უკრაინამ ლვოვში რუსეთის საკონსულოს გენერალური დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურში განაცხადეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მან უკვე დატოვა უკრაინა.
უკრაინის სპეცსამსახურის ინფორმაციით, რუსი დიპლომატი საჯარო და პოლიტიკურ ფიგურებზე საიდუმლო ინფორმაციებს აგროვებდა.
მის სამიზნეს ასევე წარმოადგენდა უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები, სპეციალური და სამართალდამცავი უწყებები, ასევე უცხოელი სამხედრო ინსტრუქტორები უკრაინის დასავლეთ რეგიონში.
imedinews.ge