უკრაინა რუსეთიდან ტრანსპორტირებულ გაზზე ფასდაკლების ინიციატივით გამოდის

უკრაინა რუსეთიდან ტრანსპორტირებულ გაზზე ფასდაკლების ინიციატივით გამოდის

access_time2021-10-24 10:30:04

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივით, უკრაინამ რუსეთს ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებაზე ფასდაკლება შესთავაზა, რათა გაზარდოს მიწოდება და შეამსუბუქოს რეგიონში ენერგეტიკული კრიზისი.

ფასდაკლება ვრცელდება ბუნებრივი აირის მოცულობებზე, რომლებიც აღემატება შეთანხმებულ 40 მილიარდ კუბურ მეტრს დღეში, რომელსაც უკრაინა უკვე აგზავნის ევროპაში რუსეთიდან, თქვა ზელენსკიმ Bloomberg News-ისთვის მიცემულ ელექტრონულ კომენტარში.

“უკრაინა ამ დამატებით სიმძლავრეს სთავაზობს ყველა პოტენციურ სატრანზიტო ქვეყანას. Gazprom-ს აქვს დამატებითი შესაძლებლობები. არსებული ტრანზიტის ტარიფთან შედარებით ფასდაკლების გათვალისწინებით, შემიძლია ვივარაუდო, რომ ეს ფასდაკლება იქნება 50%”, - განაცხადა ზელენსკიმ.

რუსეთიდან შეზღუდულმა მიწოდებამ და მარაგების დაბალმა დონემ ევროპაში ზამთრის წინ გაზის დეფიციტი გამოიწვია და ბაზარზე ფასებმა რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მზად არის გაზარდოს მიწოდება ევროკავშირისთვის საკამათო Nord Stream 2-ის მილსადენის მეშვეობით მარეგულირებელი თანხმობის მიღებისთანავე, რასაც ბევრი შანტაჟად მიიჩნევს.


ზელენსკის თქმით, უკრაინა ბერლინთან და ბრიუსელთან განიხილავს გაზის ტრანსპორტირების წინადადებას. “მოველით, რომ ისინი მალე გადადგამენ პრაქტიკულ ნაბიჯებს მოლაპარაკებებში, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მთელი ევროპისთვის. ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო: დარწმუნებული ვარ, რომ თუ ამას ახლავე არ გავაკეთებთ, ევროპა ზამთარში დიდ ზარალს მიიღებს. მხოლოდ სწრაფ კოორდინირებულ ქმედებებს შეუძლია შეაჩეროს კრიზისი”, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.


წყარო:: Bloomberg, "ბიზნეს ფორმულა"





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up