უკრაინა და საქართველო NATO-ს წევრობისთვის მზად არ არიან

უკრაინა და საქართველო NATO-ს წევრობისთვის მზად არ არიან

access_time2018-03-12 13:03:41

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში კურტ ვოლკერი მიიჩნევს, რომ საქართველოსა და უკრაინას NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმა - MAP-ი ჯერ კიდევ 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე უნდა მიეღოთ. ამის შესახებ ვოლკერმა ბრიუსელში უკრაინულ სააგენტო „უნიანთან" საუბრისას განაცხადა.

 


„აშშ მხარს უჭერდა უკრაინასა და საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას, რაც სწორი იყო და უნდა გაკეთებულიყო, რადგან წევრობის სამოქმედო გეგმა წევრობის გარანტია არ არის. ეს ინსტრუმენტია, რომელიც ქვეყანას ეხმარება, მოემზადოს იმისათვის, რომ მოგვიანებით სანდო კანდიდატი გახდეს", - განმარტა ამერიკელმა დიპლომატმა.

 

ამასთან, კურტ ვოლკერმა აღნიშნა, რომ არც 2008 წელს და არც ახლა უკრაინა და საქართველო ალიანსის წევრობისთვის მზად არ არიან.


 

„მათ ბევრი სამუშაო ჰქონდათ შესასრულებელი. ახლაც ორივე ქვეყანას ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი. წევრობის სამოქმედო გეგმა კი, შემუშავებული იყო როგორც ინსტრუმენტი", - განაცხადა ვოლკერმა.

 

მან ასევე განაცხადა, რომ 2008 წელს NATO-ს ზოგიერთი წევრი, რუსეთის ფაქტორის გამო, საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭების წინააღმდეგი იყო.

 

„პირველი არხი“



„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“

„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“
access_time2021-07-25 16:00:36
ბიო მეურნეობა ,,სამყურა“ პანდემიის მიუხედავად გაფართოებას ახერხებს. მზესუმზირის ზეთის წარმოების დაწყების შემდეგ, მეურნეობა კაფი გახსნას და სათბურის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მეურნეობის...

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“
access_time2021-07-25 14:00:26
„მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა განაცხადა. კახახაზარაძე აცხადებს, რომ ინფიცირების მატების შესაჩერებლად ერთ-ერთი გზა...

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა - რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა -  რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება
access_time2021-07-25 12:00:37
ვირის რძით დამზადებული თავის მოვლის საშუალებებს, ახლა უკვე ჩაის საპონიც დაემატა. როგორც კომპანია „დემას“ დამფუძნებელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას...

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები
access_time2021-07-25 11:15:55
წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, ევროპის ქვეყნებში სტიქიის შედეგად დაზიანებული რამდენი ავტომობილი შემოვა საქართველოში, თუმცა საფრთხე რეალურია, რომ რამდენიმე პროცენტი...

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის
access_time2021-07-25 10:00:07
“ბანკების ასოციაციაში” აცხადებენ, რომ საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც დღის წესრიგში დგას. როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე...


მსგავსი სიახლეები

up