უკრაინამ სასოფლო-სამეურნეო მიწების 82,2%-ზე ძირითადი კულტურები უკვე დარგო

უკრაინამ სასოფლო-სამეურნეო მიწების 82,2%-ზე ძირითადი კულტურები უკვე დარგო

access_time2022-05-20 20:30:00

უკრაინამ სოფლის მეურნეობის ძირითადი კულტურებით 11,84 მლნ ჰექტარი მიწა დათესა, რაც მიმდინარე სეზონისთვის დაგეგმილი 14,4 მლნ ჰექტრის 82,2%-ია. მხოლოდ გასულ კვირას, ანუ 12-19 მაისს 1,94 მლნ ჰექტარი ფართობი დაითესა. ამის შესახებ უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის სამინისტროს განცხადებაში არის ნათქვამი, რასაც „ინტერფაქსი“ ავრცელებს.


19 მაისის მდგომარეობით, დათესილია:


მზესუმზირის ფართობი - 3,94 მლნ ჰექტარია, რაც 2022 წლისთვის დაგეგმილი 4,93 მლნ ჰექტრის 80%-ია
სიმინდი - 4,17 მლნ ჰექტარი, დაგეგმილი 4,85 მლნ ჰექტარ ფართობის 86%
საგაზაფხულო ქერი - 927,5 ათასი ჰა, დაგეგმილი 1,02 მლნ ჰექტარ ფართობის 92%
საგაზაფხულო ხორბალი - 188,6 ათასი ჰა, დაგეგმილი 189,6 ათასი ჰა. ფართობის 99,4%
შვრია - 156,8 ათასი ჰა, დაგეგმილი 163,6 ათასი ჰა. ფართობის 95 ,8%
ბარდა - 124,8 ათასი ჰა, დაგეგმილი 145,7 ათასი ჰა. ფართობის 86%
კარტოფილი - 1,07 მლნ ჰა, დაგეგმილი 1,19 მლნ ჰა. ფართობის 90%
სოია - 728,6 ათასი ჰა, დაგეგმილი 1,25 მლნ ჰა. ფართობის 58%
შაქრის ჭარხალი - 182 ათასი ჰა, დაგეგმილი 206,9 ათასი ჰა. ფართობის 88%
გაზაფხულის რაფსი - 28,4 ათასი ჰა, დაგეგმილი 29,8 ათასი ჰა. ფართობის 95,3%
ფეტვი - 32,1 ათასი ჰა, დაგეგმილი 62 ,3 ათასი ჰა. ფართობის 51,5%
წიწიბურა - 37,4 ათასი ჰა, დაგეგმილი 81,6 ათასი ჰა. ფართობის 46%
აგრარული პოლიტიკისა და სურსათის სამინისტროს ცნობით, თესვის კამპანია უკრაინაში გრძელდება. ამ დროისთვის საგაზაფხულო ხორბალზე პროგნოზირებული ფართობის, თითქმის, 98% უკვე დათესილია.


ამასთან, წლევანდელი მოსავლისთვის 7,7 მილიონი ჰექტარ საერთო ფართობზე 2021 წელს ზამთრის კულტურები არის დათესილი. მათ შორის არის 6,5 მილიონი ჰექტარი ზამთრის ხორბალი, 1 მილიონი ჰექტარი - ქერი და 0,16 მილიონი ჰექტარი - ჭვავი.



სამინისტროს მონაცემებით, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო წლევანდელ სეზონზე მაღალი მარჟის მქონე კულტურების, მზესუმზირისა და სიმინდის სათესი ფართობების შემცირების ხარჯზე უფრო ადვილად მოსავლელი და სასურსათო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კულტურების, ბარდის, ქერისა და შვრიის მოყვანა გაიზრდება.


20 აპრილს პრემიერ მინისტრ დენის შმიგალმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ამ სეზონზე, დაახლოებით, 14,2 მილიონ ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა დაითესება, რაც გასული წლის 16,9 მილიონი ჰექტარი ფართობის 80%-ია.


უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე როსტისლავ შურმას თქმით, ქვეყნის მიზანია, 2022 წელს წინა წლის მოცულობის, მინიმუმ, 70% მოსავალი აიღოს.


bpn.ge



თეგები:
უკრაინა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up