უფრო აქტიურ ლოკაციას ვარჩევთ - ფრანგული რესტორანი Ladurée ვაკეში დაიხურა

უფრო აქტიურ ლოკაციას ვარჩევთ - ფრანგული რესტორანი Ladurée ვაკეში დაიხურა

access_time2020-05-25 14:00:50

ფრანგული საცხობი და ტკბილეულის სახლი Ladurée თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე გასულ წელს  გრანდიოზულად გაიხსნა. რესტორანი, რომელიც როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებდნენ ლაქშერი მომსახურეობის სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებდა, რამდენიმე კვირის წინ დაიხურა.


როგორც „კომერსანტს“ რესტორან Ladurée-ს დირექტორმა  გიორგი ღვინაძემ განუცხადა, მიუხედავად პანდემიის გამო არსებული კრიზისისა, ბრენდი საქართველოში რჩება და მხოლოდ ლოკაციის შეცვლას გეგმავს. თუ რატომ გადაწყვიტა კომპანიამ ადგილმდებარეობის ცვლილება, ღვინაძე აცხადებს, რომ უფრო აქტიური ადგილის შერჩევას ფიქრობენ. თუმცა, კონკრეტულად სად და როდის გაიხსნება რესტორანი, დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე გიორგი ღვინაძე თავს იკავებს, ის არც სავაჭრო მოლებში ობიექტის განთავსებას ადასტურებს.


„Ladurée აბაშიძეზე აღარ იქნება, გადავწყვიტეთ ლოკაცია შეგვეცვალა. მიუხედავად პანდემიის გამო არსებული კრიზისისა, ბრენდი საქართველოში რჩება და გასვლას არ გეგმავს, უბრალოდ ტერიტორიულად სხვაგან გადავდივართ. ეს გეგმები პანდემიას არ უკავშირდება, ადრეც ვფიქრობდით ცვლილებებზე, თუმცა ამ ყველაფერმა ეს საკითხი უფრო მეტად დააჩქარა. ამ ეტაპზე მასშტაბის გაზრდას არ ვგეგმავთ, უბრალოდ მივხვდით რომ ცოტა განსხვავებული ლოკაცია გვჭირდება და გვინდა სხვა უფრო აქტიური ადგილი შევარჩიოთ. სამომავლოდ სხვადასხვა ლოკაციაზე ვგეგმავთ ფილიალების განთავსებას, თუმცა ჯერჯერობით დაზუსტებით არ გვაქვს გადაწყვეტილი კონკრეტულად სად და როდის, მიმდინარეობს მუშაობა“, - განაცხადა გიორგი ღვინაძემ.



Ladurée-ს დირექტორის განმარტებით, ისევე როგორც ზოგადად სარესტორნო ბიზნესზე, პანდემიამ მათზეც უარყოფითად იმოქმედა.


„რაც შეეხება პანდემიას, როგორც ყველა სარესტორნო ბიზნესზე ჩვენზეც უარყოფითად იმოქმება არსებულმა ვითარებამ და ზოგადად სექტორს დიდი დარტყმა მიაყენა. კონკრეტულ დანახარჯებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა Ladurée-ს ჯგუფი დიდია, მსოფლიო მასშტაბით ბევრ ქვეყანაშია წარმოდგენილი, სხვადასხვა მიმართულებებით ვმუშაობთ და აქედან გამომდინარე  პრობლემებს შედარებით მარტივად გავუმკლავდით“, - განმარტავს გიორგი ღვიანიძე.


შეგახსენებთ, რომ ფრანგული საკონდიტრო ბრენდი Ladurée მსოფლიოს მასშტაბით 50 ქვეყანაში არის წარმოდგენილი. იმისთვის, რომ საქართველოში აღნიშნული ბრენდის რესტორანი გახსნილიყო კომპანიამ 6 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.


ნინო თამაზაშვილი



თეგები:
Ladurée



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up