უიტნი ჰიუსტონი გარდაცვალების შემდეგ 9,5 მლნ. დოლარით გამდიდრდა

უიტნი ჰიუსტონი გარდაცვალების შემდეგ 9,5 მლნ. დოლარით გამდიდრდა

access_time2019-11-03 20:00:04

სიკვდილიდან 7 წლის შემდეგ უიტნი ჰიუსტონი შევიდა ყველაზე მაღალანაზღაურებად გარდაცვლილ მომღერალთა რეიტინგში, რომელიც შეადგინა ჟურნალ Forbes-მა.

 

როგორ მოხდა ეს და რატომ უსმენენ კვლავ ადამიანები ლეგენდარული მომღერლის სიმღერებს?

 

კომპოზიცია Higher Love გახდა ძალიან პოპულარული შტატებში იმის შემდეგ, რაც 1985 წელს სტივ უინვუდმა მიიღო „გრემი“ მისი შესრულებისთვის. ამ სიმღერას მღეროდნენ საუნივერსიტეტო გუნდები, წყვილები ქორწილებზე, თანაც მის ქავერ-ვერსიებს ასრულებდა ძალიან ბევრი ცნობილი მუსიკოსი.

 

ერთ-ერთი ვერსია ეკუთვნის სწორედ უიტნი ჰიუსტონს, და ის გახდა ბევრად უფრო პოპულარული და ცნობილი მთელს მსოფლიოში, ვიდრე ორიგინალი.

 

კომპოზიცია ჩაიწერა მის 1990 წლის ალბომზე I'm Your Baby Tonight, ისიც მხოლოდ როგორც ბონუს-ტრეკი იაპონიისთვის განკუთვნილი ვარიანტისთვის.

 

და აი, 39 წლის შემდეგ ნორვეგიელმა დიჯეი და პროდიუსერმა კიგომ გამოუშვა უიტნი ჰიუსტონის ამ ლეგენდარული ქავერის თავისი ვერსია, და ამით ერთგვარად გააცოცხლა მომღერალი, რომელიც გარდაიცვალა 7 წლის წინ.

 

Higher Love-ს წყალობით ყველას ისევ გაახსენდა უიტნი ჰიუსტონი.

 

„სწორედ ამის მიღწევა გვსურდა ჩვენც, და სწორედ მუსიკის მეშვეობით. ეს არის უიტნი ჰიუსტონის ბრენდის გადატვირთვის, და რაღაც მნიშვნელოვანის გაკეთების საშუალება“ - ამბობს ლარი მესტელი - სწორედ მის საპროდიუსერო კომპანია Primary Wave-ს ეკუთნის გარდაცვლილი მომღერლის მუსიკალური მემკვიდრეობის საკუთრების 50%, რომელიც მან შეიძინა 7 მლნ. დოლარად.

 

ამ კომპანიის აქტიურობის წყალობით, ბოლო 12 თვის მანძილზე გარდაცვლილი ვარსკლავის შემოსავლებმა შეადგინა 9,5 მლნ. დოლარი.

 

სიმღერის ახალმა ვარიანტმა უკვე მიიღო ოქროს სტატუსი აშშ-ში, კანადაში, გერმანიაში, ბრიტანეთში, ავსტრალიაში და ა.შ., ირლანდიაში ის ორჯერ გახდა პლატინის.


 

Spotify-ზე სიმღერა მოისმინეს 175 მლნ.-ჯერ, ხოლო ბოლო 12 თვის მანძილზე ჰიუსტონის სიმღერებმა მხოლოდ შტატებში მიიღეს ჯამურად 800 მლ. მოსმენა, მაშინ როდესად 2018 წელს  - 500 მლნ.

 

„ის გარდაიცვალა მრავალი წლის წინ, თუმცა, Higher Love-ის გამოცემით ჩვენ გავახსენეთ ფანებს მის შესახებ“ - ამბობს Nielsen Media Research-ის ვიცე-პრეზიდენტი დევიდ ბაკულა.

 

„სტრიმინგ-სერვისებზე სიმღერის განთავსებით, ჩვენ გავახსენეთ ფანებს, რატომ უყვარდათ მათ უიტნი ასე ძლიერად. ახლა მათ შეუძლიათ უსასრულოდ უსმინონ მისი ლეგენდარული კომპოზიციის ქავერ-ვერსიას“ - დაუმატა მან.

 

Higher Love-ის უიტნი ჰიუსტონისეული ქავერის ისტორია დაიწყო 1990 წელს - მაშინ ხმის ჩამწერი სტუდია Arista Records-ის მფლობელმა და პროდიუსერმა კლაივ დევისმა გადაწყვიტა ამ სიმღერის შეტანა ალბომის მხოლოდ იაპონურ გამოცემაზე, რადგანაც არ სურდა მომღერლის გამოყვანა როგორც სხვისი სიმღერების შემსრულებლის.

 

ლარი მესტელიც მუშაობდა იმ  კომპანიაში, იცნობდა ჰიუსტონის ოჯახის წევრებს, და სწორედ ის აწარმოებდა მოლაპარაკებებს მის სიმღერებზე საავტორო უფლებების შესყიდვის თაობაზე.

 

მანამდე მესტელმა სთხოვა გარდაცვლილი მომღერლის ნათესავებს მისთვის დარჩენილი ჩანაწერების მოტანა და მათ შორის ერთ-ერთი იყო სწორედ Higher Love.

 

უიტნი ჰიუსტონის ვოკალმა მოხიბლა ის, თუმცა პროდიუსერმა ჩათვალა, რომ მთლიანობაში სიმღერა ჟღერდა ძველმოდურად, ამიტომაც, მან შესთავაზა ნორვეგიელ დიჯეი კიგოს მისი განახლება.

 

Primary Wave-ის წარმომადგენლებმა გაუგზავნეს ახალგაზრდა დიჯეის ჩანაწერი, და მეორე დღესვე მან გამოაგზავნა რემიქსი.

 

„ამ სიმღერას ჰქონდა ყველა შანსი წარმატებისთვის, რადგანაც ის იდეალურად შეეფრებოდა ზაფხულს. მოკლედ, ეს ვარიანტი ყველას მოეწონა, და ძალიან მალე ის გამოჩნდა რადიოზე“   - ყვება მესტელი.

 

Higher Love გამოვიდა ივნისის ბოლოს და მხოლოდ 2 კვირაში დაიკავა 63-ე ადგილი

 Billboard Hot 100.  ის ასევე იკავებდა მაღალ ადგილებს ჩარტებში მთელს მსოფლიოში.

 

„დღევანდელ ახალგაზრდობას მოსწონს პოზიტიური და შთაგონების მიმცემი სიმღერები, და ვინ შეიძლება იყოს შთაგონების უკეთესი წყარო, ვიდრე უიტნი?“ - განაცხადა მომღერლის რძალმა პეტ ჰიუსტონმა.

 

2020 წლის დასაწყისში უიტნი ჰიუსტონის ჰოლოგრამა გაემგზავრება მსოფლიო ტურნეში. პირველი კონცერტები სახელად „საღამო უიტნისთან“ ჩატარდება ევროპაში, შემოდგომაზე - შტატებში. ჰოლოგრამის გარდა, სცენაზე გამოვლენ მომღერლები და მოცეკვავეები, რომლებიც შეასრულებენ უიტნი ჰიუსტონის ყველაზე პოპულარულ სიმღერებს.

 

სავარაუდოდ, ახლო მომავალში გარდაცვლილი მომღერლის შემოსავლები გაიზრდება რამდენიმეჯერ.

 

-

ყველაზე მაღალანაზღაურებად გარდაცვლილ ვარსკლავთა რეიტინგში ასევე მოხვდნენ  - მაიკლ ჯექსონი - 2018 წელს მისმა შემოსავალმა შეადგინა  60 მლნ. დოლარი,  ელვის პრესლი - 39 მლნ, ბობ მარლი - 20 მლნ., ჯონ ლენონი - 14 მლნ., მერილინ მონრო - 13 მლნ.,  პრინსი - 12 მლნ., ჯორჯ ჰარისონი - 9 მლნ.

 

Forbes





ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო გეგმავდეს სსიპ-ს შექმნას, რომელიც დამხმარე სამედიცინო მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს

 ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო  გეგმავდეს  სსიპ-ს შექმნას, რომელიც  დამხმარე  სამედიცინო  მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს
access_time2019-11-21 18:00:58
„კლინიკების მოგების მაჩვენებლის გამოქვეყნება სახელმწიფოს მხრიდან შავი პიარის ნაწილია„-ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე იმ განცხადებას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2018 წელს კლინიკების მოგება მილიონობით ლარს შეადგენს. ლევან კობერიძე არ გამორიცხავს, რომ  გარკვეულ ჯგუფებს, გააჩნდეს ინტერესი დიდი თანხის შესყიდვებთან  დაკავშირებით და...

27 მლნ ლარის ზარალი ერთ წელიწადში - როგორია „კარფურის“ შემოსავლები

27 მლნ ლარის ზარალი ერთ წელიწადში - როგორია „კარფურის“ შემოსავლები
access_time2019-11-21 17:00:42
ტექნიკის მაღაზიების შემდეგ მომხმარებელს შიდა განვადებას ჰიპერმარკეტების ქსელი Carrefour-იც სთავაზობს.თუმცა, ერთი განსხვავებით - ჰიპერმარკეტის განვადების პერიოდი მხოლოდ 3 თვეს მოიცავს. თანაც, მომხმარებელს პროდუქცია მხოლოდ თანხის დაფარვის შემდეგ გადაეცემა. Carrefour-ის სერვისით „ლეი-ბაი“ სარგებლობა ყველას შეუძლია, ვისაც სურს 200 ლარზე მეტი ღირებულების ნივთის შეძენა. პირველადი შენატანი 20%-დან იწყება. თუმცა შეზღუდულია სარგებლობის პერიოდი და ის მხოლოდ 90 დღით განისაზღვრება,...

ლუქსემბურგი - პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტრანსპორტი უფასო გახდება

ლუქსემბურგი - პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტრანსპორტი უფასო გახდება
access_time2019-11-21 20:30:48
ლუქსემბურგი მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდება. ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი ხავიერ ბეტელი და ლუქსემბურგის კოალიციური მთავრობა აცხადებენ, რომ ისინი მატარებლებზე ტრამვაისა და ავტობუსებზე ტარიფებს შემდეგი წლის ზაფხულიდან გააუქმებენ. სამსახურისკენ რამდენიმე საათიანი მგზავრობებისა  და ჰაერის დაბინძურების გათვალიწინებით, მთავრობა იმედოვნებს, რომ ეს ახალი ნაბიჯი საცობების სიმრავლით მსოფლიოში ცნობილ ლუქსემბურგს მეტად...

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარადგინა

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარადგინა
access_time2019-11-21 15:15:38
დღეს, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - ლევან კაკავა წარუდგინა. მისი თქმით, უწყების ახალ ხელმძღვანელს აქვს სისტემაში მუშაობის გამოცდილება, საკმაოდ ძლიერი მენეჯერული თვისებები და არის მაღალი რანგის პროფესიონალი. „პრემიერთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი...

სებ-ს მთავრობაც დაუპირისპირდა

სებ-ს მთავრობაც დაუპირისპირდა
access_time2019-11-21 16:00:56
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თავზე საავდროდაა მოღრუბლული. კანონმდებლობით სებ-ისთვის განსაზღვრულ მთავარ ამოცანას, - ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფას, ანუ ინფლაციის მაჩვენებლის მართვას ისე, რომ ეს უკანასკნელი თარგეთირებულ, ანუ ნაპროგნოზებ, ანუ მიზნად დასახულ დონეს არ გასცდეს, ეროვნული ბანკი ვეღარ ახერხებს და რაც უარესია, განცდა იმისა, რომ სიტუაციას მართავს და მას უახლოეს ხანში გამოასწორებს, არ...


მსგავსი სიახლეები

up