უკრაინელი მილიარდერების სია და ქონება შემცირდა

უკრაინელი მილიარდერების სია და ქონება შემცირდა

access_time2022-08-25 18:30:00

უკრაინას, რომლის მოსახლეობაც 42.5 მლნ ადამიანს სცდება, Forbes-ის რეიტინგის მიხედვით, სულ 7 მილიარდერი ჰყავს, მაშინ როცა ომის დაწყებისთვის მათი რაოდენობა 8 იყო.


შეცვლილია ყველაზე მდიდრების ქონებრივი მდგომარეობაც.


 გთავაზობთ Forbes-ის რეიტინგში მყოფ ყველაზე მდიდარ უკრაინელებს:


რინატ ახმეტოვი - Forbes-ის მილიარდერთა სიაში პირველია. ფოლადისა და ქვანახშირის ბიზნესში მყოფი ახმატოვი დღევანდელი მდგომარეობით 4.2 მლრდ დოლარს ფლობს. ომის დაწყებისას მას 7 მლრდ ჰქონდა. უკრაინის დაცვის მთავარ ბასტიონად ქცეული აზოვის ფოლადის ქარხნის მფლობელი აპი­რებს, უჩივ­ლოს რუ­სეთს 17-დან 20 მი­ლი­არდ დო­ლა­რამ­დე ზა­რა­ლის გამო, რო­მე­ლიც მას „აზოვსტა­ლის“ ფო­ლა­დის ქარ­ხნის გა­ნად­გუ­რე­ბის შე­დე­გად მი­ად­გა.


ვიქტორ პინჩუკი - დრეს მისი ქონება 1.9 მლრდ დოლარია, თებერვალში კი 500 მლნ-ით მეტს ფლობდა. ის არის უკრაინის მილების, ბორბლების და ფოლადის მწარმოებელი ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის მფლობელი. პინჩუკი ასევე არის EastOne Group LLC-ის დამფუძნებელი, რომელიც ლონდონში მდებარეობს და ფინანსური საკონსულტაციო კომპანიაა. ის უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ლეონიდ კუჩმას სიძეა.


ვადიმ ნოვინსკი - ის, იშვიათ გამონაკლისებს შორისაა, რომლის ქონებაც არ შეცვლილა, თუმცა შეიცვალა პოზიცია ჩამონათვალში. იგივე ქონებით ნოვინსკი თებერვალში მე-შვიდე ადგილზე იყო. დღევანდელი მდგომარეობით კი, მესამეა 1.3 მლნ დოლარის ქონებით.



კოსტანტინ ჟევაგო - თებერვალში ის 2 მლრდ-ს ფლობდა, ახლა კი მისი ქონება 1.3 მლრდ დოლარია. დანაკარგმა 700 მლნ-ი შეადგინა. ის იყო პირველი აღმოსავლეთ ევროპელი, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარადგინა თავისი კომპანია - Ferrexpo. ჟევაგო აკონტროლებს „ფინანსები და კრედიტი“ ჯგუფს - უკრაინის ერთ-ერთ უმსხვილეს კონგლომერატს. ბიზნესმენი 1998 წლიდან 2019 წლამდე უკრაინის რადას წევრიც იყო.


ვლად იეტსენკო - უცვლელად ფლობს 1.1. მლრდ-ს. იაცენკოს, რომელსაც აქვს ორმაგი მოქალაქეობა - უკრაინა-გაერთიანებული სამეფო, არის Revolut-ის CTO თანადამფუძნებელი. აღნიშნულმა კომპანიამ შექმნა პროგრამული უზრუნველყოფა UBS-ში, Deutsche Bank-სა და Credit Suisse-ში. კომპანია ბრიტანეთში ოპერირებს და აშშ-ს ბაზრის ლიცენზიის მოლოდინშია.


გენადი ბოგოლიუბოვი - არაერთ სკანდალში გახვეულმა მილიარდერმა ომის 6 თვეში 600 მლნ დაკაგა და მისი ქონება 1.7 მლრდ-იდან 1.1. მლრდ დილარამდე შემცირდა. ის იგორ კოლომოისკისთან ერთად ProvatBank-ს და პრივატ ჯგუფს ფლობს და ბანკის სკანდალშიც პარტნიორთან ერთად იყო გახვეული. ასევე, ამ ორმა ბიზნესმენმა 2016 წელს მოაგვარა სარჩელი მილიარდერ ვიქტორ პინჩუკთან, რომელმაც მათ უჩივლა სამთო ინვესტიციებზე შეუსრულებელი დაპირებების გამო და ზიანის ანაზღაურება მოსთხოვა.


იგორ კოლომოისკი - ასევე, ფინანსური სკანდალევით ცნობილ ბიზნესმენს ქონება 6 თვეში 800 მლნ-ით შეუმცირდა. 1.8 მლრდ დოლარიდან 1 მლრდ-მდე. კოლომოისკი ოფიციალურად ბანკირია და PrivatBank-ს დამფუძნებელი. თუმცა, არაერთხელ იყო ბრალდებული სხვადასხვა საქმეებში. ბიზნესმენი, ასევე გახლდათ დნესტრისპირეთის გუბერნატორი, სწორედ ამ დროს უკრაინის მთავრობამ ბანკის ნაციონალიზაცია მოახდინა; გამოძიებამ აჩვენა ფართომასშტაბიანი თაღლითობა ათი წლის განმავლობაში. კოლომოისკის საქმიანობის სხვა სფეროებია: ფეროშენადნობები, ფინანსები, ნავთობპროდუქტები, მასმედია. კოლომოისკის აქვს საამმაგი უკრაინა-ისრაელი-კვიპროსის მოქალაქეობა.


მილარდერთა სიის მიღმაა, უკაინის ყოფილი პრეზიდენტი, ე.წ. შოკოლადის მეფე პეტრო პოროშენკო. რომელიც თებერვალში 1.5 მლრდ-ს ფლობდა.


აღსანიშნავია, რომ როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, უკრაინაშიც მდიდარი ადმიანების უმეტესობა პოლიტიკოსი, ან პოლიტიკასთან აფილირებული ადამიანია.


წყარო: ,,ბიზნესპრესნიუსი“






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up