უკრაინა გერმანიას საბრძოლო ხომალდებს და საზენიტო კომპლექსებს სთხოვს

უკრაინა გერმანიას საბრძოლო ხომალდებს და საზენიტო კომპლექსებს სთხოვს

access_time2022-01-19 20:00:19

გერმანიის მთავრობამ უარი განაცხადა შეიარაღების მიწოდებაზე უკრაინისთვის, რომელიც რუსეთთან კონფლიქტის მდგომარეობაშია. უკრაინის ელჩს გერმანიაში ანდრეი მელნიკს კი არ სურს ბერლინის ამ გადაწყვეტილებასთან შეგუება და კვლავაც დაჟინებით ითხოვს იარაღის მიწოდებას, თანაც კონკრეტულ სახეობებს ასახელებს.



„პირველ რიგში საუბარია საბრძოლო ხომალდებზე, რომლებიც საუკეთესოა მსოფლიოში და რომლებიც ჩვენ უკიდურესად გვჭირდება შავი და აზოვის ზღვების გრძელი სანაპიროების დასაცავად“, - განაცხადა ელჩმა dpa-თან ინტერვიუში, რომელიც ოთხშაბათს, 19 იანვარს გამოქვეყნდა.



მელნიკის თქმით, მის ქვეყანას ასევე სასიცოცხლოდ ესაჭიროება თანამედროვე საზენიტო კომპლექსები. მისი თქმით, ასეთ კომპლექსებს გერმანიის თავდაცვის კონცერნები აწარმოებენ.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 18 იანვარს კიდევ ერთხელ არ დააკმაყოფილა კიევის თხოვნა და აღნიშნა, რომ გერმანია ბევრი წელია დაბალანსებული სტრატეგიით ხელმძღვანელობს, რაც ლეტალური შეიარაღების მიწოდებას გამორიცხვას.



ზოგიერთი გერმანელი პოლიტიკოსი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების მომხრეა




ამავე დროს, გერმანიაში სულ უფრო ხშირად აყენებენ ეჭვქვეშ ოფიციალური ბერლინის ასეთ პოზიციას. ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის წარმომადგენელმა მარი-ატრეს ცემერმანმა განაცხადა, რომ გერმანია უნდა დაფიქრდეს უკრაინისთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდებაზე.



ამ მოსაზრებას ოპოზიციური ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი ჰენინგ ოტე ეთანხმება. „თუ უკრაინა თავდაცვით შეიარაღებას გვთხოვს რუსეთის შესაძლო აგრესიისგან თავის დასაცავად, ჩვენ არ შეგვიძლია ამაზე უარის თქმა. ეს უპასუხისმგებლო პოლიტიკაა“, - აღნიშნა ოტემ და დასძინა, რომ ის არ ეტყოდა უკრაინას უარს საზენიტო კომპლექსების მიწოდებაზე.



ვაშინგტონი: რუსეთი უკრაინას ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაესხას თავს



ამასობაში, ვაშინგტონში კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენცია რეალური საფრთხეა. „ახლა იმ ეტაპზე ვართ, როდესაც რუსეთს ნებისმიერ მომენტში შეუძლია უკრაინაზე თავდასხმა“, - განაცხადა 18 იანვარს ვაშინგტონში თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯენ პსაკიმ. არსებულ ვითარებას მან „უკიდურესად საშიში“ უწოდა. მისივე თქმით, ამის გამო აშშ-ის ადმინისტრაცია არცერთ სცენარს არ გამორიცხავს.



დასავლეთის მონაცემებით, უკრაინის საზღვართან და ყირიმის ნახევარკუნძულზე ამ დროისთვის დაახლოებით 100 000 რუსი სამხედროა მობილიზებული. დასავლეთი რუსეთს ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს და უკრაინაზე თავდასხმის საპასუხოდ მასშტაბური სანქციებით ემუქრება. ამავე დროს, რუსეთი უარყოფს უკრაინაზე ახალ თავდასხმას და აშშ-ისა და ნატოსგან დოკუმენტირებულ გარანტიებს ითხოვს, რომ ალიანსი აღმოსავლეთით გაფართოებაზე უარს იტყვის.



DW.DE




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up