უფასო ნავთობი, მაგრამ არა საქართველოსთვის - „ამერიკული ნავთობის ფასის დაცემა ჩვენზე განსაკუთრებულ გავლენს ვერ მოახდენს“

უფასო ნავთობი, მაგრამ არა საქართველოსთვის - „ამერიკული ნავთობის ფასის დაცემა ჩვენზე განსაკუთრებულ გავლენს ვერ მოახდენს“

access_time2020-04-22 10:00:08

ისტორიაში პირველად, ამერიკული ნავთობის ფასი ორშაბათის მონაცემებით, 0-ს ჩამოცდა და უარყოფით ნიშნულზე იყო. რაც იმას ნიშნავს, რომ ნავთობის გამყიდველები პირიქით იმ მყიდველებს უხდიან, რომლებიც პროდუქციის შენახვას საკუთარ თავზე აიღებენ. საუბარია მაისის ბოლო დღეების ფიუჩერსებზე (კონტრაქტებზე), რადგან გუშინ შეძენილ პროდუქციას მყიდველები სწორედ ამ თარიღებში მიიღებენ.


ნავთობის გაუფასურება მარტის დასაწყისში დაიწყო, როცა ნავთობის მსხვილი მწარმოებელი სახელმწიფოები და მათი პარტნიორები ყოველდღიურად მოპოვებული ნავთობის მოცულობის შემცირებაზე ვერ შეთანხმდნენ. მოგვიანებით, OPEC-ის წევრებმა შეთანხმება შეძლეს, თუმცა ნავთობის ფასზე კორონავირუსის პანდემიაც აისახა და მასზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად დაეცა.


„კავკასიის უნივერსიტეტის“ ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი ამბობს, რომ ნავთობის მწარმოებლები  მყიდველებს თანხას უხდიან, რათა გაყიდონ ნავთობი და არ გადაიტვირთოს საცავები, რისი საფრთხეც მაისშია მოსალოდნელი. მისივე თქმით, მარაგების გადავსებამ, ორშაბათს WTI ტიპის ბარელი ნავთობის ფასები მინუს $40–მდეც შეამცირა.


„უჩვეული ამბავია, არასოდეს მომხდარა რომ ნავთობის ფასი უარყოფითი გამხდარიყოს. ზოგადად ნავთობი მთელ მსოფლიოში უფასო არ გამხდარა, საუბარია მხოლოდ ამერიკულ ნავთობზე WTI West Texas Intermediate-ზე. ეს ნიშნავს რომ მწარმოებელი იქეთ უხდის მათ, ვინც ნავთობს წაიღებს, მაგრამ ნიშვნელოვანია, რომ ეს ყველა ნავთობს და მთელ მსოფლიოს არ ეხება, კონკრეტულად ამერიკულ ნავთობზეა საუბარი და მხოლოდ მაისის კონტრაქტებზე, რომელიც არის ფიუჩერსული კონტრაქტები, ანუ დღეს იხდი და ნავთობის მოწოდება შემდეგ ხდება. მაისის ფიუჩერსულ კონტრაქტებს ვადა გუშინ გაუვიდა, ეს სწრაფი ვარდნა კი ორი დღის წინ დაიწყო ანუ მოსწრებაზე იყვნენ, დღეიდან უკვე სიტუაცია ჩვეულებრივად დალაგდება, რადგან ივნისის კონტრაქტები გაიყიდება და აქ ფასი 20 დოლარის ფარგლებში იქნება. რაც შეეხება სხვა ნავთობის ფასებს, ევროპულიც შემცირებულია 8%-ით და 23 დოლარზეა, აგრეთვე რუსული ნავთობიც 24 დოლარზეა. ეკონომიკა მთელ მსოფლიოში გაჩერებულია და მოთხოვნა შემცირდა ნავთობზეც, ხოლო წარმოება არ გაჩერებულა, რადგან მისი გაჩერება სხვა ბევრად დიდ დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული, შესაბამისად რეზერვუარები გაივსო, ამერიკაში ფიზიკურად ადგილი არ აქვთ სად შეიძლება მოათავსონ ნავთობი, ამიტომ ხდება ის, რომ ურჩევნიათ იქეთ გადაუხადონ ფული ოღონდ მოიშორონ, რადგან სხვა შემთხვევაში ჭაბურღილების დახურვა მოუწევთ და ეს უფრო კოტრპროდუქტიული იქნება, რადგან შესაძლოა მერე აღდგენადი არ იყოს ან ბევრად ძვირი დაუჯდეთ და ა.შ. ასევე ამერიკას საუდის არაბეთიდანაც შეაქვს ნავთობი, რისი გაჩერებაც მოუწევთ. საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ მოთხოვნის შემცირებამ და რუსეთ-არაბეთის  საფასო ომმა გამოიწვია ეს შედეგი, თუმცა ნელ-ნელა დარეგულირდება“, - განმარტავს სოსო ბერიკაშვილი.



მოახდენს თუ არა გავლენას არსებული ვითარება საქართველოში საწვავის ფასებზე, ამასთან დაკავშირებით სოსო ბერიკაშვილი ამბობს, რომ ჩვენთვის ამერიკული ნავთობის ამ კრიზისს განსაკუთრებული გავლენა ვერ ექნება.


„ამერიკული ნავთობის კრიზისი უფრო ლოკალური ამბავია, საქართველოზე ამას განსაკუთრებული გავლენა არ ექნება, მაგალითად ისეთი, რომ საწვავი ჩავასხათ და ამისთვის დაგვასაჩუქრონ, ეს ამერიკისთვისაც მოკლევადიანი ამბავია და ასე პირდაპირ ჩვენზე ვერ აისახება. მართალია ფასი ევროპულ ნავთობზეც  მცირდება, მაგრამ ჩვენთვის ის უფასო ვერ გახდება, თუმცა ამ ყველაფერმა შეძლება მცირე გავლენა საქართველოზეც მოახდინოს, მაგრამ პირდაპირი ეფექტი ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება“, - აცხადებს სოსო ბერიკაშვილი.


აღსანიშნავია, რომ მაისისგან განსხვავებით, ივნისის ფიუჩერსებით ერთი ბარელი ამერიკული WTI ნავთობი 22 დოლარი ღირს, ხოლო ევროპული Brent-ი 26 დოლარად ივაჭრება.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up