უკრაინის ავიაბაზარს ახალი მოთამაშე ემატება, Bees Airlines-ი კიევიდან ბათუმის მიმართულებით გეგმავს რეისებს

უკრაინის ავიაბაზარს ახალი მოთამაშე ემატება, Bees Airlines-ი კიევიდან ბათუმის მიმართულებით გეგმავს რეისებს

access_time2020-11-24 15:30:30

რამდენიმე კვირაში უკრაინის ავიაბაზარს ახალი მოთამაშე შეემატება. ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Bees Airlines-ი ოპერირებას იანვრის დასაწყისიდან შეუდგება.


Bees Airlines ორ საჰაერო ხომალდს ლიზინგით მიიღებს და ჩარტერული რეისების შესრულებასაც მალე შეუდგება.


საწყის ეტაპზე გეგმაშია ჩარტერული რეისების შესრულება ეგვიპტის მიმართულებით, ხოლო 2021 წლის გაზაფხულიდან კი ავიაკომპანია სხვადასხვა მიმართულებებზე რეგულარულ რეისებსაც განახორციელებს. გამოცემა Mintrans-ი წერს, რომ Bees Airlines 2 ერთეული Boeing 737-800-ს მიიღებს. ავიაკომპანიის მენეჯმენტმა ექსპლუატანტის სერტიფიკატის მისაღებად შესაბამისი დოკუმენტები მარეგულირებელ ორგანოში უკვე წარადგინა.


ავიაკომპანიის გენერალური დირექტორის ევგენი ხაინადსკის განმარტებით, 2021 წელს კი Bees Airlines-ი კიდევ 2 საჰაერო ხომალდით შეავსებს. 2022 წლისთვის კი Bees Airlines-ის გეგმაშია, რომ 6 საჰაერო ხომალდით მოახდინოს ოპერირება. აღსანიშნავია, რომ ევგენი ხაინადსკი 2020 წლის ივლისამდე უკრაინულ ავიაკომპანია SkyUp Airlines-ს ხელმძღვანელობდა.


უკვე ცნობილია, რომ Bees Airlines-ი ბაზირებული იქნება კიევის საერთაშორისო აეროპორტში (კიევი-ჟულიანის საერთაშორისო აეროპორტი) (კოდი: IEV).



Bees Airlines-ს ხომალდები ამ დროისათვის ვარშავას აეროპორტში დგანან. აქამდე აღნიშნული ხომალდების ექსპლუატირებას ასევე უკრაინული ავიაკომპანია FlyUIA ახდენდა.


Bees Airlines-ს უკვე ხელშეკრულება აქვს გაფორმებული 2 ტურისტულ კომპანიასთან და ერთობლივად ეგვიპტის მიმართულებით ჩარტერული ფრენების განხორციელება დაგეგმვის სტადიაშია.


“ფრენების დაწყება დამოკიდებულია იმაზე, რაც უფრო სწრაფად მივიღებთ ექსპლუატაციისთვის საჭირო სერტიფიკატს. თუ კი მისი მიღება 22 დეკემბრამდე მოხდება, მაშინ საახალწლო დღეებში ჩვენ რეისებსაც განვახორციელებთ. თუ კი სერტიფიკატს ამ დროში ვერ მივიღებთ მაშინ ფრენების დაწყებას 15 იანვრიდან ვგეგმავთ”, – განაცხადა ევგენი ხაინადსკიმ.


რაც შეეხება ზაფხულში რეგულარული ფრენების დაწყებას Bees Airlines-ს მენეჯერი ამბობს, რომ “ჯერჯერობით კონკრეტული მიმართულების დასახელება არ შემიძლია. მაგრამ მაგალითისთვის გეტყვით, რომ ბათუმის მიმართულებას განვიხილავთ – სადაც არამხოლოდ    ტურისტები იფრენენ, არამედ ის უკრაინელები, რომლებიც საქართველოში უძრავ ქონებას ფლობენ”.


​”ჯერ კონკრეტულ მითითებებს ვერ დავასახელებ. მაგალითად, მე ვიტყვი, რომ ბათუმს განვიხილავთ – არა მხოლოდ ტურისტებს შეუძლიათ იქ ფრენა, არამედ უკრაინელებიც, რომლებსაც უძრავი ქონება აქვთ საქართველოში ”, – აღნიშნავს მენეჯერი.


Bees Airlines-ი ოპერირებას მოახდენს, როგორ ჩარტერულ, ასევე დაბალბიუჯეტიანი ფრენების სეგმენტში. ავიაკომპანიის ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ ზოგიერთ მიმართულებაზე ბილეთის ფასი 5 ევროდან იყოს.


გავრცელებული ინფორმაციით, Bees Airlines-ს მფლობელი ცნობილი უკრაინელი ბიზნესმენი სერგეი სმირნია.


avianews.ge

თეგები:
Bees Airlines



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up