Ukraina.ru - შეარიგებს თუ არა გახარია რუსეთს და საქართველოს?

Ukraina.ru - შეარიგებს თუ არა გახარია რუსეთს და საქართველოს?

access_time2019-09-04 20:00:43


საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტს სექტემბრის შუა რიცხვებში დაიკავებს ქვეყნის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი გახარია, რომელმაც 2000 წელს პუტინის ბრძანებით მიიღო რუსული პასპორტი.


2 სექტემბერს მთავრობის მეთაური მამუკა ბახტაძე გადადგა და განაცხადა, რომ მიაღწია თავის სტრატეგიულ ამოცანას  - ქვეყნის განვითარების სტრატეგიული ვექტორის განსაზღვრას, და ამიტომ, მშვიდად შეუძლია წავიდეს.


კონსტიტუციის მიხედვით, მმართველი პარტია ირჩევს პრემიერ-მინისტრს, რომელიც შემდგომ წარადგენს ახალ მთავრობას - თუმცა, ეს ფორმალური პროცედურაა და ხშირად პარლამენტს წარედგინება ძველ მთავრობა, თითქმის შეუცვლელი შემადგენლობით.


რეგლამენტის მიხედვით, მთელი პროცედურა სრულდება 2 კვირაში, თუმცა საქართველოს პარლამენტის პროცედურული საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის თქმით, საკითხი გადაწყდება კვირის ბოლომდე.


დაწინაურება გადადგომის ნაცვლად


 
სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, გიორგი გახარია ინარჩუნებს გარკვეულ პოპულარობას მოსახლეობაში, იმის მიუხედავად, რომ უკვე 3 თვე თბილისში მიმდინარეობს აქცია მისი გადადგომის მოთხოვნით. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მოძრაობა „სირცხვილია“-ს აქტივისტები უკმაყოფილოები არიან იმით, რომ ივნისში მინისტრმა დაარბია საპროტესტო აქცია,  რომელზეც დაზარალდა 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 2-მა მოქალაქემ დაკარგა თვალი.



დღევანდელი ხელისუფლების მომხრეები და მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეები მიესალმებიან გახარიას დანიშვნას პრემიერ-მინისტრის პოსტზე.  პოლიტოლოგ პეტრე მამრაძეს თქმით, მთავრობის ახალი მეთაური არის საკმაოდ ძლიერი პიროვნება და მან გამოავლინა ეს იმ დროს, როდესაც „ნაციონალებმა ივნისში გამოიყენეს უმნიშვნელო საბაბი და შექმნეს პოლიტიკური მოვლენა“.



„რაც შეეხება საპროტესტო აქციებს გახარიას წინააღმდეგ, ვერაფრით ვერ დავეთანხმები იმათ, ვინც მიიჩნევს ამ მოძრაობს მასობრივად - ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, რომ ეს პროტესტები მიილია“  - თვლის მამრაძე.



ქართველი პოლიტიკოსის რუსული ცხოვრება



2000-ანების დასაწყისში გიორგი გახარიას ცხოვრება მჭიდროდ იყო დაკავშირებული რუსეთთან. 2000 წელს ის ამთავრებს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ფაკულტეტს, 2004-ში კი - იმავე უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლას. ამის შემდეგ მომავალი პოლიტიკოსი არ ჩქარობდა რუსეთის დატოვებას - 2004 -2008 წლებში ის მუშაობდა კომპანია СФК Групп-ის დირექტორად, 2006-2009 წლებში კითხულობდა მოსკოვის უნივერსიტეტში ლექციებს გამოყენებითი ბიოტექნოლოგიების დარგში.


2000 წლის 5 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიანიჭა ქვეყნის მოქალაქეობა „საქართველოში დაბადებულ და ივანოვოს ოლქში მცხოვრებ გიორგი ზაურის ძე გახარიას“.



2008-2013 წლებში ის იყო გერმანული ავიაკომპანია Lufthansa-ს რუსეთის და დსთ-ს ქვეყნების ფილიალის განვითარების დირექტორი.


გახარიას კარიერა ქართულ პოლიტიკაში დაიწყო 2013 წლის მარტში, ბიზნესომბუდსმენის თანამდებობიდან, შემდეგ ის იყო საქართველოს მთავრობასთან არსებული ეკონომიკური საბჭოს მდივანი, ეკონომიკის მინისტრი, ხოლო 2017 წლის ნოემბრიდან დღევანდელ დღემდე   - შინაგან საქმეთა მინისტრი და ეროვნული უშიშროების საბჭოს თავჯდომარე.


2019 წლის მაისში, პარლამენტში გამოსვლისას მან განაცხადა, რომ არ გააჩნია ორმაგი მოქალაქეობა.



„მე ვარ მხოლოდ საქართველოს მოქალაქე, რუსეთის მოქალაქეობაზე კი უარი ვთქვი. სხვათა შორის ქართული პასპორტი მე გადმომცა მიხეილ სააკაშვილმა, ძალიან დიდი ხნის წინ“ - იმართლებს თავს ქვეყნის მომავალი პრემიერი.



მართლაც, მისი სიტყვები დასტურდება დოკუმენტებით. ქართულმა გამოცემა „ლიბერალმა“ გამოაქვეყნა ცნობა, რომელიც გასცა საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის მიერ გახარიასთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე 2016 წლის 14 ნოემბერს, ანუ, ეკონომიკის მინისტრად დანიშვნამდე 13 დღით ადრე.



თუმცა, გამოდის, რომ ეკონომიკური საბჭოს მდივანი და ბიზნესომბუდსმენი იყო რუსეთის მოქალაქის სტატუსით.



საქართველოს კონსტიტუცია  უშვებს ორმაგ მოქალაქეობას მხოლოდ გამონაკლისის სახით. და ეს გამონაკლისი აღმოჩნდა გიორგი გახარიაც - „ლიბერალის“ ინფორმაციით, სააკაშვილმა მიანიჭა მას მეორე, საქართველოს მოქალაქეობა 2012 წლის 18 სექტემბერს.



რუსული მიმართულება


სავარაუდოდ, საგარეო ვექტორის მკვეთრი შეცვლა არაა მოსალოდნელი, მათ შორის რუსულ მიმართულებაზე. მოსკოვს და თბილისს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არ არსებობა ართულებს ორმხრივ თანამშრომლობას, თუმცა სრულად არ გამორიცხვას მას.



დღეისათვის, ჰუმანიტარული, ეკონომიკური და სატრანსპორტო საკითხები განიხილება აბაშიძე-კარასინის რეგულარული შეხვედრების დროს, თანაც, როგორც აღიარა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, საქართველოში რუსეთის საელჩო დაიხურა ფორმალურად   - ფაქტობრივად, არავინ არსად წასულა - თანამშრომლები რჩებიან თავიანთ ადგილებზე, უბრალოდ შეიცვალა აბრა. იგივე ეხება საქართველის საელჩოს რუსეთში.



თუმცა გახარიას, რომელმაც მიიღო განათლება რუსეთში და რომელსაც გააჩნია გარკვეული კავშირები მოსკოვში, შეძლებს მოსკოვთან ურთიერთობებში დაძაბულობის გრადუსის დაწევას  - რის სასარგებლოდაც მეტყველებს ისიც, რომ მას არ სურს ანტირუსული პროტესტების გაღვივება და მათი გაზრდა უკრაინული მაედნის დონემდე.



საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს პრეზიდენტი, ხოლო მან ბოლო თვეების მანძილზე გააკეთა რამდენიმე ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადება რუსეთთან დაკავშირებით.



მაგალითად, 21 ივნისს სალომე ზურაბიშვილმა უწოდა რუსეთს მტერი და ოკუპანტი, 23 ივნისს კი, პუტინის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ, ტურისტული ბიზნესის დანაკარგების გაცნობიერების შემდეგ, მის ტონი შერბილდა - მან მოუწოდა რუს ტურისტებს საქართველოში დაბრუნებისკენ და განაცხადა რომ  პოლიტიკოსებმა უნდა გადაწყვიტონ პრობლემები, რომლებმაც გამოიწვიეს მორიგი კრიზისი.



29 აგვისტოს კი სალომე ზურაბიშვილმა ისევ გაამკაცრა რიტორიკა და განაცხადა, რომ საქართველომ უნდა შეამციროს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე.



გახარიას წამოყენებით პრემიერ-მინისტრის პოსტზე, „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მოუწყო სერიოზული გამოცდა ოპოზიციას  - თუ მისი მოწინააღმდეგეები ვერ შეძლებენ მასობრივი საპროტესტო აქციების ორგანიზებას, ისინი დაკარგავენ ავტორიტეტს მოსახლეობის თვალში. დღეს კი რეიტინგების ძალზე მნიშვნელოვანია ყველა პარტიისთვის - 2020 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება მხოლოდ პროპორციული სისტემით და ბარიერის გარეშე, შესაბამისად, პარლამენტში მოხვდება მეტი პარტია ვიდრე დღეს არის, მმართველი ძალა კი დაკარგავს მანდატების ნაწილს.


Ukraina.ru





3 კომპანია საქართველოში, რომელიც 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა

3 კომპანია საქართველოში, რომელიც 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა
access_time2020-01-27 18:45:28
2019 წელს უმსხვილესმა ამერიკულმა კომპანიამ Microsoft ჩაატარა ექსპერიმენტი, რომლის მიხედვითაც კომპანიაში დასაქმებულებისთვის 4-დღიანი სამუშაო კვირა დააწესდა. კვლევის დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ Microsoft-ის ახალი ინიციატივის შედეგად, დასაქმებულების პროდუქტიულობა 40%-ით გაიზარდა. Microsoft-ის შემდეგ ანალოგიური სამუშაო გრაფიკი სხვა საერთაშორისო კომპანიებმაც...

ახალი მოთამაშე იურიდიულ სფეროში - „კარდინალი“ - განსხვავებული მიდგომა ბიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის

ახალი მოთამაშე იურიდიულ სფეროში - „კარდინალი“ - განსხვავებული მიდგომა ბიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის
access_time2020-01-27 17:30:14
 „კარდინალი“ 30-მდე გამოცდილი და კვალიფიციური იურისტისგან დაკომპლექტებული იურიდიული კომპანიაა. მათი დამოუკიდებელი სამუშაო გამოცდილება საქართველოში 5-10 წლამდე ითვლის. „კარდინალის“ იურიდიული მომსახურების სფეროებს წარმოადგენს: საკონსულტაციო, სარეკომენდაციო (ზეპირსიტყვიერი) მომსახურება, იურიდიული აუდიტი, სასამართლო საარბიტრაჟო დოკუმენტაციის მომზადება და წარმომადგენლობა, კლიენტის ინტერესების შესაბამისად სახელმწიფო, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან მოლაპარაკებების წარმოება,...

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების  იმპორტი აიკრძალა
access_time2020-01-27 17:35:38
საქართველოს ტერიტორიაზე, კორონავირუსის ახალი ტიპის (2019-nCoV) შემოტანის და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა. აკრძალვა ძალაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIE) მიერ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კორონავირუსიდან თავისუფალ ზონად გამოცხადებამდე. გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის...

რესტორანი, აუზი, საუნა და საოფისე ფართები - როგორი იქნება ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში “ჰუალინგის” სასტუმრო

რესტორანი, აუზი, საუნა და საოფისე ფართები - როგორი იქნება ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში “ჰუალინგის” სასტუმრო
access_time2020-01-27 15:50:44
თბილისში, ჭანტურიას ქუჩაზე, ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმროს მშენებლობა დაიწყო. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისგან მშენებლობის ნებართვა ინვესტორმა გასული წლის 23 აგვისტოს მიიღო.   შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და „Hualing international special economic zone“-ს შორის 2015 წლის 21 ივლისს გაფორმებულ...

„ქართული წისქვილკომბინატები რუხ ფქვილს არ აწარმოებენ“

„ქართული წისქვილკომბინატები რუხ ფქვილს არ აწარმოებენ“
access_time2020-01-27 14:53:58
საქართველოში პურის ხარისხთან დაკავშირებით კითხვები მუდმივად არსებობს, რასაც ობიექტური მიზეზებიც აქვს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანაში პურის ხარისხის კონტროლი, პრაქტიკულად არავის ევალება. ამ მიმართულებით მთავარი და უკვე ტრადიციად ქცეული კითხვაა, იღებება თუ არა პური საქართველოში. საქმე ეხება ჭვავის და ეგრეთ წოდებულ შავ პურს, რომელიც როგორც წესი ჭვავის, რუხი ფქვილისგან უნდა მზადდებოდეს. თუმცა,...


მსგავსი სიახლეები

up