უფუნქციოდ დარჩენილმა „ქეითერინგის“ კომპანიებმა შესაძლოა საქმიანობა ვეღარ გააგრძელონ

უფუნქციოდ დარჩენილმა „ქეითერინგის“ კომპანიებმა შესაძლოა საქმიანობა ვეღარ გააგრძელონ

access_time2020-07-10 10:50:53

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები სასტუმროებსა და რესტორნებს შვედური მაგიდის პრინციპით გამასპინძლების უფლებას არ აძლევს, ამასთან რეგულაციები კვლავ მოქმედებს და ამ დრომდე აკრძალულია 10 კაცზე მეტი პირის შეკრება, შესაბამისად იკრძალება ქორწილები, დიდი დაბადების დღეები და წვეულებები. აქედან გამომდინარე, მასშტაბური ღონისძიებები ქვეყანაში არ ტარდება, რამაც „ქეითერინგ“ კომპანიებს, რომლებიც ძირითადად ფურშეტების მოწყობაზე მუშაობდნენ, დიდი დარტყმა მიაყენა.


„ქეითერინგ ჯგუფი საქართველოს“ დამფუძნებელი ლადო ქველაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ უფუნქციოდ დარჩენილმა კომპანიებმა შესაძლოა საქმიანობის გაგრძელება პანდემიის შემდეგ ვეღარ შეძლონ.


„ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ, ვერაფერს ვაკეთებთ და უფუნქციოდ დავრჩით. ჯერჯერობით არც კი ვფიქრობთ რაიმე სიახლეზე ან ცვლილებაზე, ზოგადად ერთადერთი რასაც ვვარაუდობთ არის ის, რომ შესაძლოა აღნიშნული საქმიანობა საერთოდ აღარ გავაგრძელოთ. ზარალი როგორც ასეთი, ფურშეტების მომზადების თვასაზრისით დიდი არ გვაქვს, რადგან პროდუქციას, მხოლოდ შეკვეთის შემდეგ ვამზადებთ, თუმცა თანამშრომლების გათავისუფლება მოგვიწია, რადგან ხელფასებს ვეღარ ვუხდიდით“, – განმარტა  ლადო ქველაძემ.



ქეითერინგ კომპანია ETG GROUP-ის დამფუძნებელმა გიორგი საღინაძემ „კომერსანტთან“ შემცირებულ დატვირთვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დატვირთვა დაახლოებით 20%-ია, შემოსავლები კი 5-ჯერ შემცირდა.


„პანდემია ჩვენს ბიზნესზე ძალიან ცუდად აისახა, რადგან შეკვეთები 3 თვის განმავლობაში სრულად შეჩერებული იყო. მოგებაზე ზედმეტია ლაპარაკი, კომპანიას თვიდან თვემდე თავის გატანაც კი უჭირს. ივნისში ავმუშავდით, მაგრამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დატვირთვა რომ შევადაროთ დაახლოებით 20% არის მხოლოდ, შემოსავლები 5-ჯერ შემცირდა. ძირითადად პატარა დაბადები დღეების შეკვეთები გვაქვს, რომელსაც სახლში იხდიან. შეზღუდვები ჩვენზე ძალიან ცუდად აისახება, იმიტომ რომ ფაქტიურად მასშტაბურ ღონისძიებებს, ქორწილებს, დიდ დაბადების დღეებს ვერ ვაკეთებთ ღია ცის ქვეშ, რაც სეზონზე ჩვენთვის მთავარი შემოსავლის წყარო იყო. ტრენინგები და სემინარები თითქოს დაუშვეს, მაგრამ დიდი ხანია არც სახელწიფო და არც კერძო სექტორს არ შეუკვეთავს. თანამშრომლებისთვის ხელფასების გაცემა ძალიან გვიჭირდა, 3 თვე უხელფასოდ იყვნენ, ახლა კი მხოლოდ შემცირებული ანაზღაურების გაცემას ვახერხებთ“, - განაცხადა გიორგი საღინაძემ.


ნინო თამაზაშვილი

 


თეგები:
ქეითერინგი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up