უკრაინას კიდევ  3 გემი ტოვებს - მუშაობს თუ არა „მარცვლეულის დერეფანი“?

უკრაინას კიდევ 3 გემი ტოვებს - მუშაობს თუ არა „მარცვლეულის დერეფანი“?

access_time2022-08-05 11:00:34

ოდესის და ჩერნომორსკის პორტებიდან სამი გემი გავიდა, რომლებზეც საერთო ჯამში 58 ათას ტონაზე მეტი მარცვლეულია. გემებმა Navistar, Polarnet და Rojen პორტების დატოვეს და საზღვაო ჰუმანიტარული დერეფნით გასვლის ტვირთს დანიშნულების ადგილზე, სტამბოლში ჩაიტანენ. 


გემების მიერ უკრაინის პორტის დატოვებას მოწმობს MarineTraffic-ის მონაცემები.


რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირველმა სატვირთო გემმა ოდესის პორტი 1-ელ აგვისტოს დატოვა. 3 აგვისტოს, გემი სტამბოლში შეამოწმა საკოორდინაციო ცენტრმა და ამის შემდეგ გაემგზავრა დანიშნულების ადგილის - ლიბანისკენ, სადაც 26 ათას ტონაზე მეტი უკრაინული სიმინდი მიაქვს.



„მარცვლეულის დერეფანი“, რომელზედაც მხარეები: უკრაინა, რუსეთი, თურქეთი და გაერო შეთანხმდნენ, ამუშავდა. სწორედ ამ დერეფნის წყალობით დატოვეს გემებმა უკრაინის საზღვაო აკვატორია.


უკრაინა გეგმავს თვეში 100-ზე მეტი გემის მომსახურება/ჩატვირთვა უზრუნველყოს.


უკრაინამ და რუსეთმა თურქეთის და გაეროს შუამავლობით, 22 ივლისს, სტამბოლში მიაღწიეს შეთანხმებას შავი ზღვით, უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის განახლების შესახებ. გემებს და მათ უსაფრთხო ნაოსნობას სტამბოლიდან აკონტროლებს საგანგებოდ შექმნილი საკოორდინაციო ცენტრი.


როგორც ცნობილია, ომის დაწყებიდან რუსეთმა შავი ზღვის პორტების ბლოკირება მოახდინა, აზოვის ზღვის პორტებს კი, თავად აკონტროლებს. უკრაინიდან ვეღარ ხერხდებოდა საზღვაო გზით ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტი, რაც გლობალური კრიზისის საწყისიც კი გახდა.





დმიტრო კულება - უკრაინაში ომი მხოლოდ პუტინის არ არის, მას რუსების უმეტესობა უჭერს მხარს, მოდით, რუსები დატკბნენ რუსეთით

დმიტრო კულება - უკრაინაში ომი მხოლოდ პუტინის არ არის, მას რუსების უმეტესობა უჭერს მხარს, მოდით, რუსები დატკბნენ რუსეთით
access_time2022-08-11 23:50:01
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანიის კანცლერს უპასუხა....

კოპენჰაგენში გამართულ დონორთა კონფერენციაზე უკრაინის დასახმარებლად 1,5 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ

კოპენჰაგენში გამართულ დონორთა კონფერენციაზე უკრაინის დასახმარებლად 1,5 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ
access_time2022-08-11 23:00:12
​კოპენჰაგენში გამართულ დონორთა კონფერენციაზე უკრაინის დასახმარებლად 1,5 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ განცხადება დანიის თავდაცვის მინისტრმა, მორტენ ბედსკოვმა გააკეთა. ინფორმაციას...

გაერო-ს გენერალური მდივანი მოითხოვს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან სამხედრო აქტივობა დაუყოვნებლივ შეწყდეს

გაერო-ს გენერალური მდივანი მოითხოვს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან სამხედრო აქტივობა დაუყოვნებლივ შეწყდეს
access_time2022-08-11 22:00:03
გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ...

ევროკომისია - რუსებისთვის ვიზის გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა

ევროკომისია - რუსებისთვის ვიზის გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა
access_time2022-08-11 21:00:11
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა და ცალკეულ სახელმწიფოს შეუძლია საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა ანიტა ჰიპერმა...

მიმდინარე თვის ბოლოსთვის საწვავის ფასების შემცირებას ველოდებით — ლევან დავითაშვილი

მიმდინარე თვის ბოლოსთვის საწვავის ფასების შემცირებას ველოდებით — ლევან დავითაშვილი
access_time2022-08-11 20:00:25
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ფინანსთა მინისტრები ლევან დავითაშვილი და ლაშა ხუციშვილი დღეს საწვავის რეალიზატორი მსხვილი ქსელების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათთან ერთად ნავთობპროდუქტების სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ასევე კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე მონაწილეობდა, საწვავის ბაზარზე არსებული პროგნოზები, კონკურენციის საკითხები და მარჟების მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობები...


მსგავსი სიახლეები

up