უკრაინიდან ლტოლვილებმა აჭარის მთავრობისგან პასუხი ვერ მიიღეს

უკრაინიდან ლტოლვილებმა აჭარის მთავრობისგან პასუხი ვერ მიიღეს

access_time2022-07-29 18:30:37

დღეს, 29 ივლისს აჭარის მთავრობის სახლთან უკრაინიდან ლტოლვილი რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრის და მისთვის დახმარების თხოვნის სურვილით.


მათი განცხადებით, გაზაფხულზე აჭარაში ჩამოსული 150- მდე უკრაინელი ლტოლვილი გონიოსა და ქობულეთის სასტუმროებში ცხოვრობს, აჭარის ტურიმზის დეპარტამენტის დაფინანსებით. სამ დღეში კი სასტუმროს დატოვება მოუწევთ, რადგან მათი ცხოვრებისა და კვების ხარჯის დაფინანსებას ადგილობრივი ხელისუფლება წყვეტს. ლტოლვილებზე ზრუნვას 1 აგვისტოდან გადაიბარებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო.


აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ წასასვლელი არსად აქვთ, სამინისტროს მიერ გათვალისწინებული შემწობა კი არასაკმარისია და ქუჩაში დარჩებიან. "ერთი თვე მაინც დაგვტოვონ სასტუმროებში. სამ დღეში ქუჩაში ვრჩები სამი მცირეწლოვან შვილთან ერთად. აგვისტოში წასასვლელს ვერსად ვნახავთ“,- თქვა აჭარის მთავორბის სახლთან მყოფმა ოქსანა ჟემიაკინამ.



"საქართველოს დევნილთა სამინისტროს პროგრამაში ახლა დავრეგისტრირდით, დახმარების დარიცხვა კი დღეს ხვალ არ მოხდება, დრო სჭირდება, მოგვცენ დრო, რომ საცხოვრებელი მოვიძიოთ ბათუმის შემოგარენში. ახლა ტურისტულად აქტიური სეზონია და ვერაფერი ვნახეთ“,- უთხრა რადიო თავისუფლებას ტატიანა პოდვენცოვამ.


აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრა ითხოვეს, თუმცა ისე დაიშალნენ, რომ უწტებიდან არავინ გამოხმაურებიათ.


31 ივლისს სრულდება, უკრაინელი ლტოლვილების საქართველოს სასტუმროში განთავსების პროგრამა. ამის შემდეგ სახელმწიფო პროგრამით გათვალისიწნებულია მომდევნო სამი თვის განმავლობაში თითუეულ ლტოლვილ ოჯახზე 300-ლარიანი და ერთ სულზე 45-ლარიანი დახმარება. საქართველოს მთავრობის თხოვნით, გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) უკრაინიდან ლტოლვილებს, სამთავრობო პროგრამასთან ერთად, ასევე სულზე 235 ლარით, ორი თვის განმავლობაში დაეხმარება.

Radiotavisupleba.ge

თეგები:
უკრაინა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up