უკრაინა ირანისგან ჩამოგდებული ავიალაინერის „შავ ყუთებს“ ითხოვს

უკრაინა ირანისგან ჩამოგდებული ავიალაინერის „შავ ყუთებს“ ითხოვს

access_time2020-01-15 20:20:42

უკრაინა ირანისგან ჩამოგდებული სამგზავრო ავიალაინერის „შავი ყუთების“ გადაცემას ითხოვს. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

უკრაინული მხარის ცნობით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და გენერალურმა პროკურატურამ უკვე მიმართეს ირანის შესაბამის ორგანოებს ბორტჩამწერების გადასაცემად.

 

„უკრაინა მიმართავს ყველა ზომას ბორტჩამწერების შესაბამისი გაშიფრვის უზრუნველსაყოფად და ავიაკატასროფის გარემოებების გამოძიებისას მტკიცებულებების შესანახად“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

 


ამასთან, უკრაინის ელჩმა აშშ-ში ვლადიმირ ელჩენკომ განაცხადა, რომ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების ავიალაინერის კატასტროფის გამოძიება კომპანია „ბოინგის“ მონაწილეობით ჩატარდება. დიპლომატის ინფორმაციით, საგამოძიებო კომისიაში „ბოინგის“ წარმომადგენლების გარდა შევლენ იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომელთა მოქალაქეებიც ემსხვერპლნენ ავიაკატასტროფას.

 

აღსანიშნავია, რომ მანამდე ირანის განცხადების მიხედვით, ქვეყნის ხელისუფლება ჩამოგდებული თვითმფრინავის „შავ ყუთებს“ გასაშიფრად საფრანგეთში გაგზავნის.

 

უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო „ბოინგი“ თეირანის აეროპორტთან 8 იანვარს ჩამოვარდა, რასაც 176 ადამიანი ემსხვერპლა. სამი დღის შემდეგ, ირანის ხელისუფლებამ აღიარა, რომ თვითმფრინავი სამხედროებმა შეცდომით ჩამოაგდეს. 14 იანვარს ირანის მთავრობამ ავიალაინერის ჩამოგდების საქმის გამოძიების ფარგლებში რამდენიმე ადამიანის დაკავების შესახებ განაცხადა.

 

წყარო: პირველი არხი





ტერაბანკმა იურიდიული პირებისთვის მობაილბანკი შექმნა

ტერაბანკმა იურიდიული პირებისთვის მობაილბანკი შექმნა
access_time2020-02-19 09:30:19
ტერაბანკი დისტანციური მომსახურების არხების განვითარებას განაგრძობს და წლის პირველ სიახლეს იურიდიულ პირებს სთავაზობს. ამიერიდან მათ უკვე მობაილბანკით სარგებლობა და სხვადასხვა ოპერაციის აპლიკაციის დახმარებით შესრულება შეუძლიათ. მობაილბანკის დახმარებით იურიდიულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ან სხვის მიერ შექმნილი დავალებები დაადასტურონ, საინფორმაციო გზავნილებისა თუ დასადასტურებელი დავალებების შესახებ Push შეტყობინებები მიიღონ და მარტივი ავტორიზაციით —...

რუსეთი ჩინეთის მოქალაქეებისთვის საზღვრებს კეტავს

რუსეთი ჩინეთის მოქალაქეებისთვის საზღვრებს კეტავს
access_time2020-02-19 10:50:56
რუსეთი ჩინეთის მოქალაქეებისთვის საზღვრებს კეტავს. 20 თებერვლიდან რუსეთში შესვლა ჩინეთიდან ყველა ვიზიტორისთვის აკრძალული იქნება. პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც ჩინეთის მოქალაქეების რუსეთში შესვლას კრძალავს. ამის შესახებ ინფორმაცია, ჟურნალისტებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ოპერატიული შტაბში განუცხადეს. რუსეთში დაწესებული აკრძალვა...

გიორგი გახარია - ფონდების შესახებ კანონზე მუშაობა დასრულებულია და პარლამენტს გადაეგზავნება

გიორგი გახარია - ფონდების შესახებ კანონზე მუშაობა დასრულებულია და პარლამენტს გადაეგზავნება
access_time2020-02-19 10:40:28
„ფონდების შესახებ კანონი არის უაღრესად აუცილებელი კაპიტალის ბაზრის შემდგომი განვითარებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ფონდების შესახებ კანონზე მუშაობა დასრულებულია და პარლამენტს გადაეგზავნება. „ფონდების შესახებ კანონი, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობდა დაახლოებით ოთხი წელი, დასრულდა წარმატებულად. ყველაზე მნიშვნელოვანი...

ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა - არსებობს იაფფასიანი მწარმოებელი ქვეყნის რიგებში გადასვლის დიდი რისკი

ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა - არსებობს იაფფასიანი მწარმოებელი ქვეყნის რიგებში გადასვლის დიდი რისკი
access_time2020-02-18 19:32:12
ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა. „კომერსანტმა“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული  სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია თუ რომელი ქვეყანა ყიდულობს ქართულ ღვინოს ყველაზე დიდი რაოდენობით. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2018 წელთან შედარებით 2019 წელს რუსეთში 4 366,2 ათასი ლიტრით მეტი ღვინის ექსპორტირება მოხდა. ჯამში 2019 წელს რუსეთში 133 251,5 აშშ დოლარის ღვინო...

„m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა

„m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა
access_time2020-02-18 15:30:46
17 თებერვალს, „m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში, გაყიდვების ახალი ოფისი გახსნა. ოფისის გახსნას უკავშირდება უპრეცედენტო ფასდაკლების აქციაც, რომელიც თითო ბინაზე 30 000 ლარამდე ფასდაკლებას ითვალისწინებს, ფასდაკლება გავრცელდება როგორც სტუდიოს ტიპის, ისე ორსაძინებლიან 30 ბინაზე. ოფისი თანამედროვედ მოწყობილი საქმიანი სივრცეა. აქ ბინის შეძენის, მსურველები, მიმდინარე თუ დასრულებული კომპლექსების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ, გაეცნობიან ამა თუ იმ პროექტის ძირითად...


მსგავსი სიახლეები

up