უკრაინაში ომს კიდევ 5 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა, - ინფორმაციას „ეხო კავკაზი“ ავრცელებენ.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ქართველი მებრძოლები ბახმუტის მიმართულებაზე დაიღუპნენ.
„არავინ არაფერი არ შემეკითხოთ და არც დამირეკოთ“, - წერს სოციალურ ქსელში უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე.
„ერთდროულად 5 (!!!) ბიჭი მოგვიკლეს... აღარ შემიძლია ხალხო“, - წერს ფეისბუკზე სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, რომელიც ასევე უკრაინაში იმყოფება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მომხდარი ჯერ არ დაუდასტურებია.
რუსულ აგრესიას უკრაინაში, 24 თებერვლის შემდეგ, უკვე 33 ქართველი მებრძოლი შეეწირა.