უკრაინელი ჟურნალისტი, ალექსეი ბობროვნიკოვი, რომელიც ფრონტის ხაზზე სწორედ ქართველ მოხალისეებთან ერთად იყო, ირპენში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებთან, გია ბერიაშვილთან და დათო რატიანთან ერთად, ომში გატარებულ დღეებს იხსენებს და მათ გმირობისთვის მადლობას უხდის.
როგორც ჟურნალისტი ამბობს, ის დავით რატიანმა გადაარჩინა.
ჟურნალისტი ემოციურ პოსტსა და ფოტოებს საკუთარ სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
"ბერო უკვე გარდაცვლილი ნაღმტყორცნების ცეცხლის ქვეშ გამოვიყვანეთ, ის სიცოცხლისთვის ბოლო წუთამდე იბრძოდა. დათო რატიანი ჩემი ახლო მეგობარი გახდა, ზუსტად მან გადაარჩინა ჩემი სიცოცხლე. დათომ სიკვდილისას რამდენიმე ოკუპანტიც გაიყოლა. ის მებრძოლი იყო. დათო ცხოვრობდა როგორც გმირი და დაიღუპა, როგორც გმირი. ფეხში დაჭრილ ფრანგ სამხედროს შეკრების წერტილთან მისვლაში ეხმარებოდა. ნაღმის აფეთქებისას ადგილზე გარდაიცვალა. ჭურვმა, რომელმაც ის მოკლა, იმსხვერპლა მებრძოლიც, რომელიც მას მოჰყავდა და ამაცილა მე. ნაღმების წვიმა, როდესაც ამ საშინელ ღამით დაღუპულების გამოყვანას ვცდილობდით, ჩვენი, ყველას მოკვლას ცდილობდა, თუმცა ბედმა დათო ამ სროლამდე წაიყვანა. დათო რატიანის სათვალის საკიდმა იმ ღამით გადამარჩინა, სქელმა შავმა საკიდმა. ჩვენ ქართველებმა და უკრაინელებმა ისინი ტყიდან გამოვიყვანეთ," - წერს ჟურნალისტი.