უკიდურესი ანტისანიტარია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში – რა ანგრევს ქვეყნის იმიჯს?!

უკიდურესი ანტისანიტარია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში – რა ანგრევს ქვეყნის იმიჯს?!

access_time2021-08-31 11:00:35

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი ქვეყნის ყველაზე დიდი სასაზღვრო პუნქტია. 2021 წლის იანვარ ივლისში ყოველი მე-3 ვიზიტორი ქვეყანაში ამ გზით შემოვიდა. სანამ ტურისტები ნარიყალას, მცხეთას, უფლისციხეს ან ყაზბეგს ნახავდნენ, აეროპორტის უკიდურესად დაბინძურებული ტერმინალი მოხვდებოდათ თვალში.


თბილისის აეროპორტმა ყურადღება ჯერ კიდევ 2000-იან წლებში მას შემდეგ მიიქცია, რაც ქარმა ტერმინალს რამდენჯერმე სახურავი გადახადა, მაშინ TAV-მა უცნაურად იმართლა თავი - არ გვეგონა ასეთი ძლიერი ქარი თუ იქნებოდაო.


სახურავი მხოლოდ პრობლემის ნაწილი იყო. მაღალი ტარიფები ავიაციის და ტურიზმის განვითარების შეფერხებას იწვევდა, ქუთაისის აეროპორტი სწორედ ამ მიზნით აშენდა. თუ 2013-2019 წლებში თბილისის აეროპორტის მგზავრთნაკადი 157%-ით გაიზარდა, იმავე პერიოდში ქუთაისის აეროპორტში ზრდის ტემპმა 364% შეადგინა და ბათუმის აეროპორტი, რომელშიც ასევე TAV ოპერირებს, უკან ჩამოიტოვა. თუ ქუთაისიდან მილანში ან ფრანკფურტში მოსახვედრად ბილეთის წინასწარ ყიდვის შემთხვევაში 22-25 დოლარი საკმარისია, თბილისის აეროპორტში $24-ს მხოლოდ მოსაკრებლის ღირებულება შეადგენს.


აეროპორტში მეორე ასაფრენი ბილიკის მაგივრად TAV-ის გადაწყვეტილებით მხოლოდ არსებული ბილიკი მოდერნიზება მოხდა, კომპანიის მტკიცებით მასზე $65 მლნ დაიხარჯა და ამის სანაცვლოდ ოპერირების ვადა 10 წლითა და 9 თვით – 2037 წლის ნოემბრამდე გახანგრძლივდა.


თბილისის აეროპორტს შეიძლება სინგაპურის ჩანგის აეროპორტთან გათანაბრება ვერ მოვთხოვოთ, მაგრამ ელემენტარული ჰიგიენური ნორმების უგულებელყოფა უკვე წითელი ხაზია. ფოტოებზე, რომლებიც „კომერსანტმა“ გადაიღო აეროპორტში, კარგად ჩანს დაბინძურებული იატაკი და საპირფარეშოები, კუთხეებში მიყრილი ნაგავი – სრული ანტისანიტარია!


ფოტოებიდან ცხადი ხდება, რომ მიმდებარე ტერიტორია 1 დღის დაულაგებელი არ არის.





ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა შთაბეჭდილება შეიძლება დარჩეს ტურისტს ან ინვესტორს,  აღნიშნული სურათის დანახვისას.


თუ სახელმწიფომ TAV-ს კონტრაქტი კიდევ არ გაუხანგრძლივა, ის თბილისში 2037 წლის ბოლომდე დარჩება. სახელმწიფოსთან კომპანიის კონტრაქტში შეტანილია თუ არა პუნქტი აეროპორტის სანიტარიასთან დაკავშირებით, ეს არ ვიცით, მაგრამ ნებისმიერი პასუხისმგებლობიანი კომპანია რომ ამ საკითხს უდიდეს ყურადღებას უთმობს, ეს ფაქტია. თუმცა აქ მხოლოდ კომპანიის უპასუხისმგებლობა არ არის პრობლემა – მთავარია ქვეყნის იმიჯი, რომლის შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ტურიზმზე მოდის. დაასუფთავეთ!

 



თბილისის აეროპორტი 2005 წლის 31 ოქტომბრიდან თურქული TAV-ის მმართველობაშია. 2006-2020 წლებში აეროპორტი 24 მლნ-მდე მგზავრს მოემსახურა, მათგან ყველაზე ბევრ - 3.8 მლნ-ს 2018 წელს, 2019 წელს რუსეთის მიერ ივლისში ფრენების აკრძალვის შედეგად მგზავრთნაკადი 3%-ით შემცირდა. 2018 წელს საზღვარი თბილისის აეროპორტის მეშვეობით 1.402 მლნ პირმა გადმოკვეთა, 2019 წელს 1.356 მლნ-მ, 2020 წელს კი მხოლოდ 203 ათასმა, რაც პანდემიითა და ლოქდაუნით იყო გამოწვეული.










„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up