რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 227 ბავშვია დაღუპული, 420-ზე მეტი კი დაშავდა, - ამის შესახებ უკრაინის გენეპროკურატურა იუწყება.
ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში - 139, კიევის ოლქში - 116, ხარკოვის ოლქში - 99, ჩერნიგოვის ოლქში - 68, ხერსონის ოლქში - 48, ლუგანსკის ოლქში - 45, მიკოლაევის ოლქში - 44, , ზაპოროჟიეს ოლქში - 28, სუმის ოლქში - 17, დედაქალაქში - 16, ჟიტომირის ოლქში - 15.
რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1 748 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 144 მთლიანად განადგურებულია.