უკრაინა წელს ეკონომიკის 0.3%-იან ზრდას ელის

უკრაინა წელს ეკონომიკის 0.3%-იან ზრდას ელის

access_time2023-01-27 17:24:14

გასული წლის 30,3%-იანი ვარდნის შემდეგ უკრაინის ცენტრალური ბანკი მიმდინარე წელს ქვეყნის ეკონომიკის 0,3% იან ზრდას პროგნოზირებს. - ამის შესახებ ინფორმაციას reuters ავრცელებს. მათივე  ცნობით 2024 წელს ეკონომიკური  ზრდა 4,1% -იან მაჩვენებელს  დაუბრუნდება. ქვეყანაში  ინფლაციის  მაღალი მაჩვენებლის გამო ცენტრალურმა  ბანკმა  რეფინანსირების განაკვეთი, რომელიც 25% -ს  შეადგენს  უცვლელად  დატოვა.

 

ცენტრალური ბანკი მიმდინარე წელს ნელ ეკონომიკურ ზრდას და უფრო დიდ სავაჭრო დეფიციტს ელოდა, რადგან ეკონომიკა ადაპტირებულია  ომის  რეალობასთან რაც  ელექტროენერგიის რეგულარულ  გათიშვას, მიწოდების ჯაჭვებისა და ლოგისტიკის შეფერხებას გულისხმობს.

 

„ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ჩვენ ორი მიზეზის, რუსული სარაკეტო შეტევების გაძლიერებისა და ინფრასტრუქტურის  სერიოზული დაზიანების გამო შევამცირეთ“- განაცხადა ბანკის  ხელმძღვანელმა ანდრეი პიშნიმ ონლაინ პრესკონფერენციაზე.

 


უსაფრთხოების  ნორმებიდან გამომდინარე კონფერენციის  ადგილმდებარეობა  არ  სახელდება, პიშნიმ ასევე  აღნიშნა, რომ უკრაინაში  ბიზნესის  გამძლეობა, ომზე ადაპტირება,  მთავრობის  პოლიტიკის  ზომები და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა სიტუაციის  კონტროლს  ხელს  უწყობს. მისივე  თქმით რეფინანსირების 25% იანი განაკვეთი სულ მცირე 2024 წლის კვარტლის ბოლომდე შენარჩუნდება.

 

ცენტრალური ბანკის ოფიციალური შეფასებით 2023 წლის ბოლოს ინფლაცია შენელდება და 18,7%-ს შეადგენს.

 

პიშნი ვარაუდობს, რომ უკრაინა  წელს  პარტნიორებისგან 38 მილიარდზე მეტს მიიღებს. სავალუტო ფონდის გასული თვის შეფასებით, მიმდინარე წელს უკრაინას მინიმუმ $39.5-მილიარდის მოცულობის გარე მხარდაჭერა სჭირდება.

 

ცნობილია, რომ უკრაინა ევროკავშირისგან ფინანსური დახმარების სახით მიმდინარე წელს






ბოლო 12 თვის მანძილზე რეფინანსირების განაკვეთი თავად გახდა ფასების ზრდის მიზეზი, მაშინ როდესაც ის ერთ-ერთი ინსტრუმენტია ფასების მოთოკვის - რამაზ გერლიანი

ბოლო 12 თვის მანძილზე რეფინანსირების განაკვეთი თავად გახდა ფასების ზრდის მიზეზი, მაშინ როდესაც ის ერთ-ერთი ინსტრუმენტია ფასების მოთოკვის - რამაზ გერლიანი
access_time2023-03-25 00:40:50
რა ეკონომიკური ტენდენციები იკვეთება წელს და რა მოლოდინებია ინვესტიციებისა თუ ინფლაციის თვალსაზრისით. ამის შესახებ „კომერსანტის“ ეთერში "ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" ხელმძღვანელმა რამაზ გერლიანმა ისაუბრა. „ინფლაციის ტემპი მცირდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფასთა ზრდა არის შეჩერებული, უბრალოდ მისი პროცენტული მაჩვენებელი...

ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია - სალომე ზურაბიშვილი

ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია - სალომე ზურაბიშვილი
access_time2023-03-24 22:30:13
საქართველოს პრეზიდენტი დიანა ტრაპაიძისთვის მიცემულ ექსკლუზურ იტერვიუში ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია.  სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყოფილ პრემიერს აქვს ფული და გავლენა მედიასა და პოლიტიკაზე: „ოლიგარქი არის ამ გაგებით რომ ფული აქვს და მედიაზე და პოლიტიკაზე გავლენა, მაგრამ ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი. ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი. არის პოლიტიკური სისტემის გაუმჭვირვალობა. საჭიროა, ჩვენ ვიცოდეთ, სად მიიღება...

სოციალური მედიის დადებითი და უარყოფითი მხარეები - კომერსანტის ხელოვნური ინტელექტის სტატია

სოციალური მედიის დადებითი და უარყოფითი მხარეები - კომერსანტის ხელოვნური ინტელექტის სტატია
access_time2023-03-24 22:00:03
დღევანდელ ციფრულ ეპოქაში სოციალური მედია  ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.   ყველა ასაკისა და პროფესიის მილიონობით ადამიანი  სხვადასხვა პლატფორმებს მეგობრებთან, ოჯახთან თუ კოლეგებთან დასაკავშირებლად იყენებს. დღეს თითქმის წარმოუდგენელია ისეთი ბიზნესი ან კომპანია, რომელიც  საკუთარ საქმიანობაშ სოციალური ქსელებს არ იყენებს.   სოციალურმა ქსელებმა ჩვენს კომუნიკაციაში რევოლუცია მოახდინა, თუმცა ასევე გაჩნდა სერიოზული შფოთვა მისი გავლენების...

Credit Suisse გაიყიდა – რა ხდება ბანკთან დაკავშირებით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სამ იურისდიქციაში ედავება

Credit Suisse გაიყიდა – რა ხდება ბანკთან დაკავშირებით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სამ იურისდიქციაში ედავება
access_time2023-03-24 19:00:40
Credit Suisse გაიყიდა – ფინანსური კოლაფსი, ივანიშვილის დავა და შეთქმულების თეორიები — ამ სათაურით აქვეყნებს „ტაბულა“ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის შესახებ სტატიას, რომლის ნაწილსაც „კომერსანტი“ გთავაზობთ: შვეიცარიული საინვესტიციო ბანკი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სამ იურისდიქციაში, შვეიცარიაში, სინგაპურსა და ბერმუდაში ედავება, გაიყიდა. Credit Suisse უმსხვილესმა შვეიცარიულმა ბანკმა UBS-მა შვეიცარიის მთავრობის ჩართულობით იყიდა. ბოლო...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების საკანონმდებლო რეგულირების შემოღების საკითხი განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების საკანონმდებლო რეგულირების შემოღების საკითხი განიხილეს
access_time2023-03-24 17:25:08
ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვისა და ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულირების მნიშვნელობა განიხილეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სხდომაზე, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ მიიღო მონაწილეობა.   როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, ელექტრულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები, მათ შორის, სამშენებლო სამუშაოებისას და ელექტრომოწყობილობების მონტაჟისას, გადაუდებელ გადაჭრას საჭიროებს. მისი...


მსგავსი სიახლეები

up