უკრაინის აღმშენებლობის დაწყებასთან ერთად საქართველოდან კადრების მნიშვნელოვანი გადინება მოხდება - სამშენებლო სექტორის მოლოდინი

უკრაინის აღმშენებლობის დაწყებასთან ერთად საქართველოდან კადრების მნიშვნელოვანი გადინება მოხდება - სამშენებლო სექტორის მოლოდინი

access_time2022-08-09 16:00:26

ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნიდან კვალიფიციური კადრების გადინების პრობლემაზე ბიზნეს სექტორი აქტიურად საუბრობს. ეს პროცესი კი განსაკუთრებით პოსტ-პანდემიურ პერიოდში შეიმჩნევა, როცა კომპანიებს გარკვეული პერიოდი გაჩერება მოუწიათ, შემდეგ კი ბიზნესის გამოცოცხლების პარალელურად ბაზარზე ახალ კადრებზე დიდი მოთხოვნა გაჩნდა. რითეილი, ტურიზმი და ახლა უკვე სამშენებლო სექტორი კვალიფიციური კადრების დეფიციტზე უკვე ღიად აცხადებს.

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის გამგეობის წევრი, კომპანია „ინ-სი“-ს გენერალური დირექტორი ზვიად თოიძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ სექტორიდან კადრების გადინების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და ეს პრობლემა მომავალში უფრო გამძაფრდება.


„კადრების გადინება სამშენებლო სექტორში ბოლო წლებია ძალიან იგრძნობა, ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და პოლონეთში მიდიან. განსაკუთრებით სამწუხაროა კვალიფიციური კადრების გადინება და ეს მომავალში პრობლემა უფრო მეტად გამწვავდება, მას შემდეგ რაც უკრაინაში ომი დასრულდება და აღმშენებლობა დაიწყება, საქართველოდან კადრების მნიშვნელოვანი გადინება სწორედ იქეთ დაიწყება, ამიტომ ამაზე წინასწარ უნდა ვიფიქროთ. რეალურად ძალიან რთულადაა საქმე და წინ უფრო ცუდი პერსპექტივაა. ცოტა ხნის წინ გვქონდა ჩართვები უკრაინულ მხარესთან და ამბობენ, რომ მთელი ევროპის და კავკასიის სამშენებლო კომპანიებიც რომ ჩავიდნენ, საკმარისი მაინც არ იქნება. ქვეყანაში ინფლაციის ზრდის შესაბამისად ხელფასის მატება ვერ ხდება. როცა დასაქმებულები აქაური ხელფასით ვერ ახერხებენ ცხოვრების უზრუნველყოფას, აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მიდიან“,  ამბობს ზვიად თოიძე.



ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი კადრების გადინების შეჩერების საშუალებებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ზოგადად სამშენებლო სექტორი საჭიროებს რეფორმას, რომელმაც საბოლოო ჯამში აღნიშნული პრობლემაც უნდა გადაჭრას.


„გამოსავალს კი იმაში ვხედავ, რომ სამშენებლო მომსახურების ფასები გახდეს ადექვატური. თუ მაგალითად ხელოსანს ან მუშას ექნება ის ანაზღაურება რაც მიახლოებული იქნება ევროპულ ანაზღაურებასთან, მართალია ჩვენ მათ სრულად ვერ გავუთანაბრდებით, მაშინ თუნდაც ცოტა ნაკლებ ხელფასს და თავის სახლში ყოფნას არჩევენ. ზოგადად კი სამშენებლო სექტორს სჭირდება რეფორმა, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას საჭიროებს და თუ მას კომპლექსურად მივუდგებით, შესაძლოა ბევრ პრობლემას უშველოს, მათ შორის კადრების გადინებასაც. ასე ცალკე აღებული კი ამ პრობლემის მოგვარება წარმოუდგენელია“,  განმარტავს თოიძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up