უკრაინაში კორუფციის მაღალი დონე გამოწვევად რჩება

უკრაინაში კორუფციის მაღალი დონე გამოწვევად რჩება

access_time2021-10-03 19:00:59

20 წელზე მეტია ევროკავშირი თავის სტრატეგიულ მოკავშირეს, უკრაინას, მხარს უჭერს, თუმცა, რეალობის თვალის გასწორება უწევს, - ევროპის აუდიტის პალატის დასკვნით, ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პროგრესი არ შეინიშნება. ევროპელებს წლების წინ იმედი ჰქონდათ, რომ უკრაინა კორუფციის საშუალო ევროპულ მაჩვენებლამდე შემცირებას მოახერხებდა, თუმცა დღეს კიევი ამ შედეგისგან ისევე შორსაა, როგორც 20 წლის წინ იყო.

ბრიუსელი უკრაინას ყველანაირად ეხმარება, დოტაციებით, გრანტებით, შეღავათიანი სესხებით, კონსულტაციებით და პოლიტიკური მხარდაჭერით, მაგრამ ოლიგარქები, მაღალჩინოსნები, კორუმპირებული პროკურორები და მოსამართლეები სახელმწიფოს ერთმანეთში კვლავ იყოფენ, მილიარდები კი უცხოურ ბანკებში ქრება.

ევროკავშირი უკრაინის უმსხვილესი დონორია. მხოლოდ ბოლო 5 წლის მანძილზე ევროგაერთიანებამ უკრაინას სხვადასხვა ფორმით 15 მლრდ. ევრო გამოუყო, ხოლო ევროკავშირს და უკრაინას შორის ასოცირების ხელშეკრულებაში პირველი რიგის ვალდებულებად კიევის მხრიდან კორუფციასთან ბრძოლაა მითითებული. თუმცა, რეალობაში ამ მიმართულებით ცოტა რამ ხდება.  უკანონო საგადასახადო შეღავათები, მონოპოლიები, სახელმწიფოს მიტაცების პრაქტიკა, კომპანიებს შორის გაუმჭვირვალე ქონებრივი ურთიერთობები, 3500-ზე მეტი სახელმწიფო საწარმო, რომლებიც არაეფექტურობის მწვერვალზეა და მხოლოდ მაღალჩინოსნების გამდიდრებას ემსახურება. ესაა დღევანდელი უკრაინის ყოველდღიური ცხოვრება, რომლის წინააღმდეგ არანაირი ქმედითი ზომები არ იღება. რა თქმა უნდა, ევროკავშირი ამ ყველაფრის თაობაზე საკმარისად ინფორმირებულია, თუმცა, ამას არავითარი შედეგები არ მოჰყვება.

ევროგაერთიანების კონტროლის პალატის თავმჯდომარის იუხან პარტსის თქმით, უკრაინელმა ოლიგარქებმა და მათთან დაკავშირებულმა მაღალჩინოსნებმა ევროპაში მილიარდობით დოლარი ბანკებში თანხების გადარიცხვით და უძრავი ქონების ყიდვით გაათეთრეს. ამის მიუხედავად მასშტაბურ კორუფციაში ეჭვმიტანილი უკრაინელების წინააღმდეგ არა თუ სანქციები არ იქნა შემოღებული, არამედ მათ ევროკავშირში ჩასვლაც კი არა ეკრძალათ. მათი ანგარიშები არ გაიყინა, ევროპაში აქტივების შეძენი სუფლება შეუნარჩუნდათ, უძრავი ქონება არ დაუყადაღდა.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სასამართლო სისტემაში. 2  წლის წინ დაწყებული რეფორმების მიუხედავად, სისტემა კვლავინდებურად მთლიანად კორუმპირებულია, 3400 მოსამართლიდან თავისი პოსტი კორუფციის გამო არცერთს არ დაუკარგავს. ამას შესაბამისი შედეგიც მოჰყვა. პარლამენტმა პრეზიდენტის წარდგენის საფუძველზე რამდენიმე ანტიკორუფციული კანონი მიიღო, თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლომ ისინი უკანონოდ ცნო. ფაქტობრივად, ამ გზით სასამართლომ ფართომასშტაბიანი რეფორმების შანსი თითქმის მთლიანად მოსპო.


მანამ, სანამ სასამართლო სისტემა კორუმპირებულია, ნამდვილი რეფორმატორების საქმიანობას არავითარი აზრი არა აქვს.

„ეს იგივეა, რაც სახლის მშენებლობა დაიწყო ისე, რომ საძირკველი მზად არ გქონდეს. საძირველის გარეშე, სახლზე ფანჯრების დაყენებას აზრი არ აქვს.  სასამართლო სისტემანების ნორმალური, ცივილიზებული სახელმწიფოს საძირკველია“ - ამბობს იუხან პარტსი.

 

ავტორი: თენგიზ აბლოთია.






ქეთევან დედოფლის გამზირი იკეტება - სრული რეაბილიტაცია დაიწყო

ქეთევან დედოფლის გამზირი იკეტება - სრული რეაბილიტაცია დაიწყო
access_time2022-01-20 14:55:00
ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები რამდენიმე ეტაპად წარიმართება, პირველ ეტაპზე კი ქეთევან დედოფლის გამზირზე მიწისქვეშა კომუნიკაციები განახლდება. „ვიწყებთ ქეთევან დედოფლის გამზირის სრულ რეაბილიტაციას. ინფრასტრუქტურული პროექტი...

მიკროავტობუსების ნომრები შეიცვალა - ნახეთ განახლებული მარშრუტი

 მიკროავტობუსების ნომრები შეიცვალა - ნახეთ განახლებული მარშრუტი
access_time2022-01-20 13:55:00
20 იანვრიდან პირველ თებერვლამდე, მიკროავტობუსის 53 მოქმედი მარშრუტი განახლებული ხაზებით ჩანაცვლდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „კერძოდ: N2-ს ჩაანაცვლებს N472; N5-ს ჩაანაცვლებს N535; N6-ს ჩაანაცვლებს N536; N11-ს ჩაანაცვლებს N431; N16-ს ჩაანაცვლებს N416; N28-ს ჩაანაცვლებს N428; N33-ს ჩაანაცვლებს N533; N34-ს ჩაანაცვლებს N534; N41-ს ჩაანაცვლებს N541; N42-ს ჩაანაცვლებს N442; N43-ს ჩაანაცვლებს N543; N48-ს ჩაანაცვლებს N475; N51-ს ჩაანაცვლებს...

ვითიბი წარმატებით განაგრძობს ქართული ღვინის სექტორის ექსპორტის ფინანსირებას

ვითიბი წარმატებით განაგრძობს ქართული ღვინის სექტორის ექსპორტის ფინანსირებას
access_time2022-01-20 12:55:23
ვითიბი ბანკი, როგორც ქართული ბიზნენის #1 ქომაგი, აქტიურად აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას. ბანკის მთავარი აქციონერის თანადგომით, საერთაშორისო ფაქტორინგულ ბაზარზე, ვითიბი ბანკმა, პირველი ნაბიჯები, ქართული ღვინის სექტორის  ფინანსირებაში გადადგა. 2015 წელს დაწყებულ კურსს, ბანკი, ახლაც წარმატებით აგრძელებს და კლასიკური FCI Edifactoring-ის პლატფორმის საშუალებით ახორციელებს ქართული ღვინის სექტორის ექსპორტის ფინანსირების სტანდარტიზებულ...

საქართველოს ევროპაში 3 000 ტონა ლოკოკინის ექსპორტის პოტენციალი აქვს

საქართველოს ევროპაში 3 000 ტონა ლოკოკინის ექსპორტის პოტენციალი აქვს
access_time2022-01-20 15:00:05
ევროპის ბაზარზე ქართული ლოკოკინების პირველი პარტია აგვისტო-სექტემბერში გავა. საქართველოში ლოკოკინების პირველი ფერმის - ,,ნადი გრუპის“ დამფუძნებლის მერაბ ნადარაიას ინფორმაციით, ხორცთან ერთად,  ევროპაში დიდი მოთხოვნაა ასევე ევროპული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ლოკოკინების ლორწოზე, რაც მედიკამენტების ასევე კოსმეტიკური საშუალებების დასამზადებლად გამოიყენება. დღეისათვის საქართველოში წლიურად 300 ტონა ლოკოკინა იწარმოება. ,,ლოკოკინა...

ექსპორტმა ჩინეთში $600 მლნ-ს გადააჭარბა

ექსპორტმა ჩინეთში $600 მლნ-ს გადააჭარბა
access_time2022-01-20 12:00:37
2021 წელს ექსპორტი 2020 წელთან შედარებით 26.9%-ით. 2019 წელთან შედარებით კი 11.7%-ით გაიზარდა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს $4.243 მლრდ-ს მიაღწია. ექსპორტის 14.5% - $616 მლნ ჩინეთში განხორციელდა. 2021 წელს ჩინეთში უფრო მეტი პროდუქცია გაიყიდა, ვიდრე 1995-2016 წლებში ერთად, რასაც ხელი 2018 წლის იანვრიდან ამოქმედებულმა თავისუფალმა სავაჭრო ხელშეკრულებამ შეუწყო.   ჩინეთში გატანილ ექსპორტში $497 მლნ-ით სპილენძის მადნების წილი 81%-ს აღწევს, რაც...


მსგავსი სიახლეები

up