უკრაინაში  პირველად სატვირთო თვითმფრინავის წარმოება რუსული სათადარიგო ნაწილების გარეშე მოხდა

უკრაინაში პირველად სატვირთო თვითმფრინავის წარმოება რუსული სათადარიგო ნაწილების გარეშე მოხდა

access_time2020-09-03 20:00:42

უკრაინის სახელმწიფო საწარმო  "Антонов"-მა პირველად თავის ისტორიაში გამოუშვა მძიმე სატვირთო თვითმფრინავი Ан-178, რომელშიც არც ერთი რუსული სათადარიგო ნაწილი არაა - იტყობინება სააგენტო Укринформ-ი კომპანიის დირექტორზე ალექსანდრ ლოსზე დაყრდნობით.


ეს არის პირველი თვითმფრინავი, სადაც არაფერი რუსული არაა. ჩვენ ხშირად გვაბრალებენ, რომ რამდენიმე წელია არ გვიწარმოებია სერიული თვითმფრინავები, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ 2014 წელს რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ, ჩვენ არა მხოლოდ გასაღების, არამედ მნიშვნელოვანი სათადარიგო ნაწილების მიღების ბაზარი დავკარგეთ. რუსეთი ჩვენთვის დაიხურა, და ამან ახალი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა  - განაცხადა მან.


ლოსის თქმით, ნაწილების მიწოდების ალტერნატიული წყაროების და ახალი მიმწოდებლების მოპოვებას  რამდენიმე წელი დასჭირდა.


ამჟამად თვითმფრინავზე კომპონენტების 1/3 უკრაინულია, ხოლო 2/3 - ამერიკული.



საპროექტო სამუშაოები რუსული ნაწილების ჩანაცვლებისთვის ჩვენ თავად ჩავატარეთ. ფართო საერთაშორისო კოოპერაცია ჯერ კიდევ 2010 წელს იგეგმებოდა, პროექტ  Ан-178-ზე მუშაობის პროცესში. 2015-2016 წლებში ჩვენ ეს სამუშაო გავაგრძელეთ, და შედეგიც სახეზეა“ - განაცხადა ალექსანდ ლოსმა.


Ан-178 საბჭოთა პერიოდში გამოშვებული Ан-12-ს ბაზაზე შეიქმნა.  Ан-12 მსოფლიოში  ყველაზე დიდ თვითმფრინავად ითვლებოდა, და გარკვეული პოპულარობით სარგებლობდა დასავლეთში, მათ შორის კინემატოგრაფში - გიგანტური სატვირთო ლაინერი ხშირად ჩანს ჰოლივუდის ფილმებში, მაგალითად,  ფილმ-კატასტროფაში „ The day after”.


ავიაციის დარგში უკრაინელი სპეციალისტების აზრით, «Антонов»-ს უახლოესი 10-12 წლის მანძილზე 800 ლაინერის გამოშვება შეუძლია. 2015 წელს სახელმწიფო კონცერნის გენერალურმა კონსტრუქტორმა დმიტრი კივამ განაცხადა, რომ წინასწარი შეკვეთები უკვე 100 ერთეულს აღწევს, თვითმფრინავის ყიდვით საუდის არაბეთი და სპარსეთის ყურის ქვეყნები დაინტერესდნენ.


 5.ua


მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


თეგები:
უკრაინა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up