უესტმინსტერის სასახლემ შესაძლოა ნოტრ-დამის ბედი გაიზიაროს

უესტმინსტერის სასახლემ შესაძლოა ნოტრ-დამის ბედი გაიზიაროს

access_time2019-04-17 09:45:39

უესტმინსტერმა შესაძლოა ნოტრ-დამის ბედი გაიზიაროს. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პარლამენტარები აცხადებენ.


The Guardian-ის ცნობით, ბრიტანელი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ უესტმინსტერის სასახლე სავალალო მდგომარეობაშია და დაუყოვნებელი რესტავრაციის გარეშე შესაძლოა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მსგავსად განადგურდეს.


ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, ჯერემი კორბინის განცხადებით, პარიზში მომხდარმა შემთხევამ ბრიტანეთის პარლამენტი უნდა გამოაფხიზლოს. ნოტრ-დამში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი. როცა ასეთ მშვენიერ შენობებს ხედავ ჩვენ ქვეყანაში არსებული ისტორიული ნაგებობები მახსენდება. რომელიმე მათგანი ხანძარმა რომ გაანადგუროს, როგორ ვიგრძნობთ თავს? უესტმინსტერის შენობია ცუდ მდგომარეობაშია და, რა თქმა უნდა, ხანძრის გაჩენის რისკი მაღალია, რადგან შენობაში ბევრი ხის მასალაა გამოყენებული, - განაცხადა კორბინმა.



ბრიტანეთში პარლამენტის შენობის რესტავრაციისა და განახლების სამუშაოები 2020 წელს უნდა დაიწყოს. პროექტს, რომელიც რამდენიმე მილიარდი ფუნტის ღირებულებისაა, პარლამენტარებმა მხარი გასულ წელს დაუჭირეს.


აღსანიშნავია, რომ 2008 -2012 წლებში უესტმინსტერის სასახლეს ცეცხლი 40-ჯერ გაუჩნდა. გარდა ამისა, რამდენიმე კვირის წინ თემთა პალატის დარბაზში სახურავიდან წყალმაც გაჟონა. ბრიტანეთის პარლამენტის შენობები თავდაპირველად 1834 წელს ხანძრის შედეგად განადგურდა, თუმცა მომხდარს უესტმინსტერის დარბაზი გადაურჩა, რომელიც უკვე 900 წელს ითვლის. პარლამენტის დღევანდელი შენობები კი 1834 წლის ხანძრის შემდეგ ააშენეს.


 





საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 11 248 ტესტი ჩატარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 11 248  ტესტი ჩატარდა
access_time2021-01-24 10:57:00
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 11 248 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 979 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 269 PCR...

საქართველოს რადიომაუწყებლების გაერთიანება პრემიერ-მინისტრს მიმართავს

საქართველოს რადიომაუწყებლების გაერთიანება პრემიერ-მინისტრს მიმართავს
access_time2021-01-24 09:30:35
საქართველოს რადიომაუწყებლების გაერთიანება პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას მიმართავს. მიმართავაში ნათქვამია, რომ უნდა გადაიხედოს შპს „საქართველოს ტელე-რადიო ცენტრის“ სატარიფო...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 16 267 ტესტი ჩატარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 16 267 ტესტი ჩატარდა
access_time2021-01-23 10:59:33
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 267 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 855 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 412 PCR ტესტით. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 998 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 252...

სილქფესტი უქმეებზე ულიმიტო ინტერნეტ და უსასრულო სასაუბრო პაკეტების გააქტიურებას თავაზობს მომხმარებლებს

სილქფესტი  უქმეებზე  ულიმიტო  ინტერნეტ და უსასრულო სასაუბრო პაკეტების გააქტიურებას თავაზობს მომხმარებლებს
access_time2021-01-23 09:45:41
„სილქფესტი“ ორი დღით, 23 და 24 იანვარს, მობილური ქსელის მომხმარებლებს ულიმიტო ინტერნეტ და უსასრულო სასაუბრო პირობების 4 აქციას შეთავაზებს: • ულიმიტო ინტერნეტი 30 დღით - 19 ლარად - კომბინაციით *019# • ულიმიტო ინტერნეტი 14 დღით - 10 ლარად - კომბინაციით *019# • ულიმიტო სასაუბრო - 10 ლარად - 30 დღით- კომბინაციით *202# • პაკეტი „მეტი უსასრულო+“ 35 ლარის...

Forbes.ge: ტრამპის გოლფის კომპლექსებს ევროპაში მძიმე პერიოდი აქვს

Forbes.ge: ტრამპის გოლფის კომპლექსებს ევროპაში მძიმე პერიოდი აქვს
access_time2021-01-24 14:00:58
გასულ წელს დონალდ ტრამპის ევროპაში მდებარე გოლფის კომპლექსების შემოსავლები 60%-ზე მეტით შემცირდა. ამის შესახებ Forbes-ი წერს.ტრამპის გოლფის მოედნები ევროპაში უკვე წლებია კრიზისშია. ჯერ კიდევ 2019 წლის ბოლოს გოლფის კლუბებმა დაახლოებით $90 მლნ იზარალა. თუმცა, მათ ისეთი კრიზისული წელი არასოდეს ჰქონიათ, როგორიც 2020 წელი იყო. ევროპაში მდებარე ტრამპის უძრავმა ქონებამ დაახლოებით 63%-იანი კლება განიცადა შემოსავლებში.შოტლანდიაში მდებარე Trump Turnberry-ის...


მსგავსი სიახლეები

up