უკრაინა  მეორე ტურის მოლოდინში — სიტუაცია ძალიან წააგავს იმას, რაც იყო ოქტომბერ-ნოემბერში საქართველოში

უკრაინა მეორე ტურის მოლოდინში — სიტუაცია ძალიან წააგავს იმას, რაც იყო ოქტომბერ-ნოემბერში საქართველოში

access_time2019-04-01 20:00:27


მაშ ასე, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გავიდნენ მსახიობი, ტელეწამყვანი და კომიკოსი ვლადიმერ ზელენსკი და მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო.


სიტუაცია ძაან წააგავს იმას, რაც იყო ოქტომბერ-ნოემბერში საქართველოში, თუმცა, გაურკვევლობა კიდევ უფრო მეტია - უკრაინაში არის რამდენიმე ძლიერი და ერთნაირი წონის მქონე ოლიგარქი, შესაბამისად, თუ საქართველოში ფულის ყრა არჩევნებზე შეუძლია მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, იქ - კიდევ რამდენიმე ადამიანს. საბოლოო ჯამში ეს ქმნის ხელისუფლების შეცვლას უფრო რეალისტურ და შედარებით მარტივ ამოცანად, ვიდრე საქართველოში.


თუმცა, უკრაინაც პოსტსაბჭოთა ქვეყანაა და ადმინისტრაციულ რესურსს იქაც აქვს უდიდესი მნიშვნელობა.


ამ ეტაპზე პოროშენკოს ჩამორჩენა ზელენსკისგან ჩანს თითქმის დაუძლეველი - 18% მიიღო მოქმედმა პრეზიდენტმა, ხოლო შოუმენმა - 30%.


გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებისგან განსხვავებით, უკრაინაში იყო ძალიან მაღალი დასწრება  - 63%, რაც ამცირებს შექმნილი სურათის შეცვლის შესაძლებლობას ამომრჩეველთა აქტიურობის ზრდის ხარჯზე.


თუმცა, მეორე ტურთან დაკავშირებით უკრაინელ ექსპერტებს შორის აზრები გაიყო  - ნაწილი მიიჩნევს, რომ ზელენსკის გამარჯვება გარანტირებულია, სხვები კი თვლიან, რომ პოროშენკოს ჯერ კიდევ აქვს სიტუაციის გადარჩენის შანსები - ძირითადად, სხვა კანდიდატების სასარგებლოდ მიცემული ხმების ხარჯზე.


სოციოლოგიურ სამსახურ „რეიტინგის“ დირექტორის  რუსლან ბორტნიკის აზრით, მე-2 ტურში ზელენსკის აქვს გამარჯვების მეტი შანსი, რადგანაც პოროშენკოს წინააღმდეგ მუშაობს მისი მაღალი უარყოფითი რეიტინგი - ჩატარებულ გამოკითხვაში რესპოდენტთა 50%-მა განაცხადა, რომ არავითარი შემთხვევაში არ მისცემს ხმას მოქმედ პრეზიდენტს.


გაურკვევლობას სიტუაციაში ხედავს ექსპერტი ვლადიმერ ფესენკო, რომელის ასევე მიიჩნევს, რომ ზელენსკის აქვს მეტი შანსი, თუმცა, არც პოროშენკოსთვისაც არაა ყველაფერი დაკარგული.



„პოროშენკოს ბანაკში დარწმუნებულები არიან, რომ მე-2 ტურში ადვილად დაამარცხებენ ზელენსკის. მის წინააღმდეგ გამოიყენებენ დებატებს, კომპრომატებს, შეეცდებიან გაფანტონ ახალგაზრდობის ყურადღება, რადგანაც სწორედ ახალგაზრდობაა ზელენსკის ძირითადი ელექტორალური რესურსი. შეძლებენ თუ არა ამის გაკეთებას - ეს კითხვა ღია რჩება, თუმცა, ამის ალბათობა არსებობს და არც თუ ისე დაბალი,“ - თვლის ფესენკო.


​​მისი აზრით, ოპონენტის შანსები გამარჯვებაზე გაიზრდება იმ შემთხვევაში, თუ დამარცხებული ოპოზიციური კანდიდატები მოუწოდებენ თავიანთ ამომრჩევლებს პოროშენკოს წინააღმდეგ ხმის მიცემას.


კენანის ინსტიტუტის უკრაინის ფილიალის დირექტორის მიხაილ მინაკოვის აზრით, ზელენსკი არის „ცარიელი“ პოლიტიკოსი, რომელსაც არ გააჩნია არავითარი პროგრამა, რაც აძლევს მას ყველა ტიპის საპროტესტო განწყობების კონცენტრირებას. ასევე მან შეძლო დიდი ქალაქების ახალგაზრდობის სიმპათიების მოპოვება, პირველ რიგში თავისი სატელევიზიო კარიერის წყალობით.


„ამომრჩევლები უყურებენ ზელენსკის სხვადასხვანაირად და თვლიან, რომ სწორედ ის განასახიერებს მათ პოლიტიკურ შეხედულებებს. ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილების ზრდის მიზეზი ძირითადად გახდა რეფორმების ჩავარდნა. ხოლო იმ რეფორმებს, რომლებიც ასე თუ ისე განხორციელდა, არ მოჰყვა ინფრასტრუქტურული კაპიტალდაბანდებები, რომლებიც მოახდენდნენ დადებით გავლენას ადამიანებს ცხოვრებაზე“ - ამბობს მინაკოვი.


მისი აზრით, არასწორია წარმოდგენა, რომ პოროშენკო სრულიად გაკოტრდა და მას არას გააჩნია მე-2 ტურსი გამარჯვების შანსი.


„მოქმედ პრეზიდენტსაც ჰყავს თავისი ელექტორატი - ძირითადად, პატარა ქალაქების მოსახლეობა, მათ შორის იქ, სადაც ყველაზე სერიოზულად დაზარალდნენ ახალგაზრდობის მიგრაციით. ასევე პოროშენკოს აქვს იმ ამომრჩეველთა იმედი, ვინც ჯერ არ გაერკვა საკუთარ სიმპათიებში და ამიტომაც არ წავიდა არჩევნებზე“  - თვლის ექსპერტი.


მისი აზრით, შესაძლებელია ამ კატეგორიამ საბოლოო ჯამში მისცეს ხმა პოროშენკოს კურსი მკვეთრი შეცვლის ან დასავლეთის მხრიდან მხარდაჭერის შესუსტების შიშით.


„პოროშენკოს მთავარი კოზირია შიში. რადიკალური ცვლილებების და დასავლეთის მხრიდან მხარდაჭერის დაკარგვის შიში. ზელენსკის უჭერს მხარს აღმოსავლეთ უკრაინა და ახალგაზრდობის დიდი ნაწილი, თუმცა, აღმოსავლეთი ნაკლებად აქტიურობს არჩევნებში, ვიდრე უფრო პოლიტიზირებული დასავლეთი, ახალგაზრდობა კი ნაკლებად დადის არჩევნებზე, ვიდრე ასაკოვანი ადამიანები. ორივე ამ ფაქტორს შეუძლია გაზარდოს პოროშენკოს შანსები“ - მიიჩნევს მიხაილ მინაკოვი.


უკვე დღეს ჩანს, რომ ზელენსკის წინააღმდეგ ერთ-ერთი არგუმენტი მე-2 ტურის წინ იქნება მისი კავშირი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზურ და ძლევამოსილ ოლიგარქთან იგორ კოლომოისკისთან.


ამით ხელისუფლება შეეცდება დაარწმუნოს მოსახლეობა, რომ ზელენსკის ერთ შეხედვით არასისტემური იმიჯი სინამდვილეში არის ტყუილი და ის მთლიანად თამაშობს დღევანდელი უკრაინული პოლიტიკური სისტემის წესების მიხედვით - ყველა მეტ-ნაკლებად შესამჩნევი უკრაინელი პოლიტიკოსი ან თვითონ არის ოლიგარქი, ან იმართება მათ მიერ.


პოროშენკომ უკვე დაუწყო აქტიურობა ამ მიმართულების და არჩევნების შემდეგ პირველივე ტურში მიიტანა იერიში მის ოპონენტზე - ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს პოროშენკომ ​ ზელენკის „კოლომოისკის მარიონეტი“ უწოდა.


„წინასაარჩევნო კამპანიის დროს ოლიგარქიულმა ტელეარხებმა გადამასხეს თავზე ტონობით სიბინძურე. მოუწოდებს უკრაინელ ხალხს არ მისცეს არც ერთი შანსი ოლიგარქს და მის მარიონეტს. რაც შეეხება პირველი ტურის შედეგებს - ზელენსკის ლიდერობამ პირველ ტურში დამაფიქრა უკრაინელი ხალხის პრიორიტეტებზე და გპირდებით, რომ სერიოზულად ვიმუშავებ შეცდომების გამოსწორებაზე,“ - განაცხადა პირველ ტურში დამარცხებულმა პრეზიდენტმა.


ზელენსკი ნამდვილად სარგებლობს კოლომოისკის მხარდაჭერით, რასაც არ მალავს თავად ოლიგარქი, თუმცა მისი თქმით, ეს არის ჩვეულებრივი სიმპატია და ის არ აფინანსებს მას, რადგანაც არ გააჩნია ამის შესაძლებლობები.


კოლომოისკის და ასევე რამდენიმე სხვა უკრაინელი ოლიგარქების ტელეარხები ღიად უჭერენ მხარს ოპოზიციურ კანდიდატს, თუმცა ის უარყოფს მათთან რაიმე კავშირს და ამბობს, რომი ისინი უჭერენ მას მხარს საკუთარი ინიციატივით.


თენგიზ აბლოთია



თეგები:
უკრაინა



სამი პუტინი: მემკვიდრე, ოფიცერი, იმპერატორი

სამი პუტინი: მემკვიდრე, ოფიცერი, იმპერატორი
access_time2019-08-17 16:00:29
„ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად“.                                                                                        ...

„პოზიტიური მესიჯებით ცდილობენ დაასტაბილურონ ლარი. ადამიანები კი სხვა მდგომარეობას აწყდებიან ქუჩაში - საწვავის, პროდუქტის გაძვირებას..."

„პოზიტიური მესიჯებით ცდილობენ დაასტაბილურონ ლარი. ადამიანები კი სხვა მდგომარეობას აწყდებიან ქუჩაში - საწვავის, პროდუქტის გაძვირებას...
access_time2019-08-17 14:00:48
“როგორც არ უნდა ვისაუბროთ სხვადასხვა ფაქოტრებზე და შეცდომებზე, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ლარის კურსის ვარდნას იწვევს არის ის, რომ ჩვენი ეკონომიკა არ იზრდება იმ დოზით, რა დოზითაც ლარს სჭირდება გასამყარებლად. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ 2004-2012 წლები, როცა ლარი მყარდებოდა“, - ამბობს გია ჯანდიერი, „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცეპრეზიდენტი, რომელიც არც წინა ხელისუფლების შეცდომებზე საუბრისგან იკავებს თავს, თუმცა, თვლის, რომ მაშინდელი ეკონომიკური ზრდის ტემპი...

საქართველოში სასტუმროების ფასი 10%-ით დაეცა

საქართველოში სასტუმროების ფასი 10%-ით დაეცა
access_time2019-08-17 12:00:09
მიუხედავად მოლოდინებისა, რომ წელს, ზაფხულის სეზონზე ტურისტების შემოდინება შემცირდებოდა, რაც საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახებოდა, ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის მე-2 კვარტალში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.2 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან...

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია Yext, Inc-ი ახალი სიტყვა უზარმაზარ საძიებო ბიზნესში

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია Yext, Inc-ი ახალი სიტყვა უზარმაზარ საძიებო ბიზნესში
access_time2019-08-16 20:30:06
მოგესლამებით. მინდა გაუწყოთ რომ 17 ივლისს JDinvesment ის პორტფელს დაემატა კიდევ ერთი, ჩვენი აზრით, პერსპექტიული კომპანია. ეს კომპანია არის ტექნოლოგიური კომპანია და ქმნის პროდუქტს რომელიც, დღევანდელ ინტერნეტ სივრცეში დიდ საჭიროებას წარმოადგენს. ამაში ადვილად დავრწმუნდებით ცოტა ხანში, როდესაც ამ კომპანიის ფუნდამენტალური ანალიზით დავკავდებით. შევეცდები მაქსიმალურად იოლად ავხსნა კომპანიის ბიზნესმოდელი და მისი ფინანსური მაჩვენებლები. ასე დაგანახოთ საინვესტიციო უპირატესობები. გვეწვიეთ საიტზე...

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ შვიდი ავტომობილის ექსპლუატაციაზე 89,924.53 ლარი დაიხარჯა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ შვიდი ავტომობილის ექსპლუატაციაზე 89,924.53 ლარი დაიხარჯა
access_time2019-08-16 19:30:37
სახელმწიფო აუდიტის სამსახური აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მასთან არსებული ორგანიზაციების მიერ სამსახურებრივი სარგებლობის ავტომანქანების ექსპლუატაციის პროცესში საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვისა და ავტომანქანების არაეფექტიანად გამოყენების რისკებზე მიუთითებს. კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მასთან არსებული ორგანიზაციების ფინანსური აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასულ წელს სამსახურებრივი სარგებლობის სამორიგეო...


მსგავსი სიახლეები

up