უკრაინაში აზარტული თამაშების ლეგალიზება იგეგმება

უკრაინაში აზარტული თამაშების ლეგალიზება იგეგმება

access_time2019-08-13 20:00:26


სათამაშო ბიზნესი უკრაინაში ჯერ კიდევ 2009 წლიდან არის აკრძალული, თუმცა, კაზინოების უმრავლესობა არალეგალურად აგრძელებს მუშაობას ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე - ინტერნეტ-კლუბების ნიღბებს ამოფარული სლოტ-კლუბები მოქმედებს თითქის ყველა ქალაქში თუ რაიონში.


უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ თურქეთში ვიზიტის დროს გაახმოვანა სათამაში ბიზნესის ლეგალიზაციის იდეა.


„ჩვენ ვაპირებთ კაზინოების ლეგალიზებას 5-ვარსკლავიან სასტუმროებში, რაც შეუწყობს ხელს შავი ზღვის კურორტების განვითარებას. ჩვენ ვხედავთ თურქულ ბიზნესში არა კონკურენტებს, არამედ პარტნიორებს. მოდით, ერთად ავაღორძინოთ შავი ზღვის ტურისტული ბრენდი მთელს მსოფლიოში,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ანკარაში,


დღეს 45-მილიონიან უკრაინაში მოქმედებს მხოლოდ 9 ხუთვარსკლავიანი სასტუმრო - მათ შორის 2 კიევში და 2 ქვეყნის შავი ზღვის სანაპიროს მთავარ ქალაქ ოდესაში, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.


ექსპერტების შეფასებით, ამ ინიციატივით უკრაინის ბიუჯეტს შეუძლია მიიღოს დამატებით 400 მლნ. დოლარი.


როგორ მუშაობს ეს სხვა ქვეყნებში?


ანალიტიკოსების შეფასებით, გლობალური სათამაშო ინდუსტრიის წლიური მოგება შეადგენს 130 მლრდ, დოლარს.


კაზინოების სიმრავლე იწვევს ასევე ტურისტების სიმრავლეს - მაგალითად, ლას-ვეგასში წლიურად ჩამოდის 42 მლნ. ტურისტი. ისინი საშუალოდ ხარჯავენ კაზინოში 540 დოლარს, ხოლო დანარჩენ მომსახურეობაზე 380-ს. მთლიანობაში ტურისტები ტოვებენ ვეგასის კაზინოებში წელიწადში 22,6 მლრდ. დოლარს, ხოლო ჯამური ხარჯები აღწევს 39 მლრდ.-ს.


ლას-ვეგასის სათამაში ბიზნესში საშუალო ხელფასი შეადგენს წელიწადში 47 000 დოლარს, ასეთი თანამშრომელი კი 160 000-ა.


ყოველწლიურად ვეგასის სასტუმროები და კაზინოები იხდიან 1 მლრდ. დოლარის გადასახადებს. ასევე იბეგრება კაზინოში მოგებული თანხაც.


ჩინეთში არის ერთადერთი ქალაქი, სადაც სათამაშო ბიზნესი ლეგალიზებულია - მაკაოა, რომლიც მშპ-ს 40% მოაქვს ტურიზმს, ხოლო შემოსავალი სათამაშო ინდუსტრიიდან შეადგენს 37,6 მლრდ. დოლარს.


მაკაოს შრომისუნარიანი მოსახლეობის 70% დასაქმებულია სწორედ სათამაშო ინდუსტრიაში, კაზინოებს კი მოაქვს ქალაქის საბიუჯეტო შემოსავლების 80%, ანუ. 12,3 მლრდ. დოლარი.


კაზინოებითაა განთქმული ქალაქი-სახელმწიფო მონაკო - საგულისხმოა, რომ თავად მონაკოს მოქალაქეებისთვის აზარტული თამაშები აკრძალულია, თუმცა ეს არ ეხება უცხოელებს.


მონაკოს 4 კაზინოს წლიური მოგება შეადგენს 210 მლნ. ევროს, მათში დასაქმებულია ქალაქის 1300 მაცხოვრებელი.


თავისთავად სათამაშო ინდუსტრიის წილი ქალაქ-სახელმწიფოს მშპ-ში მცირეა - მხოლოდ 6%, თუმცა, სწორედ კაზინოები იზიდავს მონაკოში მილიონობით ტურისტს, მათ შორის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს, შოუ-ბიზნესის და სპორტის ვარსკლავებს და ა.შ.


უკრაინისთვის უფრო ახლო მაგალითია ლეგალური სათამაშო ბიზნეს საქართველოში. ქვეყანაში კაზინოს გასახსნელად ინვესტორმა უნდა გადაიხადოს პირველადი შენატანი - 1,7 მლნ. დოლარი.


ხელისუფლება ახალისებს ახალი ობიექტების გახსნას ტურისტულ ქალაქებში, მაგალითად, ბათუმში. საქართველოში სათამაშო ბიზნესს მოაქვს წლიურად 2,2 მლრდ. დოლარი - მშპ-ს 14%, ხოლო საბიუჯეტო გადასახადებმა ამ სექტორიდან შეადგინა 2018 წელს 46,6 მლნ. დოლარი.


Correspondent.net





აჭარაში 70-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო

აჭარაში 70-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო
access_time2020-05-31 21:25:00
აჭარაში ახალი, 70-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო. ციხისძირში დეველოპერული კომპანია...

6 779 განაცხადი 4 თვეში - რას ედავება მომხმარებელი კომერციულ ბანკებს

6 779 განაცხადი 4 თვეში - რას ედავება მომხმარებელი კომერციულ ბანკებს
access_time2020-05-31 20:00:50
2020 წლის 4 თვეში საქართველოს ეროვნ ბანკში მომხმარებელთა მხრიდან კომერციული ბანკების წინააღმდეგ 6 779 საჩივარი დაფიქსირდა, რაც დაახლოებით 200%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარების. 2019 წლის 4 თვეში ეროვნულ ბანკში შესული საჩივრების ოდენობა 2 262-ს...

ხვალიდან ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები იხსნება - რა პირობების დაცვა იქნება საჭირო

ხვალიდან ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები იხსნება - რა პირობების დაცვა იქნება საჭირო
access_time2020-05-31 17:44:06
ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები ხვალიდან იხსნება. ერთ მაგიდასთან ექვს ადამიანზე მეტის განთავსება არ იქნება შესაძლებელი. გამონაკლისის სახით დაშვებული იქნება მაგიდასთან დამატებით 12 წლამდე მოზარდის დასმაც. მოთხოვნები ღია...

ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი

ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი
access_time2020-05-31 15:00:00
ბოლო თვეების განმავლობაში დაგუბებულმა თეატრალურმა ენერგიამ, ჩანს,  მაინც თავისი გაიტანა და სცენურ სიგიჟეებთან მუდმივად დაახლოებულ და კორონაშეუგუებელ არტისტებს, რეჟისორებს, დირექტორებს, სცენოგრაფებს, მუსიკოსებს, მენეჯერებსა და სხვებსაც უფრო თამამი არტ მოქმედებისკენ უბიძგა. დღეს ბევრი ევროპული თეატრი თუ საკონცერტო დარბაზი ცდილობს, დროს დაეწიოს...

3 ქართული წამოწყების პასუხი რეგულაციებს, რომელიც კვების დაწესებულებებს ეხება

3 ქართული წამოწყების პასუხი რეგულაციებს, რომელიც კვების დაწესებულებებს ეხება
access_time2020-05-31 19:00:30
არაერთი მოსაზრება მოვისმინეთ იმაზე, თუ რას შეცვლის COVID-19 ჩვენს ცხოვრებაში და შეკითხვაში, რომელსაც მუდმივად განუსაზღვრელ მომავალში ვსვამთ და პასუხებში, რომელსაც ყოველთვის თან ახლავს: „შესაძლოა“, „ალბათ“, „სავარაუდოდ“… გამოგვრჩა ის, რომ ჩვენი ყოველდღიურობა უკვე ტრანსფორმირდა: მომხმარებლის ქცევა შეიცვალა, ბიზნესსაქმიანობა გაციფრულდა და სხვა. მოკლედ რომ ვთქვათ, მიმდინარე მოვლენებთან ადაპტაცია მოუწია როგორც ბიზნესს, ისე მომხმარებელს. დღეს, მინდა, მოგიყვეთ 3 ქართულ...


მსგავსი სიახლეები

up