უცხოელი ინვესტორები დიდი რაოდენობით შემოვიდნენ საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში.


კიდევ ერთი პრობლემა იქნება ურთიერთობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან  - ზელენსკი ვერ შეძლებს სსფ-ს რეკომენდაციების იგნორირებას, თუმცა, მას გაუჭირდება ფონდის მიერ წამოყენებული მტკივნეული ინიციატივების რეალიზება და მათი აუცილებლობის ახსნა მოსახლეობისთვის.


თუმცა, ყველაზე დიდი გამოწვევა ახალი პრეზიდენტისთვის იქნება ის, რასაც ვერ მოერია ვერც ერთი უკრაინელი პოლიტიკოსი - ქვეყნის „დეოლიგარქიზაცია“.  როგორ უნდა გამოიყვანოს მან ქვეყანა ოლიგარქების გავლენისგან, რომელიც სპობს უკრაინის ნორმალური განვითარების მცირე შანსსაც კი?


პრობლემა იმაშიცაა, რომ ამ საკითხზე ზელენსკი საუბრობს მეტის მეტად ზოგადად, კონკრეტიკის გარეშე. მისი თეზისები ამ თემაზე უფრო წააგავს პუბლიცისტურ სტატიას, რომლის ავტორის ნაკლებად ერკვევა ეკონომიკაში.



ფაქტობრივად, ზელენსკის ეკონომიკური სტრატეგია არის მხოლოდ კეთილი სურვილების კრებული, მეტი არაფერი.


თუ გავითვალისწინებთ, რომ მომავალ პრეზიდენტს მხარს უჭერს უკრაინის ერთ-ერთი უძლიერესი ოლიგარქი იგორ კოლომოისკი, ძნელი სათქმელია, რამდენად შეძლებს ის უკრაინის ამ 30-წლიანი თავის ტკივილის მორჩენას.


ზელენსკი, როგორც პრეზიდენტი არის საკმაოდ სერიოზული პრობლემა კრემლისთვის - პირველ რიგში იმიტომ, რომ მას  მხარს უჭერს აღმოსავლეთ უკრაინა და ქვეყნის რუსულენოვანი მოსახლეობა, შესაბამისად მასზე ნაციონალისტის იარლიყის მიწებება საკმაოდ რთულია.


ამიტომაც, კრემლს მოუწევს ახალი მიმართულებების მოძიება კიევთან საინფორმაციო ომისთვის.


რა თქმა უნდა, არაა გამორიცხული მოსკოვს და კიევს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა - თუმცა ამისთვის არც პუტინია მზად  და არ ზელენსკის. უკრაინის პრეზიდენტისთვის ეს უფრო რთულია ამოცანაა, რადგანაც ნებისმიერი საეჭვო დათმობა გახდება მისი სახელმწიფო ღალატში დადანაშაულების საბაბი.


მეტიც, შესაძლებელია  ჩვენ დავინახოთ „ტრამპის ეფექტის“ უკრაინული ვერსია - იმის დასამტკიცებლად, რომ ის არ არის პრორუსი პრეზიდენტი, ზელენსკი მაქსიმალურად გაამკაცრებს რიტორიკას კრემლის მიმართ.


eadaily.com






რადიო თავისუფლება: სოხუმში ვითარება იძაბება

რადიო თავისუფლება: სოხუმში ვითარება იძაბება
access_time2019-05-22 17:30:37
სოხუმში საპროტესტო მიტინგებს მართვას ადგილობრივი ოპოზიცია; გრძელდება სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციაც. ოპოზიცია 21 ივლისს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების ნოემბერში გადატანას მოითხოვს, რასაც პარლამენტი მხარს არ უჭერს. ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად გადაკეტილი ორიდან ერთი ავტომაგისტრალი გახსნეს . სახელმწიფოებრიობის დაცვის საერთო ეროვნული მოძრაობის შტაბის ხელმძღვანელმა, თეიმურაზ ხიშბამ ჟურნალისტებს აცნობა,...

პრემიერმა ივანიშვილის კომპანიას წითელ ნუსხაში დაცული 109 ხის მოჭრის უფლება მისცა - “სახელმწიფო ვალდებულია ბოლომდე იზრუნოს “წითელ ნუსხაში” შეტანილი ხეების გადასარჩენად“

 პრემიერმა ივანიშვილის კომპანიას წითელ ნუსხაში დაცული 109 ხის მოჭრის უფლება მისცა - “სახელმწიფო ვალდებულია ბოლომდე იზრუნოს “წითელ ნუსხაში” შეტანილი ხეების გადასარჩენად“
access_time2019-05-22 16:30:15
“სახელმწიფო ვალდებულია ბოლომდე იზრუნოს “წითელ ნუსხაში” შეტანილი ხეების გადასარჩენად. ამისათვის საქართველოში შესაბამისი ტექნიკაც არსებობს და ისეთი ადგილებიც, სადაც თავისუფლად შეიძლება მათი გადარგვა. დაცული ხეების მოჭრა უკიდურესი მდგომარეობაა. ამისთვის უნდა იყოს გათვალისწინებული ბევრი ფაქტორი, მათ შორის რა მდგომარეობაშია ხე. ვერ ვხვდები ამ საქმესთან რა შუაშია პრემიერი. ჯერ სპეციალისტებს დასკვნა უნდა დაეწერათ, რომ ამ ხეების გადარგვა არ შეიძლება და იგი უნდა...

თბილისის ისტორიულ ნაწილში სამშენებლო მიმართულებით რეგულაციები შემოდის

თბილისის ისტორიულ ნაწილში სამშენებლო მიმართულებით რეგულაციები შემოდის
access_time2019-05-22 11:48:30
თბილისის ისტორიულ ნაწილში სამშენებლო მიმართულებით რეგულაციები შემოდის. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, მერიის ხედვას დეველოპერები და სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები უკვე იცნობენ და ეთანხმებიან კიდეც. რამდენიმე დღეში გვექნება დეტალური პრეზენტაცია. ძველი თბილისის ისტორიულ ნაწილში  სამშენებლო მიმართულებით გარკვეული რეგულაციები შემოდის. ძველი თბილისის არეალი,...

„ანაკლიის კონსორციუმის“ გენდირექტორი - ინვესტორი ბანკების 8 მოთხოვნიდან 7-ზე პრინციპული შეთანხმება მიღწეულია

„ანაკლიის კონსორციუმის“ გენდირექტორი - ინვესტორი ბანკების 8 მოთხოვნიდან 7-ზე პრინციპული შეთანხმება მიღწეულია
access_time2019-05-21 18:00:27
ინვესტორი ბანკების 8 მოთხოვნიდან 7-ზე პრინციპული შეთანხმება მიღწეულია ,-ამის შესახებ ჟურნალისტებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა სასტუმრო „რედისონში“ ანაკლიის პორტის საინვესტიციო ხელშეკრულების თაობაზე გამართული სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. ლევან ახვლედიანი შეხვედრას პოზიტიურად აფასებს დაა აცხადებს, რომ ინვესტორების 8 მოთხოვნიდან 7-ზე შეთანხმება შედგა, ტვირთბრუნვის რისკის სახელმწიფოს მიერ...

კომპანია „სისტრა“- დედაქალაქის 30 პროცენტს საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ემსახურება

კომპანია „სისტრა“- დედაქალაქის 30 პროცენტს საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ემსახურება
access_time2019-05-22 11:00:18
ფრანგული კომპანია „სისტრა“ რამდენიმე კვირაში დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის კვლევას დაასრულებს. ამის შესახებ კომერსანტს მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განუცხადა. მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მხრივ,  დედაქალაქის 30 პროცენტი დაფარვის ზონის გარეშეა, რაც რეალურად დიდ პრობლემას ქმნის.   „კომპანია „სისტრას“ კვლევამ აჩვენა, რომ დედაქალაქში უნდა გაიზარდოს საზოგადოებრივი დაფარვის ზონები....


მსგავსი სიახლეები

up