უკრაინაში არავაქცინირებულ პედაგოგებს სამსახურში არ დაუშვებენ

უკრაინაში არავაქცინირებულ პედაგოგებს სამსახურში არ დაუშვებენ

access_time2021-10-13 17:50:00

უკრაინაში, საგანმანათლებლო დაწესებულებების არავაქცინირებულ თანამშრომლებს ნოემბრიდან სამსახურში არ დაუშვებენ, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ლიაშკომ განაცხადა.


„მასწავლებლები შედიან იმ პროფესიათა ჩამონათვალში, რომელთა წარმომადგენლები აუცილებლად აცრილები უნდა იყვნენ. თუ განათლების სფეროს მუშაკებს კოვიდ-19– ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნოემბრამდე არ ექნებათ ჩატარებული, მათ, საკარანტინო პერიოდის განმავლობაში, მუშაობის უფლება შეუჩერდებათ ანაზღაურების მიღების გარეშე,“- აღნიშნა მინისტრმა.


მისი თქმით, პედაგოგებისთვის ვაქცინაცია არა მხოლოდ მუშაობის გაგრძელების საშუალებაა, არამედ, პირველ რიგში, საქმე ეხება მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის და ასევე ბავშვების უსაფრთხოების დაცვას.



IPN.GE




თეგები:
ვაქცინაცია



თურქეთი საქართველოს გავლით პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტს შეძლებს

თურქეთი საქართველოს გავლით პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტს შეძლებს
access_time2021-10-16 12:11:40
თურქეთმა მიიღო უფლება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში განახორციელოს თურქულ ნედლეულზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში.  ახალი შეთანხმება არ...

ვენეცია ტურისტებს იბრუნებს

ვენეცია ტურისტებს იბრუნებს
access_time2021-10-16 18:00:12
პანდემიის პირველმა წელმა იტალია და, მათ შორის, ვენეცია, უცხოელი ტურისტების გარეშე დატოვა. დღეს ვიზიტორები ბრუნდებიან. რა თქმა უნდა, მასშტაბები ჯერ ისეთი არაა, როგორც 2019 წელს. უქმეებზე ვენეცია ტურისტებით სავსეა, მაგრამ სამუშაო დღეებში ქალაქში შედარებითი სიმშვიდეა. ბოლო მონაცემებით ვენეციაში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა პანდემიამდელი პერიოდის 60%-ს მიაღწია, თუმცა, ვიზიტორების სტრუქტურა შეიცვალა. უცხოელების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 70%-ით შემცირდა, მაგრამ ამავე დროს იტალიელების 50%-ით...

ბაზარზე გაყინული ფოთლების ჩაი გამოჩნდა

ბაზარზე გაყინული ფოთლების ჩაი გამოჩნდა
access_time2021-10-16 10:00:43
ინოვაციური ტექნოლოგიით დამზადებული ახალი სახეობის გაყინული ფოთლების ჩაი უკვე გაყიდვაშია, მისი შეძენა კი მომხმარებელს გუდვილის (საბურთალოს და დიღმის) ჰიპერმარკეტებში...

ავთანდილმა შეიძლება ავეჯის დიზაინის ხაზიც აამოქმედოს

ავთანდილმა შეიძლება ავეჯის დიზაინის ხაზიც აამოქმედოს
access_time2021-10-16 16:00:04
ქართველი დიზაინერი, ავთანდილ ცქვიტინიძე ავეჯის დიზაინით დაინტერესდა. როგორც სამოდელო სახლ „ავთანდილის“ დამფუძნებელი და დირექტორი ამბობს, ის ჯერჯერობით ძიებაშია და სამომავლო გეგმებზე დაზუსტებით ვერაფერს იტყვის, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მისმა გატაცებამ მომავალში...

რა რისკებს შეიცავს ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტები

რა რისკებს შეიცავს ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტები
access_time2021-10-16 14:00:40
ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტები,...


მსგავსი სიახლეები

up