უკრაინელმა მაკსიმ პოლიაკოვმა აეროკოსმოსური კომპანიის Firefly Aerospace აქციების საკონტროლო პაკეტი $1–ად გაყიდა

უკრაინელმა მაკსიმ პოლიაკოვმა აეროკოსმოსური კომპანიის Firefly Aerospace აქციების საკონტროლო პაკეტი $1–ად გაყიდა

access_time2022-02-17 19:00:53

უკრაინელმა მაკსიმ პოლიაკოვმა, აშშ–ის მთავრობის მოთხოვნით, აეროკოსმოსური კომპანიის Firefly Aerospace წილი 58% $1–ად გადასცა მის თანადამფუძნებელს თომას მარკუსიკს. ამის შესახებ პოლიაკოვი სოციალურ ქსელში წერს.


„მე $1–ად გადავცემ Firefly–ს წიოის 50%–ს ჩემ თანადამფუძნებელს და პარტნიორს ბატონ თომასს“, – წერს ბიზნესმენი ფეისბუქზე.


Firefly – კერძო სარაკეტო კომპანიაა, რომელიც აშშ–ში, ტექსასის შტატში, ოსტინში მდებარეობს. მას რამდენიმე წელი აფინანსებდა პოლიაკოვი, რომელმაც მანამდე უკრაინაში IT–იმპერია ააშენა.


ბიზნესმენი Firefly–ს მსხვილ აეროკოსმოსურ კომპანიად გადაქცევაზე ოცნებობდა, რომელიც აშშ–დან და უკრაინიდან საუკეთესო ინჟინრებს გააერთიანებდა. კომპანიის პერსპექტივა იყო დიდი რაკეტების ფლოტის შექმნა, რომლებსაც ორბიტაზე ბევრი თანამგზავრის გაყვანის შესაძლებლობა ექნებოდათ, ხოლო შემდეგ მთვარეზე გაფრენაც იგეგმებოდა.



კომპანიამ NASA–ს, DARPA–სა და აშშ–ის სამხედრო საჰაერო ძალების რამდენიმე კონტრაქტი მოიგო, რომლებიც სხვადასხვა მისიების შესრულებას ითვალისწინებდნენ. მანვე მიიღო ნებართვა, უკრაინა–აშშ–ს შორის ტექნოლოგიების გაცვლის შესახებ. Firefly Aerospace უკრაინის ქალაქ დნეპრში შვილობილ კომპანიასაც მართავს.


პრობლემა მას შემდეგ წამოიჭრა, რაც ამერიკის მთავრობისა და აეროკოსმოსური მრეწველობის წარმომადგენლებმა გამოთქვეს შიში, რომ ფასეული კოსმოსური ტექნოლოგიები შესაძლოა უკრაინის, რუსეთის ან სხვა ქვეყნის ხელში აღმოჩნდეს, რომლებიც სარაკეტო პროგრამებზე მუშაობენ.


Delo.ua




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up