უკანონოდ ნაწარმოები რეკონსტრუქციისა და მიშენებების გამო დაჯარიმებული მოქალაქეები, ჯარიმა-საურავებისგან გათავისუფლდებიან

უკანონოდ ნაწარმოები რეკონსტრუქციისა და მიშენებების გამო დაჯარიმებული მოქალაქეები, ჯარიმა-საურავებისგან გათავისუფლდებიან

person access_time2017-06-28 16:52:18

პარლამენტი, მიმდინარე სასესიო კვირას, მესამე მოსმენით დაამტკიცებს კანონში დაგეგმილ ცვლილებას, რითაც მოქალაქეები, ნებართვის დარღვევით ნაწარმოები რეკონსტრუქციისა და მიშენებების გამო დაკისრებული ჯარიმა-საურავებისგან გათავისუფლდებიან.

 

როგორც პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა და ინიციატორმა, დეპუტატმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, კანონში დაგეგმილი ცვლილებები მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, ფართები, სადაც ცხოვრობენ, დაიკანონონ, მოახდინონ ლეგალიზება და ამით საყოფაცხოვრებო პირობები გაიუმჯობესონ.

 

"ეს არის ჩვენი მიღწევა, რადგან არსებულ სიტუაციას წინა ხელისუფლება სათავისოდ იყენებდა - ჯარიმა-საურავებით დახუნძლულ მოქალაქეებს გავლენის ქვეშ აქცევდა და პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა. ჩვენ ამ ადამიანებს სოლიდარობას ვუცხადებთ, უკვე დარიცხული ჯარიმა-საურავისგან ვათავისუფლებთ და ვაძლევთ საშუალებას, საცხოვრებელი ფართების ლეგალიზება მოახდინონ", - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.


 

კიდევ ერთი კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი ასევე მესამე მოსმენით მიიღებს, ე.წ. K2-კოეფიციენტის დაგროვილი გადასახადის განწილვადების შესაძლებლობას გულისხმობს. ლულიაშვილის თქმით, შეღავათს უამრავი დაუმთარებელი სამშენებლო ობიექტი ელოდება.

 

"ეს შეღავათიც "ქართული ოცნების" პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რათა დაუმთავრებელი მშენებლობების პრობლემა საბოლოოდ დასრულდეს", - აღნიშნა გრიგოლ ლილუაშვილმა.

 

 



საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-11-29 11:00:07
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა, 3721 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 35 კოვიდინფიცირებული...

საქართველოს ნაკრებმა ფინეთიც დაამარცხა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია

საქართველოს ნაკრებმა ფინეთიც დაამარცხა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია
access_time2020-11-28 23:51:10
ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს საქართველოსა და ფინეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ვინაიდან მომდევნო წელს ევრობასკეტს საქართველო მასპინძლობს, ჩვენი ნაკრები ამ ტურნირზე ავტომატურად მოხვდა. მატჩი თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა. პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით მოიგო. მესამე მეოთხედში ფინეთმა მოგვიგო და ბოლო მეოთხედის წინ სიტუაცია დაძაბა.თუმცა საქართველოს ნაკრებმა ბოლო მეოთხედში ძალები მოიკრიბა, დალაგებულად ითამაშა და საბოლოოდ, 91:85...

27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2020-11-27 18:15:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3164 ლარი გახდა....

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-27 21:00:33
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„მარტში რესტორნების სასაფლაოს მივიღებთ, მათი 90% ვეღარ გაიხსნება“ - რესტორატორთა ასოციაცია მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გატანის სერვისზე გადადიან. „რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი კოტე გაბრიჩიძე „კომერსანტთან“...

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ
access_time2020-11-27 16:15:35
თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელების განცხადებით, მთავრობის მიერ გამოცხადებულმა ე.წ. ლოკდაუნმა ისინი მწარე რეალობის წინაშე დააყენა, ყოველი დაკეტილი დღე 6 ცენტრისთვის 10 მილიონი ზარალია. თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები პრემიერმინისტრსა და ანტიკრიზისულ საბჭოს მიმართავენ. ეს სავაჭრო ცენტრებია: გალერეა თბილისი;თბილისი მოლი;ისთ ფოინთი;თბილისი ცენტრალი;ქარვასლა;სითი...


მსგავსი სიახლეები

up