ირაკლი ყიფიანის პერსონალური ბლოგი : “უფასო“ თაობა

ირაკლი ყიფიანის პერსონალური ბლოგი : “უფასო“ თაობა

access_time2019-08-22 14:30:00

‘’უფასო საქართველოში’’ ზარი დაირეკა! — წერს ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი სოციალურ ქსელში.





ბიოგრაფია


დაიბადა ‘’უფასოდ’’ სამშობიაროში...


შეიყვანეს სახელმწიფო ‘’უფასო’’ ბაღში...



ბაღის დამთავრების შემდეგ შეიყვანეს სახელმწიფო ‘’უფასო’’ სკოლაში...



დაურიგეს ‘’უფასო’’ სახელმძღვანელოები...



დაატარებდნენ სკოლაში ‘’უფასო’’ ტრანსპორტით...



და კვირაში ერთხელ ჭამდა ,,უფასო’’ ვაშლს...



სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა უმაღლესში ‘’უფასოზე’’...



დაამთავრა უნივერსიტეტი და ჯარში ,,უფასოდ’’ გაიწვიეს მოსამსახურედ...




ჯარის შემდეგ დაიწყო ,,უფასოდ’’ სტაჟირება სახელმწიფო სამსახურში...



სტაჟირების დროს შეუყვარდა სტაჟიორი გოგონა, რომელიც ,,უფასოდ’’ გადიოდა სტაჟირებას სახელმწიფო სამსახურში...



დაოჯახდნენ და ისარგებლეს ,,უფასო’’ ხვნა-თესვის პროგრამით...



შეეძინათ ბავშვი ,,უფასო’’ სამშობიაროში...



ბავშვი შეიყვანეს სახელმწიფო ‘’უფასო’’ ბაღში...



........................................



და ასე გადიოდა დრო...



და ასე იცვლებოდა თაობები.... თაობები, რომლებსაც დღესაც სჯერათ, რომ სამყაროში ‘’უფასოდ’’ რამე არსებობს.



სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე არის დეკლარირებული სიტყვა ,, უფასო’’. განათლების სამინისტროს გვერდზე განთავსებული სტატიებიც ამას მეტყველებს - ‘’უფასო სახელმძღვანელოების დარიგება’’.... ‘’უფასო ტრანსპორტით სარგებლობა’’...... ‘’უფასო ბაღი’’....’’უფასო სკოლა’’.....’’უფასო უნივერსიტეტი’’ ..... ახლა უკვე ‘’უფასო ვაშლი’’....



იზრდებიან თაობები, რომლებსაც აჯერებენ, რომ ამ სამყაროში რამე შეიძლება, უფასო იყოს.... არ უყალიბებენ განცდას, რომ თითოეული თეთრი, რომელიც იხარჯება მათ განათლებაში, ან თუნდაც თითოეული თეთრი, რომელსაც ხარჯავს სახელმწიფო ,,უფასო’’ პროექტების განხორციელებაში, აკლდება კონკრეტული ადამიანების ჯიბეებს....


პარადოქსია, აბა რა არის....



მიდიან ,, უფასო’’ ტრანსპორტით, ‘’უფასო’’ სკოლებში და ‘’უფასო’’ სახელმძღვანელოებით, ფიზიკის გაკვეთილზე ასწავლიან ენერგიის მუდმივობის კანონს, რომლის თანახმადაც, ენერგია არც ქრება და არც რაიმესგან წარმოიქმნება.... ერთი სახის ენერგია გარდაიქმნება მეორე სახის ენერგიად ან გადაეცემა ერთი სხეულიდან მეორეს....


‘’უფასო საქართველოში’’ ზარი დაირეკა!


ვაშლის ჭამის დროა


დროებით


პ.ს. განათლების სამინისტო, თუ მაინც არ ეშვებით ფულის ფლანგვას, სიტყვა ,,უფასო’’ მაინც ჩაანაცვლეთ სიტყვით ,, გადახდილია’’ ან ,,დაფინანსებულია’’ მშრომელი ხალხის მიერ გადახდილი გადასახადებით..... უმადურ თაობას მაინც ნუ გაზრდით.....


პ.ს. სხვა დროს ვისაუბროთ სიტყვა ,,შეუფასებელზე'' : )






13:00 საათის მონაცემებით, Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2600 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2940 ლარი ღირს

13:00 საათის მონაცემებით, Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2600 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2940 ლარი ღირს
access_time2020-09-23 13:05:21
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.2600 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა დღეს 3.2520 კურსით დაიწყო. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2537 ლარია. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.2940 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.2100 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.2920 ლარადაა...

სახელმწიფო ავტოიმპორტიორებისთვის არაფერს აკეთებს, მოდით ხელს მაინც ნუ შეუშლით - ალექსი ნონიაძე

სახელმწიფო ავტოიმპორტიორებისთვის არაფერს აკეთებს, მოდით ხელს მაინც ნუ შეუშლით - ალექსი ნონიაძე
access_time2020-09-23 13:40:46
რა გავლენა იქონია პანდემიამ ავტოიმპორტიორების ბიზნესზე და რა მოთხოვნები აქვთ ამ ბიზნესში ჩართულ ადამიანებს მთავრობასთან ? - საქართველოს ავტო იმპორტიორთა ასოციაციის გამგეობის წევრის, ალექსი ნონიაძის განცხადებით, საზღვრების დაკეტვით საქართველოში არსებულ 24 ათასზე მეტი ავტოიმპორტიორს გაკოტრების საშიშროება უდგას. „დღეს საქართველოში დაახლოებით...

ეროვნულ ბანკს კონკურენციის შესახებ კანონის აღსრულება დაევალება

ეროვნულ ბანკს კონკურენციის შესახებ კანონის აღსრულება დაევალება
access_time2020-09-23 09:50:04
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შესული ცვლილებების თანახმად, ეროვნულ ბანკს კონკურენციის შესახებ კანონის აღსრულება დაევალა. ცვლილებები ძალაში 4 ნოემბრიდან შევა და შეავსებს იმ ვაკუუმს რაც კანონის აღსრულების კუთხით იდგა ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ.   ორგანულ კანონში ცვლილებებს წლებია ითხოვს სადაზღევევო სექტორი, რომელმაც ბანკების მხირდან კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევა არაერთხელ საჯაროდ...

ქართული კომპანიების ფინანსური მონაცემები ერთ სივრცეში

ქართული კომპანიების ფინანსური მონაცემები  ერთ სივრცეში
access_time2020-09-23 09:50:26
Bihub.ge-ზე უკვე შესაძლებელია საქართველოს ეკონომიკის მამოძრავებელი აქტიური კომპანიების ფინანსური მონაცემების ერთიან სივრცეში ნახვა. ინტერაქტიულ დეშბორდზე ნახავთ I, II, III და IV კატეგორიაში შემავალი ბიზნესებისა და სდპ პირების ფინანსური შედეგების ანალიტიკას.   3000-ზე  მეტი I-III კატეგორიის კომპანიის დეტალური ინდივიდუალური (კონსოლიდირებული) ფინანსური ანგარიშგებები. სულ რამდენიმე კლიკით შესაძლებელია გაიგოთ, თუ როგორაა 25000-ზე მეტი კომპანია,...

სს „წყალი მარგებელმა”, ბუღას ბრენდით სამი ახალი პროდუქტის წარმოება დაიწყო

სს „წყალი მარგებელმა”, ბუღას ბრენდით სამი ახალი პროდუქტის წარმოება დაიწყო
access_time2020-09-23 09:30:08
„ვარდისფერი ბუღა“, „ბუღა ტონიკი“ და „ბუღა ველნესი 0 კალორია“ ქართულ ბაზარზე სს „წყალი მარგებელმა“ ბუღას ბრენდით, სამი ახალი პროდუქტის წარმოება დაიწყო.   კომპანიის პორტფელში, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნად პროდუქტს, ქართულ ენერგეტიკულ სასმელ, „ბუღას“, 2020 წლის სექტემბრიდან ორი ახალი ენერგეტიკული სასმელი და მატონიზირებელი წყალი დაემატა. მომხმარებელს ახალი გემოების დაგემოვნება უკვე შეუძლია. ენერგეტიკული სასმელი „ვარდისფერი...


მსგავსი სიახლეები

up