უკრაინამ ყირიმს წყლის მიწოდება შეუწყვიტა

უკრაინამ ყირიმს წყლის მიწოდება შეუწყვიტა

person access_time2017-05-01 19:00:18

სამხრეთ უკრაინაში სპეციალურად აშენებული დამბა ამოქმედდა, რომელიც ყირიმისთვის მდინარე დნეპირდან წლის გადაკეტვას შეძლებს, მაგრამ ამავე დროს, ჰერსონის ოლქის სრულფასოვანი წყალმომარაგება შეუნარჩუნდება. პარალელურად, დამბა ამ რეგიონში სარწყავით უზრუნველყოფილი მიწების ფართობს 13 000 ჰექტარით გაზრდის. ამავე დროს, კონსტრუქციას გააჩნია მექანიზმი, რომლითაც შესაძლებელია სურვილის შემთხვევაში ყირიმისთვის წყლის მიწოდების აღდგენა. ანუ, კიევი ახერხებს ანექსირებული ტერიტორიის წყალმომარაგების შეწყვეტა, ისე რომ არ იჩაგრება ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი რეგიონების მოსახლეობა.

 

რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ უკრაინამ პირველად არხი 2014 წლის 26 აპრილს გადაკეტა არხი. ამ არხის საშუალებით ყირიმს წყალი მდინარე დნეპრიდან მიეწოდებოდა. სწორედ ჩრდილოეთ-ყირიმის არხი უზრუნველყოფდა ნახევარკუნძულის წყალმომარაგების 85%-ს. შემდეგ წყლის მიწოდება აღდგა, თუმცა 2017 წლის აპრილში შემცირდა 3-ჯერ. რუსეთმა შესთავაზა უკრაინას შეთანმხების გაფორმება ყირიმის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით, თუმცა კიევმა უარი განაცხადა შემოთავაზებაზე.

 

რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის ნიკოლაი ფედოროვის თქმით, არხის ბლოკირებამ შესაძლებელია ყირიმში სახნავი მიწების 120 000 ჰექტარი წყლის გარეშე დატოვოს, ფინანსურმა ზარალმა კი მიაღწიოს 5 მლრდ რუბლს.

 

ამასთან, სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაცხადეს, რომ მზად არიან ნაწილობრივ აუნაზღაუროს დანაკარგები აგრარული პროდუქციის მწარმოებლებს.

 

თუმცა, ყირიმელი პოლიტიკოსები არ კარგავენ ოპტიმიზმს - მათი განცხადებებით ყირიმმა უკვე დაძლია დამოკიდებულება დნეპრის წყალზე და ამჟამად ნახევარკუნძული ღებულობს წყალს შიდა წყაროებიდან.

 

ყირიმის სახელმწიფო მშენებლობის კომიტეტის თავჯდომარის ეფიმ ფიქსის თქმით, ყირიმი უკვე 3 წელია არ იღებს წყალს უკრაინიდან, ამიტომაც კიევის ეს გადაწყვეტილება არაფერს არ ცვლის.


 

„ჩვენ გვყოფნის ჩვენი წყალი, სულ არ გვჭირდება უკრაინული. წყალსაცავები სავსეა, მომარაგება ხორციელდება შეფერხებების გარეში. უკრაინელებს უხაროდეთ, რომ აქვთ ასეთი დამბა" - თქვა მან.

 

ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, 2016 წლის სექტემბერში ყირიმში მოწესრიგდა მიწისქვეშა წყლით რეგიონის მომარაგების სისტემა, რომელმაც ნაწილობრივ მოხსნა პრობლემები. მაგალითად, ყირიმის დედაქალაქი იღებს წყალს 3 წყალსაცავიდან, რომლებიც ამჟამად სავსეა 80%-ით. რეგიონის ხელისუფლება ასევე არ ელის წყალმომარაგების შეფერხებას საკურორტო ზონებში.

 

გარკვეული პრობლემები არის აღმოსავლეთ ყირიმის წყალმომარაგებასთან, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების აზრით იქაც არ შეიქმნება სერიოზული სირთულეები, რადგანაც ამჟამად მიმდინარეობს მთებში თოვლის დნობა და უახლოეს პერიოდში წყალასაცავები აივსება.

 

მაგრამ არსებობს გაცილებით ნაკლებად ოპტიმისტური შეფასებებიც. ყირიმის ერთ-ერთი რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანტონ კრავეცის თქმით, ნახევარკუნძულზე სწრაფად მატულობს ნიადაგში მარილის შემცველობა და ამიტომაც ათასობით ჰექტარი ხდება გამოუსადეგარი აგრარული საქმიანობისთვის. კერძოდ, ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა მიწისქვევა წყლებში მარილის მაღალი შემცველობა, რომელიც დამღუპველად მოქმედებს ნიადაგის ხარისხზე. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ 50-იან წლებში ყირიმი გადაეცა უკრაინას - დნეპრის წყლის გარეშე ეს ტერიტორია ფაქტობრივად, იყო მშრალი უდაბნო. ჩრდილოეთ-ყირიმის არხის აშენებას დასჭირდა 15 წელი, რის შემდეგაც ყირიმი გახდა ისეთი, როგორც ის არის დღეს.

 

ყირიმის ყოფილი ვიცე-პრემიერის ანატოლი გარნაჩუკის აზრით, დნეპრის მტკნარი წლისგან საბოლოო მოკვეთამ შესაძლებელია დაანგრიოს სოფლის მეურნეობა ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილში.

 

 

დანარჩენ რეგიონებში სიტუაციას ართულებს მოძველებული ინფრასტრუქტურა - ყირიმის ქალაქების წყალსადენებში დანაკარგების დონე შეადგენს 50-60%-ს.

 

წყლის მიწოდების შეწყვეტა არის უკრაინის ხელისუფლების მიერ ყირიმის ბლოკადის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი.

 

ამჟამად უკვე გაჩერებულია სარკინიგზო მოძრაობა უკრაინას და სეპარატისტულ რეგიონს შორის, არ მოქმედებს ავიაკავშირი, შეწყვეტილია ელექტოენერგიის მიწოდება.

 

 



ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამუროფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკიკროსში დასრულდა

ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამუროფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკიკროსში დასრულდა
access_time2021-02-28 17:50:59
...

Forbes: კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი მილიარდებს იყოფენ

Forbes: კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი მილიარდებს იყოფენ
access_time2021-02-28 20:00:27
ამჯერად უკვე ოფიციალურად- კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი ერთმანეთს შორდებიან.ჭორები ამ თემაზე დიდხანს ვრცელდებოდა, თუმცა, ამჯერად საქმემ ოფიციალური ხასიათი მიიღო - კიმ კარდაშიანმა 7-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გაყრაზე განაცხადი უკვე შეიტანა.ინფორმაცია ამის თაობაზე პირველმა საიტმა TMZ-მა გაავრცელა, კარდაშიანის წარმომადგენელმა ის დაადასტურა. მეუღლეები მშვიდობიან შორდებიან, და მათ 4 შვილზე ერთობლივ მეურვეობაზე...

Forbes: ილონ მასკის კოლეგები მისი კონკურენტები ხდებიან

Forbes: ილონ მასკის კოლეგები მისი კონკურენტები ხდებიან
access_time2021-02-28 19:00:32
კომპანია PayPal მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილია არა მხოლოდ როგორც ფულადი გზავნილების პირველი ონლაინ სერვისი, არამედ თავისი ე.წ. „მაფიით“ - ანუ, ყოფილი თანამშრომლებით, რომლებმაც მოგვიანებით მრავალი წარმატებული სტარტაპი ან დააარსეს, ან დააფინანსეს.ამ „ბანდის“ ყველაზე ცნობილმა ბოსმა - ილონ მასკმა - „მაფიოზების“ ახალი თაობა აღზარდა, რომელიც დღეს უკვე მას კონკურენციას უწევს.მასკის ყოფილმა თანამშრომლებმა ისეთი ცნობილი კომპანიები,...

რა შეზღუდვები იხსნება ქვეყანაში ხვალიდან?

რა შეზღუდვები იხსნება ქვეყანაში ხვალიდან?
access_time2021-02-28 13:00:02
1-ელ მარტს, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მიიღო.ბათუმში 1-ლი მარტიდან, დანარჩენ საქართველოში კი, 8 მარტიდან რესტორნები სტუმრების მიღებას შეძლებენ, შაბათ-კვირის გარდა.კონფერენციები და ტრენინგები...

MOVE - ქართული თამაში მოძრაობის მონეტიზაციის შესაძლებლობით

MOVE - ქართული თამაში მოძრაობის მონეტიზაციის შესაძლებლობით
access_time2021-02-28 15:00:20
კიბერსპორტის სახეობის ელექტრონული თამაში Move მომხმარებელს მონეტაციის შესაძლებლობას აძლევს. Move-ის იდეის ავტორი და დამფუძნებელი ასლან ცივაძის თქმით, მისი მიზანი ისეთი თამაშის შექმნა იყო, რომელსაც მთელი მსოფლიო აიტაცებდა, ექნებოდა აზარტიც და ფინანსური მოგებაც.„2 წლის წინ აშშ-ში მქონდა შეხვედრა რამდენიმე ადამიანთან, რომლებთან ერთადაც ახალი პროექტის გაკეთებას განვიხილავდით. ესეც თამაშის აპლიკაციის იდეა იყო, თუმცა ცოტა სხვანაირი. მთავაზობდნენ,...


მსგავსი სიახლეები

up