უკომპრომისო ვიქნებით და ვერ დავუშვებთ ისეთ ადგილებში მშენებლობის ნებართვის გაცემას -  რა აჩვენა ჟვანიას ქუჩის კვლევებმა

უკომპრომისო ვიქნებით და ვერ დავუშვებთ ისეთ ადგილებში მშენებლობის ნებართვის გაცემას - რა აჩვენა ჟვანიას ქუჩის კვლევებმა

access_time2019-06-12 12:43:25


მდინარე ვარაზისხევის ხეობის ზედაწელის 200 ჰა ფართობზე, რომელიც ჟვანიას, ღოღობერიძის, ჯაფარიძისა და მარაბდის ქუჩებსმოიცავდა, საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური კვლევებიჩატარდა.


აღნიშნული კვლევების შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა.


„ბევრი კრიტიკა მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, რომ აქ განაშენიანების რეგულირების ძალიან ბევრი გეგმა და სამშენებლო მოედანი იყო გამზადებული იმისთვის, რომ მშენებლობები დაწყებულიყო. ინვესტორებისგან ძალიან დიდი შემოტევა იყო, თუმცა ჩვენთვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ ყველა სამშენებლო ნებართვა შევაჩერეთ და ჩავატარეთ კვლევა, რომ გაგვეგო რეალურად, არის თუ არა საფრთხის შემცველი ეს კონკრეტული ფერდები და ქუჩები. როდესაც ჩვენ ქალაქის სწორ განვითარებაზე ვსაუბრობთ, ზუსტად მსგავსი კვლევების ჩატარებაა მნიშვნელოვანი. არავისთვის საწყენი არ უნდა იყოს, რატომარ ხდება ნებართვების გაცემა. როდესაც საქმე ადამიანების სიცოცხლეს ეხება, უკომპრომისო ვიქნებით და ვერ დავუშვებთ ისეთ ადგილებში მშენებლობის ნებართვის გაცემას, რომელიც შეიძლება სამომავლოდ პრობლემა იყოს. შესაბამისად, ის გრგ-ები და ნებართვები, რომლებიც მშენებლობის ნებართვის მიღებას ელოდებოდნენ, ამ კონკრეტულ არეალში უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ვერ განხორციელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.



ჩატარებული კვლევების შესახებ დეტალურად თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ ისაუბრა.


„ჟვანიას ქუჩისა და მიმდებარე ტერიტორიის (მარცხენა და მარჯვენა ფერდების) კვლევა მერის დავალების შესაბამისად ჩატარდა. ორივე ფერდის ძალიან დეტალური კვლევა მოხდა, რომელიც დაახლოებით, 200 ჰა-ზე ჩატარდა და რომელმაც აღნიშნული ფერდების გეოლოგიური, ჰიდროლოგიური და გეოსაინჟინრო მდგრადობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოგვცა. სამწუხაროდ, ის მოლოდინები, რაც აღნიშნულ ფერდებთან დაკავშირებით გვქონდა, დადასტურდა. განსაკუთრებით, საუბარია მარჯვენა ფერდის მძიმე გეოლოგიურ-ჰიდროლოგიურ მდგრადობასთან დაკავშირებით. იქედან გამომდინარე, რომ ახალი მენეჯმენტის დროს, აღნიშნულ ტერიტორიაზე არცერთი სამშენებლო ნებართვა არ გაცემულა და დამტკიცებული გრგ შეუსაბამო გრგ-დ გამოცხადდა,აღნიშნულმა კვლევამ დაადასტურა, რომ სწორად მოვიქეცით, როდესაც გამზადებული სამშენებლო ნებართვები არ გავეცით, რადგანაც პრობლემა შეიძლება შეექმნას ყველა იმ პროექტს, რომლის განხორციელებაც მარჯვენა ფერდზე იყო გადაწყვეტილი“, - განაცხადა მაია ბითაძემ.


რაც შეეხება უკვე გაცემულ სამშენებლო ნებართვებსა და დაწყებულ სამშენებლო სამუშაოებს, მერის მოადგილის განმარტებით, უკვე აშენებულ ობიექტებთან მიმართებით, დამატებითი ღონისძიებები გატარდება, რომელიც მარჯვენა ფერდზე არის განთავსებული.


„კვლევის თანახმად, სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, დამატებითი პრევენციული ღონისძიებები უნდა განხორციელდეს ქვათა ცვენისა და გეოლოგიური მდგრადობიდან გამომდინარე. ასევე, ჩვენ კომუნიკაცია გვქონდა „ბალტიკდეველოპმენტის“ წარმომადგენლებთან, რადგან მარცხენა ფერდზე ქვათა ცვენის საშიშროება არსებობს. შესაბამისად, მათ მიეცათ რეკომენდაციები და ქვათა ცვენის საწინააღმდეგოდ, დამატებით ღონისძიებებს გაატარებენ. მათთან მოლაპარაკების გზით გადაწყდა, რომ აღნიშნულ ხევში ასევე,ჰიდროლოგიური ნაწილია გასაუმჯობესებელი და ისინი მოწყობილ წყალგამტარს 1.5 მეტრით აამაღლებენ, როგორც ეს კვლევის შედეგებშია ასახული. აღნიშნული ღონისძიება კვლევისა და ექსპერტების დასკვნის საფუძველზე, ასწლოვანი პოტენციური წყალმოვარდნის დროს, რაიმე სახის რისკსმთლიანად გამორიცხავს“, - აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.






სებ-ის განცხადება ლარის გაუფასურებაზე - საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი

სებ-ის განცხადება ლარის გაუფასურებაზე - საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი
access_time2019-06-27 11:50:53
საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურებასთანდ აკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ინფორმაციას „კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ: “საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი. სავალუტო კურსზე გავლენას ახდენს სხვადასხვა შიდა და გარე ფაქტორი, მათ შორის მოლოდინები. შესაბამისად, ინფორმაცია რუსეთიდან ტურისტული ნაკადების მოსალოდნელი შემცირების...

“ჩვენი მოლოდინი იყო, რომ საქართველოში წელს 1.7 მლნ-ზე მეტი რუსი ტურისტი შემოვიდოდა, მათი დანახარჯები კი 2.5 მლრდ ლარი იქნებოდა“

“ჩვენი მოლოდინი იყო, რომ საქართველოში წელს  1.7 მლნ-ზე მეტი რუსი ტურისტი შემოვიდოდა, მათი დანახარჯები კი 2.5 მლრდ ლარი იქნებოდა“
access_time2019-06-27 10:00:54
„ჩვენი მოლოდინი იყო, რომ წლის ბოლომდე საქართველოში ტურისტული მიზნებით 1.7 მილიონზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდოდა, მათი დანახარჯები კი 2.5 მილიარდი ლარი იქნებოდა. ბუნებრივია, დღეს ჩვენ ვდგავართ გამოწვევის წინაშე. ჩვენი როლი და ფუნქცია არის ის, რომ შევასუსტოთ ეს დარტყმა და დანაკარგი.“ რადიო კომერსანტის გადაცემაში „მთავარი ფაქტორი“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი...

რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია - რუსი ტურისტები მაინც ჩამოდიან საქართველოში

რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია - რუსი ტურისტები მაინც ჩამოდიან საქართველოში
access_time2019-06-26 18:30:58
რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა, ვინც გეგმავდა ამ ზაფხულს საქართველოში ჩასვლას, არ აუქმებს შეკვეთილ ტურებს - იუწყება რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია. „ნეგატიური პროგნოზების მიუხედავად, შექმნილი სიტუაცია არაა კრიტიკული. ტურების გაუქმების მაჩვენებელი მინიმალურია,“ - განაცხადეს ასოციაციაში. როგორც აღმოჩნდა, რუს ტურისტებს არ აშინებთ საავიაციო მიმოსვლის აკრძალვის - ასოციაციის მონაცემებით, ამჟამად საქართველოში წამსვლელები ჯავშნიან ბილეთებს...

ლაშა პაპაშვილი:„რუსული ტურისტული ემბარგო ძირითადად მცირე და საშუალო ტიპის სასტუმროებს დაარტყამს“

ლაშა პაპაშვილი:„რუსული ტურისტული ემბარგო ძირითადად მცირე და საშუალო ტიპის სასტუმროებს დაარტყამს“
access_time2019-06-27 11:00:18
„რუსული ტურისტული ემბარგო ძირითადად მცირე და საშუალო ტიპის სასტუმროებს დაარტყამს,“— ამის შესახებ „კომერსანტს“ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, რუსეთმა პირდაპირი ავიარეისები კი აკრძალა, მაგრამ ვისაც საქართველოში ჩამოსვლა უნდა, ჩამოვა. „ რუსებმა ტრანზიტული ქვეყნებიდან საქართველოში 6-7 წელი იფრინეს....

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადება - ასოციაციის წევრები სრულად ვიზიარებთ ქართული საზოგადოების გულწრფელ და სამართლიან პროტესტს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადება -  ასოციაციის წევრები სრულად ვიზიარებთ ქართული საზოგადოების გულწრფელ და სამართლიან პროტესტს
access_time2019-06-26 16:45:37
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, როგორც ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანება, რომელიც სამოცდაათზე მეტ მსხვილ კომპანიას აერთიანებს, ბოლო დროს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ასოციაციის რიგით მეექვსე ყრილობაზე მიღებული განცხადებით გამოეხმაურა. ასოციაციის მე-6 ყრილობა 25 ივნისს გაიმართა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოსა და სხვა მმართველი ორგანოების წევრები იქნენ...


მსგავსი სიახლეები

up