უკანონო მორატორიუმი - 4468-მა პატიმარმა შესაძლოა პრეზიდენტს სასამართლოში უჩივლოს

უკანონო მორატორიუმი - 4468-მა პატიმარმა შესაძლოა პრეზიდენტს სასამართლოში უჩივლოს

access_time2019-09-22 19:59:30

შეწყალებაზე მორატორიუმის გამოცხადების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს 4468 ადამიანი ელოდება. ეს იმ მსჯავრდებულებია, რომლებმაც პრეზიდენტს შეწაყალების თხოვნით მიმართეს. კონსტიტუციონალისტები „რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ ზურაბიშვილის ეს გადაწყვეტილება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. მათი თქმით, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მიხედვით, პრეზიდენტი ვალდებულია ყველა მსჯავრდებულის განცხადება განიხილოს და მას ერთპიროვნულად არ აქვს უფლება ამ პროცესის შეჩერებაზე, ან საერთოდ გაუქმებაზე გადაწყვეტილება მიიღოს.


კონსტიტუციონალისტების თქმით, ჯერჯერობით, რადგანაც მორატორიუმის გადაწყვეტილება ადმინისტრაციამ მხოლოდ სიტყვიერად გამოაცხადა, კონსტიტუცია არ ირღვევა. თუმცა, როგორც კი მისი დოკუმენტის სახით გამოცემა მოხდება, მაშინ ყველა იმ მსჯავრდებულს, რომელიც შეწყალების მოლდინშია, პრეზიდენტისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილი შეუძლია.


იურისტი და კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ როდესაც შეწყალებაზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს მხოლოდ ერთი ინსტიტუტის პრეროგატივა არ არის. ალაფიშვილი ამბოს, რომ ეს არის სახელმწიფოს ჰუმანურობის აქტი, რომელის გაფორმების უფლება ყველა ქვეყანაში პირველ პირებს აქვთ.


იურისტი აცხადებს, რომ არ შეიძლება პრეზიდენტმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადოს, რადგანაც ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს კონკრეტული ფუნქციის შესრულებაზე უარს ამბობს.


„მართალია კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს პრეზიდენტი მსჯავრდებულს შეიწყალებს და ეს მისი უფლებამოსილებაა, ასევე, შეუძლია კონკრეტული ადამიანის შეწყალებაზე მიიღოს ან არ მიიღოს გადაწყვეიტელბა, შეიწყალოს ან არ შეიწყალოს, მაგრამ აუცილებლად ეს (პატიმრის) განაცხადი რომ უნდა განიხილოს, ეს ვალდებულება უპირობოდ რჩება.



„სწორედ აქედან გამომდინარე, მონატორიუმის გამოცხადება არ შეუძლია. მორატორიუმის გამოცხადება ხელყოფს მსჯავრდებულის უფლებებს, რაც კონსტიტუციის მიხედვით დაუშვებელია. აქედან გამომიდნარე, უკვე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ შეწყალების თხოვნის განხილვაზე უარი ეწინააღმდეგება ჩვენი კონსტიტუციის მე-18 მუხლის გარანტირებულ ადმინისტრაციულ უფლებას და თავისთავში გულისხმობს, რომ ყველა პატიმრის განცხადების გონივრულ ვადაში განხილვა უნდა მოხდეს“, - აცხადებს „რეზონანსთან“ ალაფიშვილი.


მისივე თქმით, რადგანაც ახლა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მორატორიუმის შესახებ განცხადება მხოლოდ სიტყვიერად გააკეთა, ვერ ვიტყვით, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს. თუმცა, თუკი ამის გაფორმება დოკუმენტურად მოხდება, ალაფიშვილის თქმით, მაშინ ნებისმიერ პატიმარს შეუძლია სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის დარღვევისთვის საკონსტიტუცო სასამართლოში უჩივლოს.


იურისტი ლია მუხაშავრია „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ თუკი პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული მორატორიუმი დიდხანს გაგრძელდა და დროში გაჭინაურდა, მაშინ ეს უკვე არაკონსტიტუციურად ჩაითვლება. მუხაშავრია ამბობს, რომ პრეზიდენტი მზად უნდა ყოფილიყო იმისთვის, რომ მას შეწყალების ასობით და ათასობით განცხადება ექნებოდა განსახილველი. იურისტი აცხადებს, რომ თუ მორატორიუმის საკითხი ნახევარ წელზე მეტხანს გაგრძელდა, მაშინ ეს უკვე იურდიულად და კონსტიტუციონალურად გაუმართლებელია.


„საქმე იქამდე მიდის უკვე, რომ შესაძლოა მორატორიუმი საერთოდ ამდენი ხნის განმავლობაში არც გაგრძელდეს, რადგანაც სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენის საკითხის დაყენება გაახდეს საჭირო. კაცმა არ იცის კიდევ ვინ შეიწყალა. ეს რაც გავიგეთ და გახმაურდა... რაც არ ვიცით, დარწამუნებული ვარ, მსგავს დანაშაულზე გასამართლებული სხვა პირების გათავისუფლებაც მოხდებოდა.


„არ მგონია დაზარალებულების ოჯახებმა ეს ამბავი ასე ჩაატარონ. რა თქმა უნდა, ასევე ზიანდება და ზარალდება იმ პატიმრების უფლებებიც, რომლებიც წლების განმავლობაში პრეზიდენტის შეწყალებას ელოდებიან. ეს ნიშნავს, რომ ზურაბიშვილი ადამიანის უფლებებს არღვევს და კონსტიტუციის წინააღმდეგ მიდის“, - აცხადებს მუხაშავრია „რეზონანსთან“.


რეზონანსი 






ლევან ახვლედიანი: ანაკლიის პროექტით ADB და EBRD ინტერესდება

ლევან ახვლედიანი: ანაკლიის პროექტით ADB და EBRD ინტერესდება
access_time2019-10-23 11:47:30
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა ლევან ახვლედიანმა ანაკლიის პროექტით დაინტერესებაზე დღეს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ ისაუბრა. „მინდა ვთქვა რომ პროექტს დიდი ინტერესი აქვს ბევრი ქვეყნის წარმომადგენლისთვის , ჩვენ ვუმასპინძლეთ უზბეკეთის დელეგაციას კერძოდ, ვიცე-პრემიერს. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ არა მარტო დასავლელი პარტნიორებისთვის, არამედ ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვისაც მნიშვნელოვანია ეს პროექტი. კერძოდ, მათი განვითარებისთვის სატრანსპორტო ინფრასტუქტურის კუთხით...

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ტვირთების გადაზიდვის ერთიან ტარიფზე მუშაობას იწყებს

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ტვირთების გადაზიდვის ერთიან ტარიფზე მუშაობას იწყებს
access_time2019-10-23 11:13:01
საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ტვირთების გადაზიდვის ერთიან ტარიფზე მუშაობას იწყებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა განაცხადა. როგორც საღირაშვილმა აღნიშნა, უკვე შეთანხმებულია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აღნიშნული მიმართულებით იმუშავებს. მისივე განმარტებით, ტარიფების შეთანხმება კორიდორის კონკურენტუნარიანობას გაზრდის. „ძირითადი საკითხი, რომელიც იქნება განხილული, არის სატრანსპორტო ლოგისტიკური...

საქართველო რეგიონის კარიბჭეა, ჩვენი მიზანია, ინტეგრაცია მოვახდინოთ არა მხოლოდ აღმოსავლეთთან და დასავლეთთან, არამედ ჩრდილოეთთან და სამხრეთთან

საქართველო რეგიონის კარიბჭეა, ჩვენი მიზანია, ინტეგრაცია მოვახდინოთ არა მხოლოდ აღმოსავლეთთან და დასავლეთთან, არამედ ჩრდილოეთთან და სამხრეთთან
access_time2019-10-23 10:32:51
საქართველო რეგიონის კარიბჭეა, ჩვენი მიზანია, ინტეგრაცია მოვახდინოთ არა მხოლოდ აღმოსავლეთთან და დასავლეთთან, არამედ ჩრდილოეთთან და სამხრეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მეორე დღეს, ღონისძიების გახსნისას განაცხადა. საქართველოს პრემიერმა მისასალმებელ სიტყვაში ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „დღევანდელზე უფრო მნიშვნელოვანი დრო ისტორიაში არ არსებულა, რადგან ხალხი საერთო მიზნის...

BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას

BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას
access_time2019-10-22 19:30:35
თქვენ გაქვთ კანონი, გაქვთ ინფრასტრუქტურა და ადამიანური კაპიტალი. თუ ამ გზას გაჰყვებით, საქართველო 15 წელიწადში კავკასიის ლიდერი იქნება, - ასე შეაფასა BBC-ის მთავარმა ბიზნეს კორესპონდენტმა ჯო ლაინამმა განვითარების პროცესში საქართველოს მიერ აღებული გეზი. ჯო ლაინამი „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ დასასწრებად თბილისში ჩამოვიდა. ფორუმზე ის ერთ-ერთი პანელის მოდერატორი იყო. დასრულების შემდეგ კი მსოფლიოს ბაზარზე საქართველოს პოზიციონირებისა და განვითარების პერსპექტივის შესახებ...

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ
access_time2019-10-22 17:31:38
კარგი პოლიტიკური კურსი, კარგი რეგულაციები, პირდაპირი ინვესტიციების წახალისებაზე და ქვეყნის პოტენცილაზე ჩინქსინ ჩენი აღნიშნავს. ამბობს, საქართველოში ჩინური კომპანიების ფართო წარმომადგებლობაზე და სურვილზე, მეტი ჩინური კომპანია იყოს წარმოდგენილი, რადგან საქართველოს გზაა ყველა მოკლეა ევროპასა და აზიას შორის. აბრეშუმის გზის ფორუმზე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ანაკლიის პორტის პროექტის ბარიერებზე საუბრობს. ვაპირებთ შეხვედრას...


მსგავსი სიახლეები

up