უკრაინამ აღმოსავლეთ აფრიკაში მარცვლეულის ჰუმანიტარული მიწოდება დაიწყო. როგორც თურქული მედია წერს, უკრაინამ აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნებისთვის, რომლებიც გვალვას დიდი ხანია ებრძვიან, მარცვლეულის პირველი პარტიის გაგზავნის შესახებ განაცხადა.
ადის აბებაში, უკრაინის საელჩოში განმარტავენ, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტებით დატვირთული პირველი გემი ჯიბუტიმდე მივიდა.
საელჩოს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მარცვლეულის გადაზიდვა განხორციელდა გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამისგან დამოუკიდებლად და რომ მომავალ კვირას გადაზიდვები განხორციელდება ასევე ეთიოპიასა და სომალიში.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის მხარს დაუჭერს ქვეყნებს, რომლებსაც საკვების პრობლემები აქვთ, როგორიცაა ეთიოპია, სამხრეთ სუდანი, სომალი, კონგო, კენია და იემენი.