ოლიგარქმა იგორ კოლომოისკიმ საქართველოში 3 533 ბიტკოინი გამოიმუშავა

ოლიგარქმა იგორ კოლომოისკიმ საქართველოში 3 533 ბიტკოინი გამოიმუშავა

access_time2021-03-04 14:00:32

უკრაინელი ოლიგარქი იგორ კოლომოისკი საქართველოში კრიპტოვალუტების მომპოვებელ კომპანიას ფლობდა. ამის შესახებ მისმა წარმომადგენელმა ლონდონში მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც ბიზნესმენის წინააღმდეგ „პრივატბანკის“ მიერ შეტანილი საჩივარი განიხილება. სადავო საკითხებს შორის საქართველოში ბიტკოინების მოპოვების ფერმაც იყო - კოლომოისკის ყოფილი პარტნიორები მიიჩნევენ, რომ მან ქართული აქტივის რეალური ღირებულება დამალა. შესაბამისად, „პრივატბანკი“ ბიზნესმენის დაკითხვას მოითხოვდა.


მინდოდა 1 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინის მოპოვება,  ამცნო მან სასამართლოს. გამოძიების ფარგლებში გაირკვა, რომ მან 2017 წლის ზაფხულში 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.  


2017 წლიდან ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილებით ბანკის ყოფილი მფლობელების აქტივები დაყადაღებულია, ხოლო ორივე მხარემ 2018 წელს სასამართლოს ყველა თავისი ბიზნეს-ობიექტის სია წარუდგინა. კოლომოისკის იურისტების მონაცემებით, 2017 წელს უკრაინელმა ოლიგარქმა საქართველოში ბიტკოინების მომპოვებელ ფერმაში 50 მლნ. დოლარი ჩადო. მისი პარტნიორები იყვნენ ადგილობრივი ბიზნესმენები ალექსი კუჭუხიძე და გიორგი კაპანაძე. კრიპტოვალუტის მაინინგის ფერმას მათი კუთვნილი Georgian Manganese LLC და Vartsikhe 2005 LLC.




მფლობელების გეგმის მიხედვით, 2021 წლისთვის ფერმას 50 000 ბიტკოინი უნდა მოეპოვებინა. გათვლები ბიტკოინის კურსის 2500-დან 20 000-მდე ზრდის პერსპექტივას ეყრდნობოდა. თუმცა, ფერმა მხოლოდ 2017-2018 წლებში მუშაობდა. ამ დროის მანძილზე მოპოვებულ იქნა 3 533 ბიტკოინი. კოლომოისკის ადვოკატების ინფორმაციით, ამ დროისთვის მათი კლიენტი მხოლოდ 1000 ბიტკოინს ფლობს.



„პრივატბანკის“ იურისტებმა ამ საკითხთან დაკავშირებით კოლომოისკის დაკითხვა მოითხოვეს, თუმცა სასამართლომ მათ მოთხონა არ დააკმაყოფილა.


წყარო: liga.net


თეგები:
ბიტკოინი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up