უკრაინა უცხოელებისთვის საკუთარ საზღვრებს ორი კვირით ჩაკეტავს.უკრაინული მედიის ცნობით, ეს გადაწყვეტილება დღეს უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე მიიღებს. სასაზღვრო შეზღუდვა 48 საათში ამოქმედდება.
კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო უკრაინაში კარანტინის რეჟიმი გამოცხადდა. კარანტინის რეჟიმი 12 მარტიდან 3 აპრილამდე იმოქმედებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge